პატიმრების გაცვლის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით მოხდა. ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმერ ზელენსკიმ ერთხმად აღნიშნეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გამუჯობესებისათვის პატიმრების გაცვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმების მიხედვით პოლიტპატიმრები 7 აგვისტოს გაცვალეს. […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პანფილოვას თავს დაესხნენ
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პანფილოვას გუშინ გვიან ღამით, მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა სახლში ტერასის ფანჯრიდან შეაღწია, ელა პანფილოვას ელექტროშოკერით რამდენჯერმე დაარტყა და შემდეგ მიიმალა. სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმის მიზანი ძარცვა იყო. მათი ვერსიით დამნაშავე „ბრმად“ მოქმედებდა და არ იცოდა სახლის პატრონის ვინაობა. სახლიდან არაფერია დაკარგული. რუსული მედიის ინფორმაციით, დაცვა ელა […]
რობერტ კენედის მკვლელი სირჰან სირჰანი ციხეში დაჭრეს
ამერიკელი სენატორის და პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედის მკვლელი 75 წლის სირჰან სირჰანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კალიფორნიის ციხეში დანით დაჭრეს. ეს 30 აგვისტოს, სან დიეგოს ციხის ეზოში, 2:30-ზე მოხდა. სირჰანი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. პირი, რომელმაც სირჰანი დაჭრა, იზოლატორშია მოთავსებული. რობერტ კენედი ჯონ კენედის მთავრობაში 1961 წელს აშშ-ის იუსტიციის მინისტრი გახდა. 1964 წელს, […]
აშშ-ში საფეხბურთო მატჩის დროს 10 მოზარდი დაიჭრა
აშშ-ში სროლის დროს 10 მოზარდი დაიჭრა. „სიენენის“ ინფორმაციით, სროლა ალაბამას შტატში, სკოლაში საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქ მობილშიმომხდარი სროლის დროს დაჭრილებიდან ხუთი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავმა უწყებამ ორი პირი დააკავა. ჯერ უცნობია, რა მოტივით მოხდა სკოლის სტადიონზე სროლა. მსგავსი თემები
უკრაინის ახალი პრემიერი ალექსეი გონჩარუკი გახდა
იტალიაში ახალი სამთავრობო კოალიცია შეიქმნა
იტალიაში მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია შექმნა ორმა პარტიამ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული. ამ გადაწყვეტილებამდე ისინი რამდენიმედღიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ მივიდნენ. „მიგვაჩნია, რომ ეს ვარიანტიც უნდა მოვსინჯოთ“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა მდივანმა ნიკოლა ძინგარეტიმ, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა და […]
ცენტრალურ აფრიკაში ხანძარია, რომელიც ამაზონის ხანძარს აღემატება
ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება. როგორც „ნასას“ რუკები აჩვენებს, ხანძრებს ამაზონის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ებრძვიან, ყველაზე მასშტაბური ხანძრები კი სწორედ აფრიკის რეგიონშია. კერძოდ, ბოლო ორი კვირაა რაც ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში. „ბიბისის“ ცნობით, ამ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 6 902 ხანძრის კერაა, მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ […]
კასპიის ზღვაში 3.6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძრები გახდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს. გასულ უქმეებზე 700 მეხანძრე ცდილობდა ქვეყანაში არაერთი ხანძრის კერის ლოკალიზებას. ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი სწორედ კუნძული სამოსია, სადაც ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარიანი ამინდი უშლის. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ხანძრების […]
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლებს შორის მძაფრი კონკურენციაა
სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგის, პრინცი უილიამის მეუღლესთან მუდმივი შედარებებით დაიღალა.მეგან მარკლი განიცდის იმას, რომ მას მუდმივად ადარებენ ქეით მიდლტონს, რომელმაც მეტისმეტად მაღლა აწია თამასა. მეგანმა ერთხელ ირონიულად აღნიშნა კიდეც, რომ ბრიტანულ საზოგადოებას ის სწორედ ამისთვის სჭირდება. როგორც სამფეო კართან დაახლოებული წყარო ამბობს, ქეითის მიერ დაწესებული მეტისმეტად მაღალი სტანდარტი მეგანისთვის დამთრგუნველია. ქეით მიდლტონი […]










