კატეგორია: მსოფლიო

მეჰრიბან ალიევას აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენენ

აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი აიაზ მუთალიბოვი ქვეყნის პირველი ლედის, პირველი ვიცე–პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოყენებას მიესალმება. – მე არ ვგეგმავ პოლიტიკური პარტიის შექმნას. თუმცა, დადებითად ვუყურებ მეჰრიბან ალიევას მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მეჰრიბან ალიევას კანდიდატურას. თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას, მე მივმართავ ერს პრეზიდენტად მის ასარჩევად, – განაცხადა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში […]

ქაბულში მეჩეთს თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე „ბოევიკებმა“ თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ToloNews ავღანეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. თვითმხილველების თქმით, იმამ ზამანის მეჩეთის ტერიტორიაზე აფეთქებასა და სროლას ჰქონდა ადგილი. თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. როგორც ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, თავდასხმა სამმა ან ოთხმა პირმა განახორციელა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. ინციდენტის […]

რუსეთში ავტობუსი ზღვაში გადავარდა – 13 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ავტობუსი ზღვაში გადავარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ავტობუსში სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის 2 გადარჩენილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ავტობუსს ერთ-ერთი საწარმოს, ტამანნეფტეგაზის, თანამშრომლები გადაჰყავდა, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ. ავტობუსი ზღვაში სოფელ ვოლნაში გადავარდა.

სტოლტენბერგი ავარიაში მოყვა

ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ვარშავაში გუშინ ღამით ავარიაში მოყვა. პოლიციის ავტომობილს, რომელიც იენს სტოლტენბერგის კორტეჟს აცილებდა, გზაჯვარედინზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ესკორტის რამდენიმე ავტომობილი. მანქანა, რომელშიც ნატო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, არ დაზიანებულა. ინცინდენტის შემდეგ 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია.

„ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში ვიდეოს ავრცელებს და ესპანეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ესპანეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა. – ალაჰის ნებით, ალ-ანდალუსი კვლავ გახდება ის, რაც ადრე იყო, ხალიფატის მიწა, – ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში. ვიდეო-მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ „ესპანელმა ქრისტიანებმა არ უნდა დაივიწყონ ესპანური ინკვიზიციის მიერ მუსლიმების დაღვრილი სისხლი“. – შურს ვიძიებთ თქვენს მიერ ჩადენილ მკვლელობებზე, – განაცხადა […]

მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა ოლგა დემინას მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს. გამოძიების შედეგების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბალერინას ნაცნობი საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელიც მცველად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი ფულიან და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა ესკორტ მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ჯავოევმა, სავარაუდოდ, ინტერნეტში ოლგა დემინას პორნოგრაფიული სურათები გაავრცელა. ამჟამად 37 წლის მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება […]

ამერიკის თავდაცვის მინისტრი მეტისი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მთავარი სტუმარი იქნება. ბორისპოლის აეროპორტში პენტაგონის შეფს ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს მეტისი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან და თავის უკრაინელ კოლეგა სტეპან პოლტარაკთან გამართავს. […]

სუდანში რუსეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს

სუდანში რუსეთის ელჩი ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება. მირგაიას შირინსკი სუდანში რუსულ დიპლომატიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის 6 ელჩი მოულოდნელად გარდაიცვალა. თებერვალში, გაეროში, რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის […]

ავარია თურქეთში – ტურისტული ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. „როიტერსის“ ცნობით, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტობუსში პოლონელი ტურისტები იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც გიდის თანაშემწე იყო. ავარიის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. […]

როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა

რუსეთში, ქალაქ როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია. აღნიშნულის შესახებ როსტოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოში განაცხადეს.„დაზუსტებული მონაცემებით, ხანძარის შედეგად 107 შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია“, – აღნიშნეს უწყებაში. გუშინ, როსტოვის ცენტრში, საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გავრცელების ფართობმა 10 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ამ მომენტისთვის […]