ორი უზარმაზარი ნეიტრონული ვარსკვლავის აფეთქებას დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობა შეეძლო გამოეწვია. ამის შესახებ NASA-ს სპეციალისტები ამბობენ. მეცნიერების თქმით, დედამიწა განადგურებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ეს ვარსკვლავები სხვა გალაქტიკაში არსებობდნენ, რომლის სახელწოდებაცაა NGC 4993 და ის ჩვენგან 130 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. დაჯახებისას წარმოქმნილმა სინათლემ ჩვენ კოსმოსამდე ახლახანს მოაღწია და სპეციალისტები მას Fermi Gamma Ray-ის ტელესკოპით აკვირდებოდნენ. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
ბრიუსელში კატალონიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი დააპატიმრეს
ბრიუსელში, კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი და ბელგიის დედაქალაქში მასთან ერთად მყოფი ოთხი მინისტრი ბელგიის პროკურატურის განკარგულებით დააპატიმრეს. ხუთივე მათგანი პროკურატურაში საკუთარი ფეხით მივიდა. ისინი საპატიმროში 24 საათს დაჰყოფენ, რის შემდეგადაც სასამართლო მათი ესპანეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს. ნიუპოსტი
ესპანეთის სასამართლომ პუჩდემონის დაკავების ევროპული ორდერი გასცა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგ, დაკავების ევროპული ორდერი (EAW) გასცა.გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტის (ჟენერალიტეტის) სხვა ოთხ ყოფილ წევრსაც ეხება, რომლებიც პუჩდემონთან ერთად ბრიუსელში იმყოფებიან. სასამართლო პუჩდემონსა და მის ყოფილ მრჩეველებს ამბოხის, ხელისუფლების რესურსების გაფლანგვასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. დაკავების ორდერი ბელგიის პროკურატურას გადაეცემა. გარდა ამისა გაცემულია ნაციონალური და საერთაშორისო დაკავების ორდერები. 1 […]
“რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება” – კადიევი დახმარებას ითხოვს
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კადიევი ქართველ ხალხს მიმართავს და დახმარებას სთხოვს: – მე დავკარგე იმედი, მივმართე ყველა სტრუქტურას თუმცა, უშედეგოდ. აღარ ვენდობი ამ ხელისუფლებას, ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს. მე უნდა დამაკავონ რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რადგან მომექცევიან ისე, როგორც ჩემს მეგობარს მოექცნენ. Youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ […]
მანჰეტენის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-იმ აიღო. „ისლამური სახელმწიფო“ ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი საიფულა საიპოვი მისი მებრძოლია. თუმცა, ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ მოჰყავს. სამი დღის წინ ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. თავდამსხმელი უზბეკეთის 29 წლის მოქალაქეა, რომელიც 7 წელია აშშ-ში ცხოვრობს. ნიუპოსტი
კატალონიის მთავრობის 8 წევრი დაპატიმრებულია, მათ 30 წელი ციხე ემუქრებათ
ესპანეთის სასამართლო კოლეგიამ კატალონიის მთავრობის 8 წევრი დააპატიმრა, მათ შორის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი. რვავე დაპატიმრებულს გირაოთი გათავისუფლების უფლებაზე უარი ეთქვათ. დაპატიმრებულებს ბრალი ედებათ დაუმორჩილებლობაში, ძირგამომთხრელ საქმიანობაში, სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვაში. თუ მათ ეს ბრალდებები დაუმტკიცდათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 წლის გატარება ემუქრებათ. მთავრობის 9 წევრიდან, რომელიც მადრიდში სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა, 50 000 ევროს გირაოთი მხოლოდ ბიზნესისა […]
სააკაშვილს უკრაინაში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარი მეორედ უთხრეს
სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაფორმებაზე უარი მეორედ განუცხადა. პოლიტიკოსის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ, – ამის შესახებ LIGA.net-ს სააკაშვილის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა რუსლან ჩორნოლუცკიმ განუცხადა. მისი თქმით, მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭების თაობაზე საიმიგრაციო სამსახურში სააკაშვილმა პირადად 31 ოქტომბერს შეიტანა. – საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების […]
მოსკოვში სტუდენტმა ლექტორი მოკლა, გამოაქვეყნა სელფი და შემდეგ თავი მოიკლა
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობა მოსკოვის კუნცევოს რაიონში მდებარე 42-ე პოლიტექნიკურ კოლეჯში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ren.tv-ი ავრცელებს. სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეში”, 18 წლის ანდრეი ემელიანიკოვმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სისხლიანი პედაგოგის ფონზე იღიმის. ამჟამად ემელიანიკოვის ექაუნთი დაბლოკილია. წინასწარი გამოძიებით, სტუდენტმა ჯერ 44 წლის მასწავლებელი მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. იმედინიუსი
კარლეს პუჩდემონი ესპანეთის სასამართლოში მისვლას არ აპირებს
კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ხუთშაბათს ესპანეთის ეროვნულ სასამართლო კოლეგიაში ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარმა განაცხადა. – პუჩდემონი არ გამოცხადდება სასამართლოში. ის დაელოდება და დააკვირდება მოვლენებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ შევიტანოთ განაცხადება თავშესაფრის მიღებაზე და გავასაჩივროთ ექსტრადირების ნებისმიერი მოთხოვნა, – აღნიშნა ადვოკატმა. ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი […]
თავდასხმა მანჰეტენზე – დაღუპულია 6 ადამიანი
თავდასხმა მოხდა ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ქვედა ნაწილში. პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავა. დაღუპულია 6 ადამიანი. ადგილოვრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი თეთრი ავტომობილით, მანჰეტენზე ველოსიპედის ბილიკზე შევარდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით, არ გამორიცხავენ, რომ ეს ტერორისტული აქტი იყოს. დაშავებულთა რაოდენობა მინიმუმ 11-ს აღწევს.









