კატეგორია: მსოფლიო

გრიგორი კარასინს ხსნიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ასაკის გამო თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილია მისი გადასვლა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში. ის ფედერაციის საბჭოში სახალინის წარმომადგენელი იქნება. ეს ინფორმაცია გრიგორი კარასინმა ორიოდე კვირის წინ თავადაც დაადასტურა. მას 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნის უფლება აღარ აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის კურირებდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან […]

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის კერა 375,8 კილომეტრის სიღრმეზე, ეპიცენტრი კი ქალაქ სინგუდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 144 კილომეტრში მდებარეობდა. შესაძლო ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე, 550 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე, 550-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიცია იმ ოფისში შევიდა, საიდანაც მიტინგის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. ტრასლაცია ალექსეი ნავალნის არხზე „ნავალნი ლაივი“ ოპოზიციონერ ვლადიმირ მილოვს მიყავდა, რომელიც პოლიციამ დააკავა. აქციის დაწყებამდე დაკავებული ოპოზიციონერი კანდიდატი იულია გალიამინა სასამართლოშია გადაყვანილი. მას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში მოწოდებისთვის“ მუხლით ასამართლებენ. მიტინგზე პოლიციამ ხალხი მცირე ჯგუფებად დაშალა და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტა. პოლიცია […]

მოსკოვში ტელეარხ დოჟდში პოლიცია შევიდა – წამყვანი დააკავეს

რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ დოჟდში პოლიცია შევიდა. შენობაში მიმდინარე პროცესებს არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს უწყება გადასცეს და მოსკოვში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს. არხის ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი ამ მეთოდით ტელეკომპანიას მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის აქციის გაშუქებისთვის სჯის. ტელეკომპანია დოჟდში შესვლამდე პოლიცია ალექსეი ნავალნის სტუდიაშიც შევიდა, პირდაპირი ეთერი […]

2 მიწისძვრა ფილიპინებში – 8 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,4 და 5,9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბატანესის პროვინციაში იყო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიპინების ოფისმა სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა ფოტოები, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზიანებული და დანგრეული სახლები ჩანს. […]

ჩრდილოეთ კორეაში რუსული გემი დააკავეს – მეზღვაურები კაიუტებში ჩაკეტეს

ჩრდილოეთ კორეელმა მესაზღვრებმა იაპონიის ზღვაში რუსული თევსაჭერი გემი „სიანხაილინ-8“ დააკავეს, რომლის ბორტზეც 17 ადამიანი იმყოფება. ფხენიანში მდებარე რუსეთის საელჩიოს განცხადებით, სიტუაციის დასარეგულირებლად ზომების მიღება მიმდინარეობს. ინციდენტი 16-17 ივლისის ღამეს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლო 23 ივლისს გახდა. გემი ნაპირიდან 53 მილში დააკავეს და ის ბუქსირით ვონსანის პორტში წაიყვანეს. ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით გემმა […]

რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა კონსტანტინ ბოროვოიმ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან ეს გადაწყვეტილება იმ მუდმივი თვალთვალის გამომიიღო, რომელიც მასზე იყო დაწესებული რუსეთში. მან თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ მას მუდმივად დაჰყვებოდა ავტომანქანა. მაშინ მან სთხოვა უსაფრთხოების თანამშრომლებს, შეემოწმებინათ ინფორმაცია შესაძლო თვალთვალის შესახებ და მათ ეს დაუდასტურეს. ამის გამო 2014 წლის დეკემბერში ბოროვოი ლოს ანჯელესში დასახლდა. […]

რუსეთში ლგბტ აქტივისტი მოკლეს

რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტი მოკლეს. თავდასხმა სანქტ-პეტერბურგში მოხდა. ელენა გრიგორიევას ცხედარი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს. 40 წლის გრიგორიევა საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა და დემოკრატიული, ომის საწინააღმდეგო და ლგბტ მოძრაობების აქტივისტი იყო. უფლებადამცველების განცხადებით, ელენა გრიგორიევა ბოლო პერიოდშიარაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი და მოკვლითაც ემუქრებოდნენ. სავარაუდო ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ცნობილია, რომ მას სერიოზული ფინანსური […]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა. „დავიწყებ ჩემი ოპონენტისთვის, ჯერემისთვის მადლობის გადახდით. ის ნამდვილად ძლიერი კანდიდატი იყო, იგი ძლიერი ლიდერი და უდიდესი პოლიტიკოსია, ასევე მადლობა ტერეზა მეის, პარტიაში და ამ […]

სააკაშვილის პარტიამ უკრაინის არჩევნებში 1%-ც ვერ მიიღო

ეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა გაერთიანებამ“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 1%-იც ვერ მიიღო. კერძოდ, ТСН-ის ეგზიტპოლის მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0,5% მიიღო, ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით კი – 0,4%. არჩევნებში სოლიდური უპირატესობით პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა.