ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც 3 დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ BBC წერს. ქვეყანაში მცხოვრები 96 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 59,5 მილიონ ადამიანს აქვს. ქვეყნაში 376 საარჩევნო კომიტეტი და დაახლოებით 17 000 ადგილობრივი კომისია იმუშავებს. ხმის მიცემის პროცესს კი 63 ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან. პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ქვეყნის მოქმედი ლიდერი აბდელ ფატაჰ ალ-სისია. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
ხანძარი კემეროვოში – დაღუპულია 48 ადამიანი
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС იუწყება. ოპერატიულ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ კიდევ 16 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს და დაკითხეს. ინტერპრესნიუსი
მედია: რომში ტერორისტული აქტია მოსალოდნელი
იტალიის საელჩომ ტუნისში მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც ტერორისტული თავდასხმის შესახებ წერია. მათ შორის ლაპარაკია, რომ იტალიის დედაქალაქ რომზე თავდასხმა მზადდება. ამის შესახებ TGcom24-ი წერს. ტექსტის მიხედვით ლაპარაკია, ვინმე აფეტა მეტლუტიზე, რომელიც რომის ცენტრში ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებს. შესაძლო სამიზნებს შორისაა მეტრო, ბარები, სავაჭრო ცენტრები, ასევე სხვადასხვა ტურისტული ადგილები. აღსანიშნავია, რომ მეტლუტი სამართალდამცავებისთვის ნაცნობია. ის ადრე ნარკოტიკული საშუალებების […]
ტერაქტი ეგვიპტეში – ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა აფეთქდა
თავდასხმა ეგვიპტეში – ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის კორტეჟი გამოჩნდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია. კიდევ 4 სამართალდამცველი სხვადსხვა ტრავმით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მაღალჩინოსანი უვნებელი გადარჩა. მისი თქმით, აფეთქების ორგანიზატორების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების […]
ფრანგი პოლიციელი, რომელმაც მძევლებში საკუთარი თავი გაცვალა, დაიღუპა
ფრანგი ოფიცერი არნო ბელტრამი, რომელმაც მძევლებში საკუთარი თავი გაცვალა, დაიღუპა. ამის შესახებ BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 45 წლის წლის პოლიციის ოფიცერი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირად შერაცხა. საფრანგეთის ქალაქ ტრებესში, სუპერმარკეტ Super U-ზე თავდასხმამ ბოლო მონაცემებით სამი ადამიანი იმსხვერპლა. თავდამსხმელის, 25 წლის მაროკოელი რიდუენ ლაკადემის ლიკვიდაცია პოლიციამ შემთხვევის ადგილზე შეძლო. ის თავს ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” […]
The Times – აშშ და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება, – წერს გაზეთი The Times. გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ წუხელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციით მიმართა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში სკრიპალებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. გაზეთი წერს, რომ წუხელ ოთხსაათიანი მოლაპარაკებების […]
საფრანგეთში მოკლეს შეიარაღებული პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა სუპერმარკეტში
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლომბის განცხადებით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული პირი, რომელმაც ქალაქ ტრების სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა მას შემდეგ, რაც მოკლა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ტრები მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში, ტულუზის სამხრეთ-დასავლეთით 100-მდე კილომეტრში. ოფიციალური ინფორმაციით, 23 მარტის თავდასხმისას შეიარაღებულმა პირმა ასევე დაჭრა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა ინციდენტი სავარაუდო „ტერორისტულ აქტად“ მოიხსენია. […]
ტრამპი აშშ-დან რუს დიპლომატებს აძევებს?
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ქვეყნიდან რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევოს. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ ტრამპს შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციით მიმართა. ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვაზე ვაშინგტონის პასუხი უნდა გახდეს. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭო მოსკოვის წინააღმდეგ რამდენიმე ზომის მიღებას განიხილავს, დიპლომატების გაძევება კი […]
“დიანა ბერიძეს ოპერაცია მთვრალმა ქირურგმა სიბნელესა და მტვერში გაუკეთა” – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმის კოლეგამ ჩვენება მისცა
საბერძნეთში გრძელდება 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის, მკვლელობის საქმის განხილვა. მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმის კოლეგამ თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ზხეთი ჩვენება მისცა: – სკლეროთერაპიას არ სჭირდება ანესთეზია. ჩვენ, როგორც ქირურგები, არ ვაკეთებთ ანესთეზიას, ამისთვის ანესთეზიოლოგები არსებობენ. პაციენტს რომ ჩემთვის ანესთეზიის გაკეთება ეთხოვა, ჩემგან უარს მიიღებდა. შეცდომაა ოპერაციის გაკეთება ნასვამ მდგომარეობაში, ვხედავთ, როგორ მთავრდება ეს. […]
საფრანგეთში ტერორისტმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა – დაიღუპა 2 ადამიანი – ტერორისტი სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვს
სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ტრებში, სუპერმარკეტ Super U-ში შეიარაღებულმა პირმა მძევლად რამდენიმე ადამიანი აიყვანა. მძევლების აყვანის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის ადგილთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტია. შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლების აყვანა ტერაქტზე მიუთითებს. – – მძევლების აყვანის გარემოებები იმაზე მიგვითითებს, რომ საუბარია […]










