კატეგორია: მსოფლიო

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თეირანიდან ჩრდილო-დასავლეთით, 375 კილომეტრში მდებარეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირანი სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, შარაბიანის რაიონში რამდენიმე სახლი დაზიანდა. ირანში მიწისძვრა ხშირად ხდება, 2003 წელს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე […]

რუსეთში მოხუცთა თავშესაფარი დაიწვა. არის მსხვერპლი

კრასნოიარსკში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სამი მოხუცებულის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. რუსული მედიის ცნობით, მოხუცთა პანსიონატ „მარგალიტში“ ცეცხლმა 200 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. პირველი

იოჰანესბურგის თეატრში მაყურებლებს სცენიდან ესროლეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგის თეატრში უცნობი კაცი სცენაზე ავიდა და მაყურებლის მიმართულებით უმისამართო ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავებულია 7 ადამიანი. ინფორმაციას News24ავრცელებს. ინციდენტი დღეს დილით მოხდა თეატრში Hillbrow Theatre, სადაც მუსიკალური ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა. “ბოროტმოქმედი სცენაზე ახტა მაშინ, როდესაც იქ მუსიკალური ჯგუფი უკვე მართავდა კონცერტს. მან აიღო მიკროფონი და დაიყვირა, რომ კონცერტი ვერ […]

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში სამხედრო შეიარაღება ჩაიტანა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა უკრაინაში ვიზიტის დროს თავდაცვითი ხასიათის სამხედრო დანადგარები ჩაიტანა, აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი.” თავდაცვის მინისტრები ცარიელი ხელებით არ ჩადიან სხვა ქვეყნებში. მატისმა გარკვეული სამხედრო დანადგარები ჩამოიტანა უკრაინის არმიისთვის. რუსეთ-ბელორუსის სამხედრო სწავლებები “დასავლეთი 2017″ გვაიძულებს მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ვიყოთ მზად,” – განაცხადა ვოლკერმა.

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, დილის 04.17 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ლორენგაუდან 115 კილომეტრში. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება, რომ ცუნამის საშიშროება არ არის. ნიუპოსტი

ქარიშხალ „ჰარვის“ 3 ადამიანი ემსხვერპლა, ტრამპმა ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

აშშ-ს შტატ ტეხასს თავს ქარიშხალი „ჰარვი“ დაატყდა. ქარის სიჩქარე 215 კმ/სთ-ს აღემატებოდა. სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 350 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა დაანგრია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ექსპერტების შეფასებით, შტატისთვის მიყენებული ზიანის აღდგენას წლები დასჭირება. სინოპტიკოსები შტატში კოკისპირულ წვიმებს და წყალდიდობებს ელიან.ამჟამად ქარიშხლის მიერ მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინაროებს. დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების […]

”ისლამური სახელმწიფო” რომის პაპს ემუქრება

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა რომის პაპი მორიგ სამიზნედ გამოაცხადეს. ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, – წერს Daily News. მისივე თქმით, შესაბამისი ვიდეომიმართვა ტერორისტების მიმდევრების Telegram–არხზე აიტვირთა, რომელშიც რადიკალები იტალიას ტერაქტების მოწყობას პირდებიან. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვატიკანში უსაფრთხოების ზომები ისედაც უმაღლეს დონეზეა დაცული და არ აპირებენ მის გაძლიერებას. პირველი

ტეხასი უბედურების ზონად გამოცხადდა – ევაკუირებულია 10.000 ადამიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება არიაზონაში ქარიშხალ „ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა. სტიქიის ზონიდან უკვე ევაკუირებულია 10.000 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ტეხასის გუბერნატორის მოთხოვნის საფუველზე გამოვეცი განკარგულება შტატის სტიქიურ ზონად გამოცხადების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს საჭიროების შემთხვევაში ფედერალური ძალების გამოყენება“, დაწერა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა. „ქარიშხალმა უკვე მიაღწია მეოთხე კატეგორიას […]

ლონდონი – ბუკინგემის სასახლესთან 2 პოლიციელი ხმლით დაჭრეს

ლონდონში ბუკინგემის სასახლის წინ ხმლით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი პოლიციელი დაჭრა. სკოტლანდ იარდის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. დედოფალი თავდასხმის დროს სასახლეში არ იმყოფებოდა. სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ‘ ცოტა ხნით ადრე ანალოგიური თავადასხმა ბრიუსელშიც მოხდა. მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირმა 2 სამხედრო დაჭრა.

Bloomberg – ”პუტინის მემკვიდრე მაქსიმ ორეშკინია”

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ ორეშკინის გავლენა და პოლიტიკური წონა გაიზარდა, მას პრეზიდენტი პუტინი უჭერს მხარს. ამის შესახებ Bloomberg–ზე დღეს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. გავლენიანი სააგენტო პუტინის შეხედულებების კარგად მცოდნე სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ორეშკინი „პუტინის ფავორიტად გაიზარდა“. Bloomberg–ის რესპონდენტები აცხადებენ, რომ ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი გაცილებით გავლენიანია, ვიდრე მისი ნებისმიერი წინამორბედი. ამის დასადასტურებლად სააგენტო იხსენებს, […]