იტალიაში ნეაპოლის სანაპიროზე, იტალიელმა მაშველებმა დანარჩენი ბავშვებიც გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი. უფროსი ძმები, 7 თვის უმცროსი ძმის გადარჩენის შემდეგ გაათავისუფლეს, რომლებმაც ნანგრებებში 15 საათი გაატარეს. ინფორმაციას ავრცლებს BBC. ძმები მატიასი და ჩირო მიწისძვრის დროს საკუთარ ოთახში იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციის პროცესში, სანამ მათ ნანგრევებიდან ამოიყვანდნენ, ბიჭებს სპეციალური ხვრელის საშუალებით, საიდანაც ჰაერი მიეწოდებოდათ, წყალი მიაწოდეს. იტალიაში, ნეაპოლის ნაპირზე ქალაქ კაზამიჩოლაში 4,0 […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიაში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ქალაქ კაზამიჩოლაში ხანდაზმული ქალი დაიღუპა, რომელიც ეკლესიის ნანგრევებში მოყვა. მედიის ცნობით, ნანგრევებში არანაკლებ 7 ადამიანია მოყოლილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები, მეხანძრეები და მედიკოსები მუშაობენ. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ისკიაზე 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. იმედინიუსი
ბარსელონის ტერაქტის შემსრულებელი იუნეს აბუიაკუბი პოლიციამ ქალის მეშვეობით იპოვა და მოკლა
კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სუბირატსში ლიკვიდირებული პირი ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელია. “ვადასტურებთ, რომ სუბირატსში ლიკვიდირებული კაცი იუნეს აბუიაკუბია, რომელიც ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელია”- ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. იუნუს აბუიაკუბი იპოვეს ბარსელონასთან ახლოს. მისი დაკავება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცხოვრები ქალის დახმარებით მოხერხდა. რამდენიმე საათის წინ მან შენიშნა ადამიანი, რომელიც პოლიციის მიერ ძებნილ იუნუს აბუიაკუბს მიამსგავსა. ქალმა მას დაუძახა, […]
ბარსელონის ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი, დააკავეს
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი, 22 წლის იუნეს აბუიაკუბი დააკავეს. როგორც ტელეგრაფი იტყობინება, იუნესი ბარსელონას აღმოსავლეთ ნაწილში სამართალდამცავებმა აიყვანეს. მას შემდეგ, რაც ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ ფურგონის მძღოლი, რომელიც 17 აგვისტოს რამბლას მოედანზე ხალხში შევარდა, სწორედ იუნეს აბუიაკუბი იყო, მასზე ევროპის მასშტაბით გამოცხადდა ძებნა. ბოლო მონაცემებით, ბარსელონაში, მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 100-ზე […]
ბარსელონის რაბინმა ებრაელებს ევროპის დატოვებისკენ მოუწოდა
ბარსელონის მთავარმა რაბინმა მეირ ბარ-ჰენმა ესპანეთს “ისლამური ტერორიზმის ცენტრი” უწოდა და ებრაელებს ევროპის დატოვებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Independent-ი ავრცელებს. – მე ჩემს მრევლს სულ ვეუბნები: არ იფიქროთ, რომ აქ სამუდამოდ ვართ. მე ვურჩევ მათ შეიძინონ უძრავი ქონება ისრაელში. არ გაიმეოროთ ალჟირელი და ვენესუელელი ებრაელების შეცდომები. ევროპა დამარცხებულია!,- განაცხადა რაბინმა. 17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, მიკროავტობუსი ხალხით […]
აშშ-მ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის ვიზის გაცემა შეაჩერა
2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. – რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ, – […]
სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა, 10 მეზღვაური დაკარგულად ითვლება
ამერიკული სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მეშვიდე ფლოტის სარდლობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში. არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია. აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. „ჩემი ლოცვით ჩვენს […]
ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში თავდამსხმელი ავტომობილით შეიჭრა
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკთან 50 კილომეტრში, საერთაშორისო აეროპორტ კაბლავიკის მოსაცდელ დარბაზში ავტომობილი შეიჭრა. ინფორმაციას გამოცემა Iceland Monitor-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რომელიც თვითმხილველის მონათხრობს ეყრდნობა, თავდამსხმელი კაცი 20 წლისაა. პოლიციის ცნობით, მანამდე მის მიმართ დევნის ოპერაცია ხორციელდებოდა. თავდამსხმელმა ჯერ პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ გაიქცა, ერთ-ერთი მანქანის მინა ჩაამტვრია, მძღოლი აიძულა მანქანა დაეტოვებინა, ხოლო თავად ამ ავტომობილით აეროპორტის მოსაცდელ […]
ჩიკაგოში ერთ დღე-ღამეში სროლებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა
6 ადამიანი გარდაიცვალა და 33 დაშავდა ჩიკაგოში კვირას სხვადასხვა ადგილას მომხდარი სროლების შედეგად. ინფორმაციას Chicago Tribune ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხოლოდ ერთი დღე-ღამის მანძილზე ქალაქში 10-მდე ინციდენტი დაფიქსირდა. ბოლო სროლა ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე მოხდა, როცა უცნობმა პირმა ღამის კლუბიდან გამომავალ ხალხს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6-მა კი მძიმე […]
ბარსელონაში ტერაქტის დროს დაკარგული 7 წლის ჯულიან კედმენი გარდაცვლილი აღმოჩნდა
აღმოჩნდა, რომ 7 წლის ავსტრალიელი ჯულიან კედმენი, რომელსაც პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა, ბარსელონაში ტერაქტის დროს დაიღუპა. ეს ფაქტი კატალონიის პოლიციამ უკვე დაადასტურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოჯახი მას იმ წუთიდან ეძებდა, რაც ბავშვი ტერაქტის დროს დედას დაშორდა. ის იმ 13 გარდაცვლილს შორის აღმოჩნდა, რომელთა ოდენობაც სამართალდამცველებმა რამბლეს ქუჩაზე ტერაქტის დღეს განსაზღვრეს. თუმცა, გუშინ Guardian-მა გაავრცელა […]










