ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს. – ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, 6 ადამიანია დაღუპული, სულ მცირე 20 კი ლონდონის 6 სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, – აცხადებენ პოლიციაში. ლონდონში, ლონდონ-ბრიჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 […]
კატეგორია: მსოფლიო
რა განაპირობებს ევროკავშირის სიძლიერეს ახალ რეალობაში
აშშ-ის პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტის უარყოფითი შედეგები ისევ განხილვის საგნად რჩება მსოფლიოში. დასავლელი მიმომხილველების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობამ ნატოს სამიტსა და დიდი შვიდეულის შეხვედრაში დიდი ბზარი გააჩინა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. ამის შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც აღიარა, რომ ევროპას ამერიკის იმედი არ უნდა ჰქონდეს. შვედი ანალიტიკოსების თქმით, იმ დროს, როცა ევროკავშირისა და ნატოს […]
რას უკავშირდება ოპონენტების დაპატიმრების ახალი ტალღა აზერბაიჯანში
თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ამბავმა უკვე მიაყენა დარტყმა საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. მოსალოდნელია, რომ აფგან მუხთარლის სასამართლო გაამტყუნებს და იგი შეუერთდება პოლიტიკური პატიმრების დაკავებულ ჯგუფს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მონაცემებით, ოპონენტების დაპატიმრების ბოლო ტალღა ქვეყანაში თებერვლიდან დაიწყო. მანამდე უფლებადამცველებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო და რელიგიურმა აქტივისტებმა გააპროტესტეს ძალაუფლების უზურპაცია, რაც გამოიხატა ილჰამ ალიევის მეუღლის […]
თავდასხმა მანილის სასტუმროზე – დაღუპულია 36 ადამიანი
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მომხდარი თავდასხმას ბოლო ინფორმაციით, 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა ტერორიზმთან კავშირში არ არის და ეს კრიმინალი იყო. მისი თქმით, მძარცველი სასტუმრო კომპლექსის მესამე სართულზე მდებარე კაზინოში შეიჭრა. მას ცეცხლი ადამიანების მიმართულებით არ გაუხსნია, სათამაშო მაგიდებს ბენზინი გადაასხა და დაწვა. ის სათამაშო ჩიპების მოპარვას შეეცადა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. […]
ალექსეი ნავალნის აქციის ჩატარებაზე უარი უთხრეს
რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მოსკოვის მერიამ ტვერის ქუჩაზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ 12 ივნისს ამ ქუჩაზე სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ნავალნის ალტერნატივად მოსკოვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს სთავაზობენ, ხოლო ტვერის ქუჩაზე კი ყველანაირი აქციის გამართვა აკრძალულია. ნავალნის შტაბს ალტერნატიულ შეთავაზებებზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. ნავალნის 12 ივნისს აქციის გამართვა რუსეთის მთავრობაში არსებულ […]
ფილიპინების ავიაციამ შეცდომით სამთავრობო არმია დაბომბა
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ფილიპინების ავიაციამ შეცდომით სამთავრობო არმიის შენაერთი დაბომბა. ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ მარავიში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 11 ჯარისკაცი დაიღუპა, 8 დაიჭრა. ფილიპინების არმია ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ქვეყნის პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ კუნძულ მინდაოზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფილიპინების არმია საჰაერო დარტყმებით ჯიჰადისტების ქალაქიდან განდევნას ცდილობს. მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქი უკვე დატოვა. 23 მაისს, […]
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა
13 სამხედრო დაიღუპა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში. ცოტა ხნის წინ, შირნაქის პროვინციის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, თუმცა მაშინ დაღუპულთა შესახებ არაფერი თქმულა. ამ პროვინციაში ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სპეცოპერაციები ხშირად ტარდება.
თვითმკვლელი ტერორისტი სალმან აბედი ტერაქტისთვის მარტო ემზადებოდა
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე გამოძიება გრძელდება. 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა სალმან აბედიმ ფოიეში თავი აიფეთქა და ამ ტერაქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც მანჩესტერის პოლიციამ დაადგინა, ტერაქტამდე 4 დღით ადრე აბედი მანჩესტერში ჩავიდა და მან აფეთქებისთვის საჭირო ინსტრუმენტები მარტომ შეიძინა და მასთან ერთად საეჭვო პირები არ შეუმჩნევიათ. მიუხედავად ამისა, ინგლისელ სამართალდამცველებს ეჭვი […]
ქაბულში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა
ქაბულის ცენტრში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეა განლაგებული. პოლიციამ ქაბულის ცენტრალური ნაწილი გადაკეტა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა […]
აზერბაიჯანის მიერ PACE-ს წევრების მოსყიდვაზე გამოძიება დაიწყო
ევროპის საბჭომ საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რამდენიმე წევრის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამის შესაძლო აღების საქმის გამოძიება დაიწყო. საუბარია 2013 წლის გადაწყვეტილებაზე, როდესაც PACE-მ ადამიანის უფლებათა დარღვევების და პოლიტიკური პატიმრების შესახებ გერმანელი პარლამენტარის ანგარიში არ მიიღო. არსებობს ეჭვი, რომ PACE-ს ერთ-ერთ წევრს 2.5 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადაუხადეს. აზერბაიჯანული მხარე ბრალდებას უარყოფს. გამოძიების ფარგლებში იგეგმება PACE-ს ქცევის […]










