კატეგორია: მსოფლიო

საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი სასწრაფოს თავშესაფარში არ შეუშვეს – ტრაგედიის ახალი დეტალები

საფრანგეთში, ქალაქ პუატიეში 50 წლის ქართველის მანქანაში გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობრები ყვებიან, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენებამ მანქანაში მოუწია. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მამაკაცის ავადმყოფობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო. “ნიუპოსტი” დამატებითი […]

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ის მანქანაში იპოვეს. francebleu-ს ცნობით, ეს ქალაქ პუატიეში მოხდა. პოლიციის ცნობით, ის 50 წლის იყო, მას საცხოვრებელი არ ჰქონდა და საკუთარ მანქანაში ეძინა. სწორედ საკუთარ მანქანაში იპოვეს ის გარდაცვლილი. ეს შემთხვევა პარასკევს მოხდა. იმედინიუსი

ესპანეთის პრემიერმა კატალონიის ხელისუფლება დაითხოვა და 21 დეკემბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კატალონიის მთავრობის ყველა წევრის გადაყენება გამოაცხადა. ამის შესახებ მარიანო რახოიმ ესპანეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარიანო რახოიმ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, მან გადაწყვეტილება მიიღო დაითხოვოს კატალონიის პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 21 დეკემბრისთვის დანიშნოს. […]

აშშ და ევროკავშირი – კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია

კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ევროკავშირიდან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება“. – ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება. ესპანეთი ჩვენს ერთადერთ პარტნიორად რჩება, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ „არავინ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას“. გერმანია ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, […]

მადრიდმა კატალონიაში პირდაპირი მმართველობა გამოაცხადა

ესპანეთის სენატმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რაც კატალონიის რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის დამყარებას გულისხმობს. ეს მუხლი კატალონიის რეგიონის მთავრობის და პარლამენტის დათხოვნას გულისხმობს. ასევე, 6 თვის განმავლობაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ოფიციალური მადრიდის დაექვემდებარებაში გადავა სამართალდამცავი უწყება, ხაზინა და სახელმწიფო მედია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი სენატის ისტორიაში პირველად მოქმედდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში […]

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა

კატალონიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. (სულ 135 დეპუტატი). კენჭისყრა პარლამენტში რეგიონის მეთაურის, კარლეს პუჩდემონის განცხადებიდან მეორე დღეს გაიმართა. პუჩდემონმა ოფიციალურ მადრიდს ვადამდელ არჩევნებზე უარი უთხრა. ”ჩვენ ვაფუძნებთ კატალონიის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელნწიფოს, […]

ესპანეთის პრემიერმა რახოიმ კატალონიის ავტონომიის შეჩერება მოითხოვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პარლამენტს მოუწოდა, აამოქმედოს კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიის ავტონომიის შეჩერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მარიანო რახოიმ მადრიდში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამჟამად ესპანეთის სენატი საგანგებო ზომების ამოქმედებაზე მსჯელობს, რაც კატალონიის ლიდერისა და პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. ამას გარდა, ესპანეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავა კატალონიის ბიუჯეტი, პოლიცია და სახელმწიფო მედია. – […]

მალიში მომხდარი აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

მალის დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელების ავტომობილი ტესალიტსა და აგელჰოკს შორის აფეთქდა. მშვიდობისმყოფელები ჩადის რესპუბლიკიდან იყვნენ. – მე ვგმობ ასეთ ქმედებებს, რომლის მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაცია და მალიში სამშვიდობო პროცესისთვის ზიანის მიყენებაა, – განაცხადა გაერო-ს მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა კოენ დავიდსემ.

კატალონიის ქალაქ ჟირონაში ესპანეთის მეფე ფელიპე VI პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

ესპანეთის მეფე ფელიპე VI კატალონიის ქალაქ ჟირონაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ჟირონას საქალაქო საბჭომ მიიღო. შესაბამის წინადადებას ესპანელი მონარქის ქალაქისთვის არასასურველ პირად ცნობის შესახებ საქალაქო საბჭოს პლენალურ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. პერსონა ნონ გრატას სტატუსი ჟირონაში ასევე კატალონიაში ესპანეთის მთავრობის სრუფლებიან წარმომადგენელ ენრიკ მიიოს მიენიჭა. ამასთან, ჟირონას საქალაქო საბჭომ […]

სააკაშვილმა ღამე უკრაინის რადასთან, კარავში გაატარა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინული პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ღამე უკრაინის უმაღლეს რადასთან კარავში გაატარა, სადაც უკვე მერვე დღეა პოლიტიკური რეფორმების ჩატარების მოთხოვით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება. სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, რომ სისტემის შესაცვლელად გაერთიანდნენ და საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ: „მე გავატარე ღამე უმაღლეს რადასთან კარავში. იქ, სადაც შეკრებილნი არიან […]