რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ტელეკომპანია СNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მხარს უჭერს. „მე ვფიქრობ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საერთაშორისო ურთიერთობების გაუარესებაზე. ჩვენმა ქვეყნამ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, რომლის მიხედვითაც ყირიმი უკრაინას ეკუთვნის,“- განაცხადა სობჩაკმა. ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ს სანქციების დაწესებისას უნდა გაეცალკევებინა რუსეთის ხელისუფლება და რიგითი მოქალაქეები. „მე ამ სანქციებს მხარს […]
კატეგორია: მსოფლიო
ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა
ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, კიდევ 18 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მანამდე ინფორმაცია 69 მსხვერპლის და 30 დაკარგულის შესახებ გავრცელდა. ტაიფუნი “დამრი” ვიეტნამს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ასობით სახლი დაიტბორა. იმედინიუსი
ჯული ბრისკმანი, რომელმაც ტრამპს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს – ”ჩემმა თითმა თქვა ის, რასაც ვგრძნობდი”
ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოქტომბერში დონალდ ტრამპის კორტეჟს ველოსიპედით მიმავალმა ჯული ბრისკმანმა შუა თითი უჩვენა. დონალდ ტრამპი გოლფის კომპლექსიდან თეთრ სახლში ბრუნდებოდა. ჯული ბრისკმანის თქმით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ის სამსახურიდან დაითხოვეს. მან აღნიშნა, რომ სამსახურის სოციალური პოლიტიკა დაარღვია, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. – ჩემმა თითმა თქვა ის, რასაც […]
ქაბულის ტელევიზიაში ტერორისტები შეიჭრნენ
ქაბულში ტელეკომპანია Shamshad TV-ს შენობას თავს დაესხნენ. შენობიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები. თვითმხილველმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ აცნობა, რომ დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თვითმხილველმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო. მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული მებრძოლი ტელეკომპანიის შენობაში ქაბულის დროით 10:45 საათზე შევიდა. თავდასხმის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. პირველი
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთის დასავლეთში მაგნიტუდით 4,4 მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი პროვინცია მაგლასთან დაფიქსირდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 5:40 საათზე მოხდა. ეპიცენტრი 42 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. თურქეთი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და ხშირად ხდება მიწისძვრები. 20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 […]
საააკაშვილი კიევში, რადას წინ, მასშტაბური აქციისთვის ემზადება
“ამ წუთებში, გვიან ღამით, ბიჭები გადიან რეპეტიციას, ხვალინდელი აქციისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერის. ოფიციალური პრემიერა გაიმართება ხვალ, ზეციური ასეულის მემორიალის გახსნასთან ერთად, რადას წინ“ – წერს მხეილ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და აუდიო ჩანაწერს ავრცელებს. 7 ნოემბერს კიევში რადას შენობის წინ დაგეგმილია საპრპტესტო მიტინგი, აქციისთვის მზადება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიუპოსტი
ტეხასში ეკლესიაში მასობრივი მკვლელობა ბიბლიის ყოფილმა მასწავლებელმა ჩაიდინა – ტრაგედიის ახალი დეტალები
ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოსთან მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული 26 წლის ყოფილი სამხედრო მოხელეა. Daily Mail-ის ცნობით, თავდამსხმელი აშშ-ის საჰარეო ძალებიდან გააგდეს, რადგან იგი საკუთარ ცოლსა და შვილზე ძალადობდა. ასევე ცნობილია, რომ მამაკაცი ბიბლიის მასწავლებელი იყო. დევინ პატრიკ კელიმ ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმისას, როდესაც ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, მინიმუმ 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არიან 2 წლის ბავშვი, ორსული […]
ტეხასში ბაპტისტურ ეკლესიაში უცნობმა 27 ადამიანი მოკლა
ტეხასში შეიარაღებულმა პირმა ბაპტისტურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა საზერლენდ სპრინგსში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილობრივი დროით 10.30 საათზე შეიარაღებული კაცი ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. როგორც ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, First Baptist Church of Sutherland Springs ეკლესიაში მყოფმა ოცზე მეტმა ადამიანმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიიღო. მათ შორის 2 წლის ბავშვიცაა. […]
მოსკოვის დიდი თეატრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, „გუმ“-იდან – 2.800 ადამიანის, მეტროპოლიდან – 2.000-ის
მოსკოვის დიდი თეატრიდან მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. თეატრის ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა. გარდა ამისა, 2.800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლ „გუმ“-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო „მეტროპოლი“ კი 2.000-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს. დღესვე მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის „ევროპეისკიდან“ და […]
რუსეთში საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული
რუსეთის 5 დიდ ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე, ბოლო მონაცემებით, 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ meduza წერს. საუბარია ოპოზიციონერ ვიაჩესლავ მალცევის მხარდამჭერებზე, რომლებმაც მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, პერმში და როსტოვში გამართეს აქციები. როგორც meduza წერს, ეს ადამიანები “ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის” არიან დაკავებულები. ბოლო დღეების მანძილზე მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ათეულობით პირი დააკავეს, რომლებიც მოძრაობა «Артподготовка“-ს წევრები არიან. […]










