დარიალის ხეობაში რუსეთის არმიის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. შეიარაღებული ძალების სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის მეთაურის ინფორმაციით, სწავლება ჩრდილოეთ ოსეთის მთიან რეგიონში იმართება. წვრთნებში მზვერავები მონაწილეობენ, რომლებიც ტაქტიკურ ბრძოლასთან ერთად, მოწინააღმდეგის ფარულად ლიკვიდაციის უნარებშიც ვარჯიშობენ. წვრთნების ფარგლებში მზვერავები კვირაში ერთხელ ლაშქრობაში გაემგზავრებიან და მთიან რეგიონში უცნობ ტერიტორიებს გამოიკვლევენ და საიდუმლო პატრულირების მეთოდებს შეისწავლიან. ნიუპოსტი
კატეგორია: მსოფლიო
თურქეთში კაცმა შვილები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა
სააკაშვილმა კიევში მარში გამართა
კიევში, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული მარში გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი დროით 13:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციაზე სააკაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ ისინი ქვეყანას, საკუთარ ღირსებასა და სინდისს იცავენ. – მარშით ანტიკორუფციულ სასამართლოს, კანონს იმპიჩმენტის შესახებ და სისტემის შეცვლას ვითხოვთ, – განაცხადა სააკაშვილმა.
ბრიტანელი დეპუტატები ტერეზა მეის გადადგომას ითხოვენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორთა ფრაქციის 40-მა დეპუტატმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის უნდობლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს პროცესი Brexit-ის გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს უკავშირდება. წერს გაზეთი Sunday Times-ი. ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მანამდე განაცხადეს, რომ ლონდონთან მოლაპარაკბებეი კრიზისში შევიდა და Brexit-ის შესახებ პირველი შეთანხმება სავარაუდოდ დეკემბერში არ გაფორმდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ამის გამო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა პრემიერის გადადგომა მოითხოვეს. […]
შეთანხმება უამრავ სიცოცხლეს იხსნის – ტრამპი პუტინთან სირიის შესახებ შეთანხმებას აფასებს
აშშ-ს პრეიზდენტმა დონალდ ტრამპმა, “როიტერსთან” საუბრისას. სირიის შესახებ პუტინთან მიღწეული შეთანხმება შეაფასა. “აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის,”- აცხადებს ტრამპი. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერთან“ორჯერ თუ სამჯერ მოკლე საუბარი ჰქონდა”, რომლის დროსაც ზემოთ აღნიშულ დოკუმენტზე თანხმობა შედგა. პუტინის განცხადებით კი, სამიტზე დონალდ ტრამპს პროტოკოლური სირთულეების გამო ვერ შეხვდა. […]
ესპანეთის მთავრობა რუს ჰაკერებს კატალონიის კრიზისში ჩარევაში ადანაშაულებს
ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში დაადანაშაულა. ტელეგრაფის ცნობით, როგორც ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინიგო მენდეს დე ვიგომ ესპანურ გამოცემა El Pais-ს განუცხადა, ამ საკითხს 13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მარია დოლორეს დე კასპედალის თქმით კი , ბევრი გზავნილი თუ ოპერაცია, ასევე ჰაკერული თავდასხმები, რომელიც შემჩნეული იყო, რუსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა. რუსულ […]
სააკაშვილი – “მომეცით ჩემი შვილი!” – სკანდალი კიევის ბორისპოლის აეროპორტში
“როგორც იქნა, ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით გადმომცეს ჩემი შვილი, გეგონება ბანდეროლი იყო”, – დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მისი თქმით, სანამ აეროპორტში იმყოფებოდა, სხვა მგზავრებისგან კანონის დარღვევის ბევრი სხვა ისტორია მოისმინა. „უკანონობა მარტო მე რომ მეხებოდეს, ასე საჯაროდ არ ვუპასუხებდი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა […]
ტრამპი პუტინს არაფორმალურად გაესაუბრა
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები აზია-წყნარი ოკეანეს ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში გაესაუბრნენ. მათი გასაუბრება სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღებისას შედგა. აღსანიშნავია, რომ რუსული მხარეს მტკიცებით, დღეს სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირი შეხვედრა უნდა გამართულიყო. თუმცა, აღნიშნული განცხადება ჯერ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ხოლო შემდეგ კი თეთრ სახლმა უარყო. თეთრი […]
საუდის არაბეთში კორუფციის საქმეზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი პოზიციებს იმაგრებს
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 201 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, 4 ნოემბრიდან დღემდე დაკითხვაზე 208 ადამიანი დაიბარეს, მათგან 6 კი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. საუდის არაბეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, 3-წლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად ქვეყანას დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი […]
რუსეთში 9 სართულიანი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა
რუსეთში, ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებიდან ორი ადამიანი უკვე ამოიყვანეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. შესაძლებელია, რომ ნანგრევებში კიდევ იყვნენ ადამიანები მოყოლილი. შემთხვევა უდმურტის ქუჩის # 261 კორპუსში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი გაზის აფეთქებაა.










