კატეგორია: მსოფლიო

სტამბოლში აშშ-ს საელჩოსთან ისრაელის დროშა დაწვეს

სტამბოლში აშშ-ს საელჩოსთან ისრაელის დროშა დაწვეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო. სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის […]

“ეს ისტორიული დღეა” – ნეთანიაჰუმ ტრამპს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა უთხრა

"ეს ისტორიული დღეა" - ნეთანიაჰუმ ტრამპს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა უთხრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გამოეხმაურა. – ეს ისტორიული დღეა. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს […]

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც საგანგებო განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. – მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე. – იერუსალიმი […]

ტერეზა მეის აფეთქებას და დანებით აჩეხვას უპირებდნენ

ტერეზა მეის აფეთქებას და დანებით აჩეხვას უპირებდნენ

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ქვეყნის პრემიერზე ტერეზა მეიზე თავდასხმას გეგმავდნენ. როგორც The Independent-ი იტყობინება, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ცნობით, ისინი მეის ოფისთან ჩანთით ბომბის მიტანას, შემდეგ დანებით თავდასხმას აპირებდნენ. მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილები ლონდონში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

ჟირინოვსკი – ხელები შორს მიშიკოსგან!

ჟირინოვსკი - ხელები შორს მიშიკოსგან!

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ ისინი ნამდვილი დემოკრატები არიან. ამის შესახებ „ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება თავის თავს არცხვენს მიხეილ სააკაშვილის დევნით. – როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა, რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ, – […]

გერმანიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ – დაშავდა 50 ადამიანი

გერმანიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ - დაშავდა 50 ადამიანი

გერმანიის ქალაქ მერბუშში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. შემთხვევა დუსელდორფთან ახლოს მოხდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. იმედინიუსი

სააკაშვილი რადასთან მივიდა – პოლიცია მობილიზებულია

სააკაშვილი რადასთან მივიდა - პოლიცია მობილიზებულია

უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის პარლამენტის შენობასთან იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადგილზე შეკრებილ მრავალათასიან მხარდამჭერებს უკრაინულ ენაზე მიმართავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე პარლამენტში გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უნდა გამოვიდეს. ნიუპოსტი

იულია ტიმოშენკომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი უწოდა

იულია ტიმოშენკომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი უწოდა

უკრაინული პარტია “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი უწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაგმო და პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება ტერორში დაადანაშაულა. “მაშინაც კი, თუ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვართ, არავის აქვს უფლება თავისუფალი რევოლუციის შემდეგ, უკრაინის ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს […]

მიხეილ სააკაშვილი რადასკენ დაიძრა – ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი რადასკენ დაიძრა - ვიდეო

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რადას შენობისკენ დაიძრა. მასთან ერთად, მისი რამდენიმე ათასი მხარდამჭერი იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი მედიაწერს. სააკაშვილი, რადასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. “გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევ. არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არც საქართველოში,”- განაცხადა სააკაშვილმა. მანამდე მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდანდაიხსნეს.  ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე […]

სააკაშვილის დაკავება შესაძლოა კახა ბენდუქიძის ცენტრს უკავშირდებოდეს

სააკაშვილის დაკავება შესაძლოა კახა ბენდუქიძის ცენტრს უკავშირდებოდეს

კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მუხლით წარუდგინეს სააკაშვილს ბრალდება, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებული საქმე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სოციალურ ქსელში წერდა: „ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ვლადიმირ ფედორინი და რომლის თანადამფუძნებელიც ვარ მე, გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ჯაშუშობის მუხლით, უცხო ქვეყნის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემის […]