კატეგორია: მსოფლიო

”ჩემზე ზეწოლა არ გაგივათ” – უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის შვილი და ყოფილი მოადგილე დააკავეს

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ვაჟი ალეკსანდრ ავაკოვი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტარი დააკავეს. მათი დაკავება ე.წ. “ზურგჩანთების საქმეს” უკავშირდება. 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებისთვის ჩანთები შეიძინა. გამოძიება ეჭვობს, რომ მაშინ სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. არსენ ავაკოვის განცხადებით, მისი შვილი დამნაშავე არ არის და ამის […]

აფეთქება ქაბულის ცენტრში – 13 დაიღუპა, 13 დაშავდა

ქაბულის ცენტრში აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 13 დაშავდა. ამის შესახებ Tolo News იუწყება. შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში, ვაზირ-აქბარ-ხანში მოხდა, სადაც უცხო ქვეყნების საელჩოები და სამთავრობო შენობები მდებარეობს. ინტერპრესნიუსი

უკრაინაში მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს

კიევთან ახლოს, ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაური უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე ამინა ოკუევა მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, გლევახას რკინიგზის სადგურთან, საავტომობილო გზაზე უცნობმა პირმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. ავტომობილში მჯდომი ამინა ოკუევა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი, მისი მეუღლე ადამ ოსმაევი ფეხში დაიჭრა. რადას დეპუტატი ოგორ მოსიიჩუკი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ოკუევას […]

ესპანეთის გენპროკურორმა კატალონიის ყოფილ ხელმძღვანელობას ამბოხების მუხლით სასამართლოში უჩივლა

ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა ხოსე მანუელ მასამ ესპანეთის უზენაეს სასამართლოში კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais იუწყება. ესპანეთის გენერალური პროკურორის განმარტებით, სარჩელი შეტანილია კატალონიის მთავრობისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც კენჭი უყარეს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. ხოსე მანუელ მასას თქმით, ამ მომენტისთვის ის არ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. […]

ქსენია სობჩაკი – ”სტალინმა რუსეთი 100 წლით უკან დახია”

ქსენია სობჩაკი სტალინის პოლიტიკის შესახებ Instagram-ზე ფოტოსთან ერთად პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სტალინმა რუსეთი 100 წლით უკან დახია. “არცერთ ადამიანს თავისი ხალხის მიმართ ისეთი დანაშაული არ ჩაუდენია, როგორიც სტალინმა”, – წერს სობჩაკი და დასძენს, რომ სტალინმა ისეთი სისტემა შექმნა, რომლის დანგრევაც გორბაჩოვმა და ელცინმაც კი ვერ შეძლეს. “სისტემა, რომელშიც ძალაუფლება არა ხალხს, ელიტასაც კი არა, […]

ანტალიაში ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა

თურქეთში, ანტალიაში ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. ამის შესახებ თურქეთის ჟანდარმერიის წარმომადგენელმა განაცხადა. ჟანდარმერიის ინფორმაციით, 18 იაპონელი ტურისტი მსუბუქადაა დაშავებული. ანტალიიდან კონიაში მიმავალი ავტობუსი მას შემდეგ გადატრიალდა, რაც მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა. ინტერპრესნიუსი

სააკაშვილი – “უკრაინის გენპროკურორი ლუცენკო ჩემ დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას აპირებს”

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა დოკუმენტებს ამზადებს მის დასაკავებლად და შემდგომში საქართველოში ექსტრადირებისთვის. „ამ დღეებში გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ჩემი დაკავებისა და შემდგომში საქართველოში ექსტრადირების მიზნით დოკუმენტების მომზადების პროცესი დაიწყო“, – დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერს იური ლუცენკომ […]

ბრიტანეთში 30 წლის სტივ ერენტი ცხენთან სექსის გამო დააპატიმრეს

დიდ ბრიტანეთში, სუფოლკის საგრაფოში 30 წლის კაცი, ცხენთან სექსის გამო, დააპატიმრეს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. ბრიტანელი სამართალდამცავები სტივ ერენტის სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაირკვა, რომ ის ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში შემჩნეული ადამიანების სპეციალურ სიაში აღრიცხვაზე არ დადგა. აღმოჩნდა, რომ ერენტმა 2013 წელს ძაღლი ბეისბოლის ბიტით სასტიკად სცემა. შემოწმების დროს, პოლიციამ აღმოაჩინა ისიც, რომ კაცს, 25 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ცხენებთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა. იმედინიუსი

კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ხალხს “დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდებს

კატალონიის პრეზიდენტი კარლოს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან დაითხოვა, მოუწოდებს კატალონიის მოსახლეობას რეგიონის შიდა მმართველობას “დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გამოუცხადონ.  ინფორმაციას El Mundo ავრცელებს. პუჩდემონის მიმართვიდან იკვეთება, რომ ის გადაყენებულად არ მიიჩნევს საკუთარ თავს და მთავრობას. ის აცხადებს, რომ მადრიდის ქმედებები კატალონიელების თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ “საუკეთესო საშუალებაა – დემოკრატიული წინააღმდეგობა“. დღეს, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის […]

იტალიაში 39 წლის ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ბრალდებით დააკავეს

„RomaToday“- ის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ ოსტიაში 39 წლის ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევას მათი 13 წლის შვილიც ესწრებოდა, რომელმაც პოლიცოას მიმართა. ქალი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუპოსტი