ოთხივე ტერორისტი, რომელიც ირანის პარლამენტს თავს დაესხა, ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV იუწყება. როგორც პოლიციაში აცხადებენ, პარლამენტის შენობაში სხვა ტერორისტები არ არიან. თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს. დღეს ოთხი შეიარაღებული პირი პარლამენტში ირანის დროით […]
კატეგორია: მსოფლიო
მიანმარის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 116 ადამიანია, რადარებიდან გაქრა
მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 105 მგზავრი და 11 ეკიპაჟის წევრი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებს მიიკს და იანგონს შორის დაიკარგა, ამ დროისთვის თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ბორტზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
როგორ აფერხებს რუსეთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას
ექსპერტები ისევ სახიფათოდ მიიჩნევენ რუსეთის მხრიდან საქართველოში რბილი ძალის გამოყენებას. დოკუმენტურად დამტკიცდა, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის გაძლიერებისათვის ამ ძალის ინსტრუმენტებს სხვაგანაც იყენებს. ბრიტანულმა “გარდიანმა” მოიპოვა მაკედონიის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები. ისინი შეიცავს მონაცემებს იმაზე, რა ინსტრუმენტებს იყენებდა რუსეთი ბალკანეთის ამ სახელმწიფოში იმისათვის, რომ გაეღვივებინა ანტიდასავლური განწყობები. მაკედონია, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ ისწრაფვის. იგი ითვლება […]
თავდასხმა ირანის პარლამენტზე – დაიღუპა 7-ზე მეტი ადამიანი, 4 მძევლადაა აყვანილი
თავდასხმა მოხდა ირანის მეჯლისსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე. Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობთ იუწყება, რომ დაღუპულია 7 ადამიანი და მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდა. საინფორმაციაო სააგენტო Tasmin-ის ცნობით არსებობს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა პარლამენტის შენობაში 4 მძევალი აიყვანეს. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, 3-მა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა თავდასხმა. ნიუპოსტი
მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა
მონტენეგრო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა. Follow AFP news agency ✔@AFP #BREAKING Montenegro becomes NATO’s 29th member 8:13 PM – 5 Jun 2017 551551 Retweets 480480 likes Twitter Ads info and privacy ნატო-ში გაწევრიანების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა. ტრანსლიაცია დეპარტამენტის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. მონტენეგროს სახელმწიფო დროშას, ნატოს შტაბბინის თავზე პირველად 7 ივნისს აღმართავენ. აშშ-ის პრეზიდენტმა […]
ალპებში უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ალპებში, ქალაქ ტროფაიაკთან ახლოს უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ორმა ალპინისტმა სამაშველო სამსახური გამოიძახა და როდესაც მაშველს ბაგირის მეშვეობით ალპინისტები ვერტმფრენზე აჰყავდა, ეს ბაგირი გაწყდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ალპინისტი და მაშველი დაიღუპნენ, ხოლო მეორე ალპინისტმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ბაგირის გაწყვეტა და პოლიცია […]
ტრაგედია ინდოეთში – 22 ადამიანი ავტობუსში დაიწვა
თურქეთში ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდეგ დააკავეს
თურქეთში ახალგაზრდა დედა ნაზლი ნ. მერტი მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად დააკავეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. დაკავებულის მეუღლე, გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის ქალაქ ჩორუმში პატიმრობაში იმყოფება. პოლიციელები მშობიარობის პერიოდში საავადმყოფოს არ მოშორებიან, დღეს დილით კი დედა, ნაზლი მერტი ბავშვთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა დედა პოლიციის განყოფილებაში ეტლით მიიყვანეს, რადგან მას ფეხით […]
ტურინში „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჭყლეტის გამო 1.000-მდე ადამიანი დაშავდა
ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ფან-ზონაში, კარდიფში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, ”იუვენტუსი” – ”რეალის” დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ. ადგილზე ტურინის ”იუვენტუსის” დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა […]
ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან
ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან. როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილის ლიკვიდიცია მოახერხა. მათივე ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელს ტანზე შაჰიდის ქამრის მსგავსი ჰქონდათ, თუმცა იქ არ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რეალური საფრთხის შემცველი არ იყო. ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.










