სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე, 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ადამიანი არხანგელსკის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი არ გააფრთხილეს, რომ მათი პაციენტები რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ანონიმურად არხანგელსკის საავადმყოფოს თანაშრომლებმა განუცხადეს. მათივე ცნობით, სულ დასხივებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა დაახლოებით 90 ადამიანს, მათ შორის ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და სხვა პაციენტებს, […]
კატეგორია: მსოფლიო
ხანძარს ამაზონის ტყეებში ბრაზილია ვერ ჩააქრობს
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის. ბოლსონარუმ ეს განცხადება ვიდეომიმართვის სახით „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამჟამად ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს. ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ტყებში ხანძრის ფართობი 82 პროცენტით […]
რუსეთში რადიაციის მონიტორინგის რამდენიმე სადგურმა მონაცემების გასაჯაროება შეაჩერა
არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან 8 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ადგილას განთავსებულმა სადგურებმა, რომლებიც რადიაციული ფონის მონიტორინგს ეწევიან, მონაცემების გამოქვეყნება თანმიმდევრულად შეწყვიტეს ან შეაფერხეს. 13 აგვისტოს გამოირთო სადგურები ბილიბინოსა და ზალესოვოში, მოგვიანებით ბილიბინოს და პელედუეს (იაკუტია) სადგურებმა მონაცემების გამოქვეყნება განაახლეს. მონაცემების გამოქვეყნება ინციდენტიდან ორ დღეში შეწყვიტეს კიროვის და დუბნას (მოსკოვის შემოგარენი) სადგურებმა. 20 აგვისტოს […]
რუსეთში 16 წლის წარჩინებულმა მოსწავლემ ოჯახის 5 წევრი დახოცა და მერე თავი მოიკლა
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. თავდაპირველად მან დედა, ძმა, და, შემდეგ კი, ბებია და ბაბუა მოკლა, რომლებიც „მას ძალიან უყვარდა და არ უნდოდა, გული დაწყვეტოდათ ქალიშვილისა და […]
ხანძარი ოდესის სასტუმრო ტოკიო სტარში – 8 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა
ხანძარს ოდესის სასტუმროში 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით სასტუმრო ”ტოკიო სტარის” სამრეცხაო ოთახში გაჩნდა. დაღუპულთა გარდა, დაშავდა 10 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციას სამაშველო ჯგუფმა 3 საათი მოანდომა. ამ პერიოდში შენობიდან 130-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელმა ამერიკელი კონგრესმენი მუსლიმი ქალები ქვეყანაში არ შეუშვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ დემოკრატ კონგრესმენებს – რაშიდა თლაიბსა და ილჰან ომარს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების უფლება არ მისცა. „სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას მოუწოდა, თლაიბი და ომარი ისრაელში არ შეეშვა. დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „უდიდესი სისუსტის მაჩვენებელი იქნება, თუ ისრაელი ომარსა და […]
კრემლში ავიაბომბი აღმოაჩინეს
მოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის კომენდანტმა სერგეი ხლებნიკოვმა განუცხადა. მისი თქმით, ბომბი აუფეთქებელი იყო და მიწის დიდი ფენით იყო დაფარული. ის ე.წ. ყინულოვან მარანში აღმოაჩინეს, როდესაც ჰიდროიზოლაციისთვის მშენებლებმა გრუნტი გაჭრეს. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში იმყოფებოდა, რომლის სამუშაო გრაფიკზე ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია. საბრძოლო […]
მოსკოვი-სიმფეროპოლის ბორტი სიმინდის ყანაში ავარიულად დაჯდა – 23 ადამიანი დაშავდა
მოსკოვთან, ჟუკოვსკში, „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი აირბუსი A321, რომელიც სიმფეროპოლისკენ მიფრინავდა, სიმინდის ყანაში ავარიულად დაეშვა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 234 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიული დაშვებისას 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2-დან 9 წლამდე ასაკის 9 ბავშვია. 4 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნების მიზეზი თვითმფრინავის ორივე ძრავში ფრინველების მოხვედრა გახდა, რამაც ცეცხლი გააჩინა. ეკიპაჟმა თვითმფრინავის მინდორში, აეროპორტის […]
Известия – რუსეთთან ავიამიმოსვლა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება
რუსეთი საქართველოსთაბ ავიამიმოსვლის განახლებას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს. ამის შესახებ Известия წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც დიმპლომატიური წრიდან არის. მისი თქმით საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ პრასქტიკულად იგნორირება მოახდინა რუსეთის მოთხოვნა, რომ რუსი მოგზაურების უსაფრთოება უზრუნველეყო და არც ანტირუსული განწყობები არ გაუნელებია. „ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელი არაა იმისთვის, რომ რუსი ტურისტები იქ იყვნენ. რუსეთმა ფრენების აღდგენის პირობა […]
რუსეთში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა – რუსი ფიზიკოსების განცხადება
რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა. „რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის – რუსეთის ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ (РФЯЦ-ВНИИЭФ) ოფიციალური განცხადება 11 აგვისტოს ქალაქ საროვის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა და ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც გაშუქდა. ფიზიკოსების თქმით, მეცნიერ-მკვლევრების დაღუპვის მიზეზი მცირეგაბარიტიანი ბირთვული რეაქტორის აფეთქება გახდა. ამის შესახებ РФЯЦ-ВНИИЭФ-ის დირექტორმა […]










