იტალიაში მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია შექმნა ორმა პარტიამ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული. ამ გადაწყვეტილებამდე ისინი რამდენიმედღიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ მივიდნენ. „მიგვაჩნია, რომ ეს ვარიანტიც უნდა მოვსინჯოთ“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა მდივანმა ნიკოლა ძინგარეტიმ, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა და […]
კატეგორია: მსოფლიო
ცენტრალურ აფრიკაში ხანძარია, რომელიც ამაზონის ხანძარს აღემატება
ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება. როგორც „ნასას“ რუკები აჩვენებს, ხანძრებს ამაზონის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ებრძვიან, ყველაზე მასშტაბური ხანძრები კი სწორედ აფრიკის რეგიონშია. კერძოდ, ბოლო ორი კვირაა რაც ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში. „ბიბისის“ ცნობით, ამ ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 6 902 ხანძრის კერაა, მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ […]
კასპიის ზღვაში 3.6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძრები გახდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს. გასულ უქმეებზე 700 მეხანძრე ცდილობდა ქვეყანაში არაერთი ხანძრის კერის ლოკალიზებას. ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი სწორედ კუნძული სამოსია, სადაც ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარიანი ამინდი უშლის. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ხანძრების […]
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლებს შორის მძაფრი კონკურენციაა
სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგის, პრინცი უილიამის მეუღლესთან მუდმივი შედარებებით დაიღალა.მეგან მარკლი განიცდის იმას, რომ მას მუდმივად ადარებენ ქეით მიდლტონს, რომელმაც მეტისმეტად მაღლა აწია თამასა. მეგანმა ერთხელ ირონიულად აღნიშნა კიდეც, რომ ბრიტანულ საზოგადოებას ის სწორედ ამისთვის სჭირდება. როგორც სამფეო კართან დაახლოებული წყარო ამბობს, ქეითის მიერ დაწესებული მეტისმეტად მაღალი სტანდარტი მეგანისთვის დამთრგუნველია. ქეით მიდლტონი […]
აფეთქება სევეროდვინსკთან – სამხედროებმა ექიმებს რადიაციის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს
სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე, 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ადამიანი არხანგელსკის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი არ გააფრთხილეს, რომ მათი პაციენტები რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ანონიმურად არხანგელსკის საავადმყოფოს თანაშრომლებმა განუცხადეს. მათივე ცნობით, სულ დასხივებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა დაახლოებით 90 ადამიანს, მათ შორის ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და სხვა პაციენტებს, […]
ხანძარს ამაზონის ტყეებში ბრაზილია ვერ ჩააქრობს
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის. ბოლსონარუმ ეს განცხადება ვიდეომიმართვის სახით „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამჟამად ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს. ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ტყებში ხანძრის ფართობი 82 პროცენტით […]
რუსეთში რადიაციის მონიტორინგის რამდენიმე სადგურმა მონაცემების გასაჯაროება შეაჩერა
არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან 8 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ადგილას განთავსებულმა სადგურებმა, რომლებიც რადიაციული ფონის მონიტორინგს ეწევიან, მონაცემების გამოქვეყნება თანმიმდევრულად შეწყვიტეს ან შეაფერხეს. 13 აგვისტოს გამოირთო სადგურები ბილიბინოსა და ზალესოვოში, მოგვიანებით ბილიბინოს და პელედუეს (იაკუტია) სადგურებმა მონაცემების გამოქვეყნება განაახლეს. მონაცემების გამოქვეყნება ინციდენტიდან ორ დღეში შეწყვიტეს კიროვის და დუბნას (მოსკოვის შემოგარენი) სადგურებმა. 20 აგვისტოს […]
რუსეთში 16 წლის წარჩინებულმა მოსწავლემ ოჯახის 5 წევრი დახოცა და მერე თავი მოიკლა
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. თავდაპირველად მან დედა, ძმა, და, შემდეგ კი, ბებია და ბაბუა მოკლა, რომლებიც „მას ძალიან უყვარდა და არ უნდოდა, გული დაწყვეტოდათ ქალიშვილისა და […]
ხანძარი ოდესის სასტუმრო ტოკიო სტარში – 8 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა
ხანძარს ოდესის სასტუმროში 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით სასტუმრო ”ტოკიო სტარის” სამრეცხაო ოთახში გაჩნდა. დაღუპულთა გარდა, დაშავდა 10 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციას სამაშველო ჯგუფმა 3 საათი მოანდომა. ამ პერიოდში შენობიდან 130-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.










