ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანტალიაში, კუმლუჯას რაიონში. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავებულია 29 ადამიანი. თურქეთის პოლიციის ცნობით, დაშავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
კატეგორია: მსოფლიო
48 საათში სააკაშვილი უკრაინის სასამართლოს წინაშე წარსდგება – “კიევში 17 ოქტომბერს წავალთ”
– ყველაფერში წააგეს, პროკურატურას შეეშინდა, სასამართლომ ვერ გამოიტანა გადაწყვეტილება, – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მის წინააღმდეგ წარმართულ პროცესებს. 48 საათში მიხეილ სააკაშვილი უკრაინული სასამართლოს წინაშე წარდგება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შედგება თუ არა ჩანიშნული პროცესი. უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ […]
ლონდონის მეტროში აფეთქებასთან დაკავშირებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს
ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, საფრთხის დონე ჯერჯერობით კრიტიკულ ნიშნულზე რჩება, – განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა, ნილ დასუმ. ორი დღის წინ, მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. არსებული […]
მოსულში დაკავებულ 16 წლის გერმანელ ლინდა ვენცელს სიკვდილით დასჯა ელის – ის ჩეჩენი ტერორისტის ცოლია
ერაყის პრემიერმა ჰაიდერ ალ აბადიმ განაცხადა, რომ 16 წლის გერმანელი გოგო ლინდა ვენცელი, რომელიც მანამდე მოსულში დააკავეს, ბაღდადის ციხეშია და მის ბედს ერაყის სასამართლო გადაწყვეტს. ამის შესახებ Time-ი წერს. – ზოგიერთი კანონმდებლობით, მოზარდები პასუხს აგებენ საკუთარ საქციელზე, მით უმეტეს თუ საქმე ეხება პროსტიტუციას ან უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, – განაცხადა პრემიერმინისტრმა. 16 წლის ლინდა ვენცელი გერმანიიდან თურქეთში 1 […]
უკრაინის გენპროკურორი ლუცენკო – ”სააკაშვილს არც დავაკავებთ და არც გავაძევებთ”
– მიხეილ სააკაშვილის არც დაკავება და არც გაძევება არ მოხდება შეგინის გამშვებ პუნქტთან მომხდარი ინციდენტის გამო – ეს განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ერთ-ერთ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. მისივე განმარტებით, „ახალი ძალების მოძრაობის“ მოძრაობის თავმჯდომარის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირება შეუძლებელია მანამდე, ვიდრე მას აქვს მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მან […]
ირანში ყველაზე ძლიერი ბომბი შექმნეს
ირანი საკუთარი წარმოების 10-ტონიან ბომბს ფლობს. ამის შესახებ ტელეარხ IRIB-თან ინტერვიუში ირანის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული “ბომბთა მამაა”. აშშ-მა აპრილში, ავღანეთში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი ბომბი – GBU-43 გამოიყენა. პენტაგონის ცნობით, “ბომბთა დედა”, რომლის წონა 9 ტონას შეადგენს, ყველაზე ძლიერი არაბირთვული იარაღია, რომელიც კი აშშ-ს გამოუყენებია. პირველი
რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავმა ЯК-130-მა, ბორისოგლებსკის აეროპორტთან ახლოს, კატასტროფა განიცადა. ინციდენტი სწავლების დროს მოხდა. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. ავიაკატასტროფის მიზეზი არ სახელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფაქტს შეისწავლის. 15 სექტემბერს, სწავლება “დასავლეთი 2017”-ში მონაწილე რუსული ბომბდამშენი “Ту-22М3” მწყობრიდან გამოვიდა და ავარიულად დაეშვა. პირველი
სააკაშვილი ივანო-ფრანკოვსკში მოსახლეობას ხვდება – ”19 სექტემბერს კიევში მივდივარ”
მიხეილ სააკაშვილი ივანო-ფრანკოვსკში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. სააკაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და სამოქმედო გეგმები გააცნო. მან დღეს კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ 19 სექტემბერს კიევში მიდის. მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლამდე სხვა რეგიონებში მცხოვრებლებთან შეხვედრასაც გეგმავს. ივან-ფრანკოვსკის საოლქო საბჭომ პეტრო პოროშენკოსადმი მიმართვაც მიიღო, სადაც საბჭო მოუწოდებს, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს. ნიუპოსტი
ზაზა ფაჩულია ქარიშხალ ირმასგან დაზარალებულ ძაღლებს და კატებს დაეხმარა
ზაზა ფაჩულია, “გოლდენ სტეიტის” გუნდთან ერთად, ქარშხალ “ირმას” მიერ დაზარალებულ 100-მდე ძაღლსა და კატას დაეხმარა. ფოტოები ზაზა ფაჩულიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან 7 სექტემბერს განაცხადა. ის კარიერას “გოლდენ სტეიტში” აგრძელებს. ქარიშხალ “ირმასა” და “ჰარვისგან” დაზარალებულებისთვის 44 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. ერთსაათიანი ტელემარათონი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა, […]
ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძე გაამართლა
ლვოვის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს. ამის შესახებ ფიესბუქის გვერდზე თავად დავით საყვარელიძე წერს. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და პერსონალურად რადას ყველა იმ დეპუტატს, რომლებაც თანადგომა გამოუხატეს. ,,იგორ სობოლევი, პაველ კოსტენკო, ვლადიმერ პარასიუკი, დმიტრი დობროდომოვი, ალენა შკრუმი, იური დერევიანკო, ივან სლობოდიანეკი, პაველ ბოგომაზინი და ბევრმა კარგმა […]









