ორ ქვეყანას შორის რიგ საკითხებში უთანხმოებების ფონზე თურქეთი გერმანიიდან ელჩს გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, უთანხმოების ერთ-ერთი საკითხი ბუნდესტაგის რეზოლუციაა, რომელიც ოსმანთა იმპერიის პერიოდში „სომეხთა გენოციდს“ ეხება. გარდა ამისა, ბერლინი დაჟინებით მოითხოვს თურქეთში ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებული გერმანიისა და თურქეთ-გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათამდე ადამიანის გათავისუფლებას. პარალელურად, ანკარა იმ ადამიანების […]
კატეგორია: მსოფლიო
ლვოვის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს – ”მე არაფერი დამირღვევია”
ლვოვის ოლქში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამა რთლო 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს. საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია და ამას პოლონეთიც ადასტურებს. […]
რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 70 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები
რუმინეთში ძლიერი შტორმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 70 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ქალაქ ტიმისოარაში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარის სიჩქარემ 100 კმ-ს გადააჭარბა. სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, სახლებს გადახადა სახურავები. მოგლიჯა მცენარეები და სარეკლამო ბანერები. რუმინეთის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
ნიკოლას მადურო – “მე კარიბის რეგიონის სტალინი ვარ”
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თავისი თავი გარეგნობით სტალინს შეადარა. ამის თაობაზე მან ადგილობრივი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა. „მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც მე კარიბის რეგიონის სტალინად მთვლიან. შეხედეთ ჩემს პროფილს, როცა სარკეში ვიხედები, მე მგონია, რომ მართლა სტალინს ვგავარ“, – თქვა ვენესუელის ლიდერმა. ვენესუელაში აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ დამფუძნებელ საბჭოს დაექვემდებარება. ინიციატივა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ეკუთვნის, […]
ლვოვში დღეს სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება – “სასამართლოში ერთი მოსამართლეა და მას ამ საქმის განხილვა არ სურს”
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გაიმართება დღეს ლვოვის ოლქში. 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე სასამართლო თბილისის დროით 4 საათზე იმსჯელებს. საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეთა ნაწილს ოლქის სასამართლოში ვადა ამოეწურა, ნაწილი კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს უფლებამოსილებას. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით განიხილავს […]
სააკაშვილი – “უკრაინაში რევოლუციას არ მოვაწყობ”
ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინაში რევოლუციის ორგანიზების სურვილი არ აქვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. – მართალია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ, თუმცა არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ახალი რევოლუცია მოვაწყო, – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ის საკუთარი მოთხოვნების შესრულებას კანონიერი გზით შეეცდება. 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინაში მოქალაქეობა გაუუქმეს, მხარდამჭერებთან ერთად […]
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან მაგნიტუდით 4,4 მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცვია არ ვრცელდება. თურქეთის დასავლეთი ნაწილი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და აქ ხშირად ხდება მიწისძვრები. 20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ბოლო დროს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში 1999 წელს მოხდა, რომლის […]
პარიზის აეროპორტში სპეცოპერაცია დასრულდა – პოლიციამ საეჭვო ვერაფერი იპოვა
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს და უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა შემოწმების შედეგად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც პარიზი-ლონდონის რეისი უნდა შეესრულებინა, დროებით გაჩერებულ იყო და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. პარიზის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, რეისზე დამატებითი კონტროლი მიმდინარეობდა. შესაბამისმა სამსახურმა მგზავრები გაჩხრიკა, ხოლო […]
სროლა გერმანიის რესტორანში – დაღუპულია 2 ადამიანი
თავდასხმა მოხდა გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ტრაუნროიტში მდებარე რესტორანზე. ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, რესტორანში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 2 მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 2 ქალი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს პოლიციას მომხდარისათვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ მიუცია. სამართალდამცავების განცხადებით, გამოძიება საწყის სტადიაზეა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ნიუპოსტი
პარიზის დე გოლის აეროპორტში პარიზი-ლონდონის თვითმფრინავი გააჩერეს – მიმდინარეობს სპეცოპერაცია
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც პარიზი-ლონდონის რეისი უნდა შეესრულებინა, დროებით გაჩერებულია. პარიზის აეროპორტის ცნობით, რეისზე დამატებითი კონტროლი მიმდინარეობს. ამ დრომდე აეროპორტში არ აკონკრეტებენ, თუ რატომ გახდა საჭირო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. მგზავრების ცნობით, უსაფრთხოების სამსახური მათ პირადად ჩხრეკს, ხოლო ბარგს ძაღლები და კინოლოგები ამოწმებენ. ინტერპრესნიუსი









