კატეგორია: მსოფლიო

შერემეტიევოში ცეცხლმოდებულ თვითმფრინავში 41 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დამჯდარი თვითმფრინავი იწვის

შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავის დაწვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 41 ადამიანი. გადარჩა 37 ადამიანი. მათ შორის 33 მგზავრი და 4 პილოტი. მათგან 5 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, […]

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში 13 ადამიანი დაიღუპა – ტრაგედიის ახალი დეტალები

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში 13 ადამიანი დაიღუპა - ტრაგედიის ახალი დეტალები

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შერემეტიევოში თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომის დროს 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო ტასი ავრცელებს ექიმებზე დაყრდნობით. სააგენტო ამბობს, რომ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები ბორტის დამწვარ ნაწილში. დღეს თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, […]

შერემეტიევოში ხალხი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ტრაპებიდან ხტებოდა – 26 ადამიანი დაშავდა

შერემეტიევოში ხალხი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ტრაპებიდან ხტებოდა - 26 ადამიანი დაშავდა

შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავის დაწვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა. გასაბერი ტრაპების მეშვეობით 73 მგზავრის და […]

შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დამჯდარი თვითმფრინავი იწვის

შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დამჯდარი თვითმფრინავი იწვის

სამგზავრო თვითმფრინავი SSJ-100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, ავარიულად დაჯდა შერემეტიევოს აეროპორტში. მას ცეცხლი წაეკიდა. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ბორტმა უკან დაბრუნება და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის მიზეზი თვითმფრინავის სალონში გაჩენილი ხანძარი გახდა.

აშშ-ში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა

აშშ-ში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა

ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. ბოინგ 737 ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს ცდილობდა დაშვებას, როდესაც ინციდენტი მოხდა. ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ისინი, ძირითადად, ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივ საავადმყოფოში 21 დაშავებული გადაიყვანეს. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია […]

ტრამპი კუბელ სამხედროებს დაემუქრა – “სასწრაფოდ წადით ვენესუელიდან”

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. ის კუბელი სამხედროების ჩარევას შეეხო ვენესუელის საქმეებში. “თუ კუბელი სამხედროები სასწრაფოდ არ შეწყვეტენ სამხედრო მოქმედებებს ვენესუელის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, მაშინ გამოვიყენებთ სრულ ემბარგოს და უმკაცრეს სანქციებს კუბის წინააღმდეგ. იმედია, ყველა კუბელი სამხედრო სწრაფად და მშვიდობიანად დაბრუნდება თავის სამშობლოში” – დაწერა 1 საათის წინ ტრამპმა ტვიტერში.

ვენესუელა – გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო

ვენესუელა - გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო

ვენესუელა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ხუან გუაიდო მომხრეებთან ერთად კარაკასთან მდებარე სამხედრო ბაზასთან იმყოფება, სადაც უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. სამხედროებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველთა განცხადებით, მათ სროლის ხმაც გაიგეს. გუაიდოს გვერდით იმყოფება 70-მდე სამხედრო და გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, […]

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალა

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევნო კომისიების 270 წევრი გარდაიცვალა

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან საარჩევო კომისიის 270 წევრი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. ბრიტანული მედია ოფიციალური პირების განცხადებებს ეყრდნობა და წერს, რომ თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ხელით ითვლიდნენ საარჩევნო ბიულეტენებს, რამაც მათი გადაღლა გამოიწვია. გენერალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, 1,878 ადამიანი ავად გახდა. 17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის […]

ზელენსკი პუტინს – “არ გირჩევდით უკრაინელების ცდუნებას რუსული პასპორტებით”

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა. „არ ვურჩევდი რუსეთის ხელისუფლებას რუსული პასპორტებით, უკრაინის მოქალაქეების ცდუნებაში დროის დახარჯვას“, – დაწერა ზელენსკიმ. ეს იყო პასუხი პუტინის სიტყვებზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება გაამარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი უკრაინელებისთვის. იმედინიუსი

კიმ ჩენ ინი რუსეთიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა

კიმ ჩენ ინი რუსეთიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკიდან დაგეგმილზე 7 საათით ადრე გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზების გამო 26 აპრილს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის საბრძოლო დიდების მემორიალთან მისვლა, ბალტზე დასრება და ოკეანარიუმში ვიზიტი. ვლადიმირ პუტინისა და კორეის ლიდერის შეხვედრა გუშინ, 25 აპრილს გაიმართა. იგი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ დიალოგი შინაარსიანი […]