კატეგორია: მსოფლიო

ტრამპმა ტვიტერზე სტივენ კინგი დაბლოკა – მწერალმა პრეზიდენტს ქათმის სკინტლი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე, ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი დაბლოკა. ამის შესახებ თავად კინგი წერს: “ტრამპმა ამიკრძალა მისი თვითების კითხვა. შეიძლება თავი მოვიკლა”, – აცხადებს მწერალი. Follow Stephen King ✔@StephenKing Trump has blocked me from reading his tweets. I may have to kill myself. 7:15 PM – 13 Jun 2017 15,07415,074 Retweets 52,47152,471 likes Twitter […]

ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიესაჯა

რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი მასობრივი ღონისძიებების განმეორებითი ორგანიზება და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობაა, თუმცა რუსეთში საუბრობენ, რომ ნავალნის ხელისუფლება ავიწროებს, რადგან მათთვის ის საფრთხეს წარმოადგენს. ამ დღეებში რუსეთის რამდენიმე ქალაქში მასობრივი აქციები მიმდინარეობს, რომელთა ორგანიზატორიც სწორედ ალექსეი ნავალნია. აქციის მონაწილეები რუსეთის მთავრობაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ და პოლიციამ ამ აქციებზე 1000-ზე […]

სროლა მიუნჰენის რკინიგზის სადგურზე – დაშავებულია ერთი პირი

გერმანიის ქალაქე მიუნჰენში, Unterfoehring-ის რკინიგზის სადგურზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. როგორც მიუნჰენის პოლიცია იტყობინება, ინციდენტი უკვე აღმოფხვრილია. ბიბისისი ცნობით, ინციდენტი შესაძლოა კლიმინალური ხასიათის იყოს და ტერორისტულ აქტთან კავშირი არ ჰქონდეს. ამავდროულად , ჯერჯერობით უცნობია, დაშავებული პირი პოლიციელია თუ თავად თავდამსხმელი.

პაკისტანელ მამაკაცს ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო სიკვდილით დასჯიან

პაკისტანში 30 წლის მამაკაცს, თაიმორ რაზას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და ამის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსია, რომელშიც ის ღმერთს გმობს. რელიგიის შეურაცხყოფა პაკისტანში მძიმე დანაშაულად ითვლება და ამის გამო მკაცრი სასჯელიც არსებობს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, ვინმეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ შემთხვევის შემდეგ პაკისტანში სავარაუდოდ […]

“ПРОЩАЙ, НЕМЫТАЯ РОССИЯ” – როგორ მიულოცა პოროშენკომ უკრაინელებს ვიზალიბერალიზაცია

10 ივნისს, ღამით, კიევში, უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ღონისძიებაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა, რომელმაც თანამოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მიულოცა, – ეს მოვლენა უკრაინის რუსეთის იმპერიისგან საბოლოო ჩამოცილებას აღნიშნავს და უკრაინის დეკოკრატიული სამყარის რუსული ავტორიტარული სამყაროსგაბ გამიჯვნას. “Прощай, немытая Россия, страна рабов, страна господ. И вы, мундиры голубые, и ты, им преданный […]

დიდ ბრიტანეთში კონსერვატორებმა აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგეს. ტერეზა მეი შეიძლება გადადგეს

დიდ ბრიტანეთში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. ამის გამო ის ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას. ამდროინდელი მონაცემებით, კონსერვატორებს თემთა პალატაში 304 ადგილი აქვთ, ლეიბორისტებს – 258. მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელია მინიმუმ 326 ადგილი. ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა პრემიერ ტერეზა  მეის გადადგომისკენ მოუწოდა. განიხილება კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი.

კიევში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

კიევში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ კიევის პოლიციის Facebook გვერდი იუწყება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. imedinews.ge

მიანმარის ავიაკატასტროფას 15 მგზავრი გადაურჩა

დღეს მიანმარის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას 15 ადამიანი გადაურჩა, ხოლო 105 დაიღუპა. თვითმფრინავის ნამსხვრევებს სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტავოის ტერიტორიაზე მიაგნეს. თვითმფრინავი მიეკიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ქალაქ იანგონში მიფრინავდა, როცა ანდამანის ზღვის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. pia.ge

ტრამპი გფბ-ს დირექტორად კრისტოფერ რეის წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე კრისტოფერ რეის წარადგენს. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. კრისტოფერ რეი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა, სადაც კრიმინალურ დეპარტამენტს კურირებდა. ის ამ პოსტზე 2005 წლამდე მუშაობდა. 10 მაისს დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მიანმარის გამქრალი თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს

მიანმარის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მიანმარში რადარებიდან ცოტა ხნის წინ რადარებიდან გაქრა სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მიანმარის სამხრეთ ნაწილიდან იანგონში მიფრინავდა. მიანმარის ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია დაიწყო.