კატეგორია: მსოფლიო

პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეს იძიებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, შესაძლოა, ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი იყოს ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. გამოცემისვე ინფორმაციით, საქმე 2018 წელს მალდივის კუნძულებზე საშობაო არდადეგების გატარებას ეხება. პოროშენკოსთან ერთად კერძო თვითმფრინავით კიდევ შვიდმა პირმა იმოგზაურა. გამოძიების ბიუროს ეჭვი აქვს, რომ ამ ადამიანებმა საზღვარი ყალბი დოკუმენტებით […]

მესამე სროლა აშშ-ში – ჩიკაგოში მანქანიდან 7 ადამიანი დაჭრეს

აშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოში მოქალაქეებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. დაჭრილია 7 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ოჰაიოს შტატში, დეიტონში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. მანამდე, 3 აგვისტოს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში […]

ფუკუშიმას ატომურ სადგურთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – სადგური არ დაზიანებულა

იაპონიაში, ფუკუშიმას რეგიონში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იგრძნობოდა მიაგის რეგიონსა და ცენტრალურ ტოკიოშიც. შემთხვევის შედეგად დროებით შეჩერდა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობა. ადგილზე განლაგებული ატომური ელექტროსადგურები არ დაზიანებულა. სპეციალისტების ინფორმაციით, ფუკუშიმას სანაპიროებზე ცუნამის არ ელოდებიან. 2011 წელს ფუკუშიმაში 9-მაგნიტუდიანი მიწისძვრა და ცუნამი იყო, რამაც ატომური ელექტროსადგურები დააზიანა და სტიქიამ 18.000-ზე მეტი […]

სროლა ოჰაიოში – მოკლულია 10 ადამიანი

აშშ-ს ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. დაღუპულია მსროლელიც, რომელმაც მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. შემთხვევის ადგილი ბლოკირებულია. იპნ

ტეხასის შტატის სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს, 26 დაჭრეს – დააკავეს 21 წლის პატრიკ კრუსიუსი

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი პატრიკ კრუსიუსი. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ შედის სავაჭრო ცენტრში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ყურსასმენები უკეთია. ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე. სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, […]

მოსკოვის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 380 პირი დააკავა

მოსკოვში პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მერიის მიერ დემონსტრაციის ჩატარებაზე უარის მიღების  შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვში ცენტრში შეკრება და სახალხო სეირნობა დააანონსეს. მოძრაობა „სამართლიანი არჩევნების“ მთავარი მოთხოვნა 27 ივლისის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და იმ პოლიციელების დასჯააა, ვინც გასულ კვირას მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. პუტინის რეჟიმმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აქცია არასანქცირებულია და კანონდამრღვევებს დაკავებებით წინასწარ დაემუქრა. რუსეთის შინაგან საქმეთა […]

ინდონეზიაში მიწისძვრა მოხდა და ცუნამის განგაში გამოცხადდა

ინდონეზიაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. ამის  მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახდა, რომელიც იავასა და სუმატრას სანაპიროებთან ახლოს მოხდა. ბიძგები 7 მაგნიტუდის სიძლიერის იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროების გამო, მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდეს. ხელისუფლებამ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ მიწისძვრის გამო ტალღების სიმაღლე სამ მეტრს მიაღწევს. სტიქიის ეპიცენტრი ლამპუნგის პროვინციიდან 220 კილომეტრის დაშორებით, 53 […]

კუნძულ კრეტაზე მიწისძვრა მოხდა

ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, კუნძულ კრეტას ნაპირთან ახლოს მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდაც 5,0 იყო. ეპიცენტრი ქალაქ ირაკლიონიდან დასავლეთით 16 კილომეტრზე და 80 კილომეტრის სიღრმეზე იყო. დაზარალებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არის.

დიდი შეტაკება ბრაზილიის ციხეში – 57 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, პარას შტატში, მუნიციპალიტეტ ალტამირას ციხეში ამბოხება მოხდა. პატიმრებმა ციხის ნაწილი დაიკავეს, ამბოხების შემდეგად 57 ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად მათ ორი ზედამხედველი აიყვანეს მძევლად, თუმცა შემდეგ ისინი გაუშვეს. უწესრიგობა დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. შეტაკება ნარკოტიკებით მოვაჭრე ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. პატიმრების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხუთავი აირით დაიხრჩო. იპნ

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში საცდელი ფრენისას სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შემთხვევა საგარნიზონო ქალაქ რავალპინდიში მოხდა. „შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, სრულად განადგურდა“, – განაცხადა ოფიციალურმა სამხედრო პირმა შემთხვევის ადგილზე. ქალაქი რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, სადაც პაკისტანის არმიის შტაბია განთავსებული. იპნ