რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ტერორისტული ორგანიზაცია “ხიზბ უტ-ტახრირ ალ-ისლამის” ადგილობრივი ქალთა დაჯგუფების მეთაური. ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება ქალს ტერორისტული დაჯგუფების შექმნა და მისი მეთაურობა ედება ბრალად. ოქტომბერში თათრეთის რესპუბლიკაში რუსმა სამართალდამცველებმა ამავე ორგანიზაციის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდასა და მოხალისეების ჩაწერას ეწეოდნენ. ისლამური განთავისუფლების […]
კატეგორია: მსოფლიო
მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს. ამის შესახებ BBC-ი წერს. საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც გერმანიაში სამთავრობო კრიზისი შეიქმნა, რადგან არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა. მანამდე სოციალ-დემოკრატებმა მერკელის პარტიასთან მოლაპარაკების წარმოებაზე უარი თქვეს. მოლაპარაკების და მორიგების შემთხვევაში ამ ბლოკს მანდატების 56% ექნება. კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კოალიციური […]
რუსეთის ერთერთ უმდიდრეს ადამიანს, დუმის დეპუტატს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელის
რუს მილიარდერს, რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრს, სულეიმან კერიმოვს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელის.კერიმოვი საფრანგეთის პოლიციამ ნიცას აეროპორტშ ორშაბათშ დააკავა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა. დღეს კი სასამართლომ მას ოფიციალურად წაუყენა გადასახადების დამალვისა და ფულის გათეთრების ბრალდება. კერიმოვთან ერთად კიდევ 4 ადამიანია დაპატიმრებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც პარლამენტის წევრს, კერიმოვს დიპლომატიური იმუნიტეტი […]
უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
უკრაინელმა დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა. შემთხვევა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის“ ჩაწერის დროს მოხდა. იგორ მოსიჩუკმა ჰკითხა სააკაშვილს, უჭერს თუ არა ის მხარს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „უკრაინას უჭერს მხარს“. „ბანდერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, პირველ რიგში ის კორუფციონერებს […]
საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს აწამებენ – დაკავებულთა საბანკო ანგარიშებიდან 194 მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოხდა
საუდის არაბეთში დაკავებული სახელმწიფო ელიტი წარმომადგენლებს, მათ შორის პრინცებს, დაკითხვის დროს აწამებენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. „მათ სცემენ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ,“- განაცხადა წყარომ, რომლის ცნობითაც წამებაში ამერიკული დაცვის სამსახური Academi მონაწილეობას, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის შემცვლელია. Academi-ის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. გაზეთის მტკიცებით, დაკითხვებში შესაძლოა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ […]
ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტზე ფიცს 24 ნოემბერს დადებს
ზიმბაბვეს ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ფიცს 24 ნოემბერს დადებს. ამის შესახებ ქვეყნის ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცია იუწყება. მისი ინფორმაციით, მნანგაგვა ზიმბაბვეში დღეს ჩაფრინდება. რობერტ მუგაბემ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 37 წლის მანძილზე იკავებდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. იმედინიუსი
რუსული ტანკები უკრაინაში შევიდნენ – პოროშენკომ სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია
ლუგანსკის ოლქში სიტუაციის გამწვავების გამო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სამხედრო კაბინეტის საგანგენო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს მიმდინარე პროხცესების შესახებ ანგატიში წარუდგინეს. მთავარი საკითხი რუსული ტანკების მიერ ლუგანსკის ოლქის კრასნოდონსკის რაიონში, უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ბოევიკების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციები იყო. – რუსი […]
საფრანგეთში რუსი მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს
ნიცაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი და მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს. საფრანგეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, კერიმოვი აეროპორტში ჯერ კიდევ 20 ნოემბრის საღამოს დააკავეს, საიდანაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო RIA. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, როგორც პარლამენტის ზედა პალატის წევრს, კერიმოვს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დევნისგან იმუნიტეტი იცავს. თუმცა როგორც ცნობილია, ბიზნესმენი საფრანგეთში პირად საქმეებზე იმყოფებოდა და არა საქმიანი ვიზიტით. […]
საფრანგეთში 46 წლის ქართველი მძღოლი 30 წლის ქართველის მკვლელობის გამო დააკავეს
საფრანგეთში თანამემამულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბულონ-სულ-მერში მოხდა. ადგოლობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 46 წლის ქართველი მძღოლია, რომელსაც ბრალად 30 წლის თანამემამულის მკვლელობა ედება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გამოძიების ცნობით, მკველელობა პორტის ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა, ქუჩაში იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, როგორც მედიასაშუალბების ნაწილი […]
ზიმბაბვეს პარლამენტმა რობერტ მუგაბე გადააყენა – ”მას 24 საათი აქვს”
ზიმბაბვეს მმართველი პარტიის ZANU-PF ცნობით, ზიმბაბვეს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. – მას აქვს 24 საათი, რათა გადადგეს და უფლებამოსილება მოიხსნას, – აცხადებენ მმართველ პარტიაში. ZANU-PF-მ (ზიმბაბვეს აფრიკული ნაციონალური კავშირი – პატრიოტული ფრონტი) რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა საკუთარი ნებით გადადგომის თაობაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რობერტ […]










