აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრიისას, მას ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” გარკვეულ ტერორისტულ ჩანაფიქრს ეხება, – წერს The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე, ამერიკული პრესა მხოლოდ იმის შესახებ წერდა, რომ ტრამპმა ლავროვს “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელი დაზვერვის მონცემებზე იყო ლაპარაკი. […]
კატეგორია: მსოფლიო
ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავი გაუჩინარდა
მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოდან ფლორიდაში მიფრინავდა რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვია. თვითმფრინავის პულტთან კომპანია „Skylight Group“ დირექტორი იმყოფებოდა. მას თან მისი ორი შვილი და მეგობარი ახლდა. რადარებიდან თვითმფრინავი ბაჰამის კუნძულებიდან 60 კილომეტრში გაუჩინარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. ამერიკის სახმელეთო დაცვა ბორტზე მყოფ პირებს ეძებს. ბერმუდის სამკუთხედს, […]
ნანტერის უნივერსიტეტმა ემანუელ მაკრონის სტუდენტობის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნა
საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 1999-2001 წლებში ნანტერის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას და ამ უნივერსიტეტმა მაკრონის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ემანუელი 23-24 წლის არის. მაკრონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი იყო და ის გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახობით. აღსანიშნავია, რომ ნანტერის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საფრანგეთში და თავის დროზე იქ ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა, მათ შორის ნიკოლა სარკოზიც. ნანტერის […]
რუსეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში გამგზავრებამდე რისკები შეაფასონ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უწყებაში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო განაცხადეს, რომელმაც მოსკოვის ექსმერი იური ლუჟკოვი „შავ სიაში“ ჩასვა. – რაც არ უნდა იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია რუსეთის მოქალაქეების ყურადღება მიაპყროს იმ რისკების ზედმიწევნით შესაფასებლად, რაც დაკავშირებულია საქართველოში გამგზავრებასთან. […]
აზერბაიჯანმა სომხეთს დაარტყა
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი პირად შემადგენლობასთან ერთად სამხედრო მანქანა თავისი მომსახურე პერსონალის ჩათვლით გაანადგურეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend.az აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. თავის მხრივ, სომხური მედია თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მორიგ პროვოკაციას მიმართა და სამხედრო ტექნიკის მცირე ნაწილი დააზიანეს მართვადი რაკეტებით. […]
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი გახდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს მთავრობის მეთაურის ვინაობა დაასახელა. ამ პოსტზე მან ალან ჟუპეს მხარდამჭერი, ქალაქ ჰავრის მერი ედუარდ ფილიპი დანიშნა. რომელიც საფრანგეთის პარლამენტში რესპუბლიკელების სიით არის გასული. ედუარდ ფილიპი 46 წლისაა, ის 1970 წლის 28 ნოემბერს ქალაქ რუანში დაიბადა,
ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს 25 მაისს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს 25 მაისს შეხვდება ბრიუსელში ნატოს სამიტზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრამპი და მაკრონი ერთად ისადილებენ და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს და მაკრონმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ტრამპის თქმით მას დიდი სურვილი აქვს მაკრონს […]
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის სახლს ცეცხლი გაუჩნდა
გვიან ღამით, ესტონეთის დედაქალაქში მდებარე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მარგუს ცახკნას სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მინისტრი და მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ცეცხლი სავარაუდოდ კედელზე გამაგრებულ საჰაერო გამათბობელ ნასოსს გაუჩნდა, რის შემდეგაც იგი სახლის კედელსა და სახურავს მოედო. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს სახლის სახურავის მოხსნა მოუწიათ.
თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხი 23-მდე გაიზარდა
თურქეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მარმარისთან, მუგლა-ანტალიას გზაზე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მუგლას პროვინციის გუბერნატორმა ამის ჩიჩეკმა განაცხადა. კიდევ 13 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სულ ავარიის დროს ავტობუსში 42 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მძღოლის შეცდომა გახდა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაბრუნდა. გუბერნატორის თქმით, დაღუპულებსა […]
თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
თურქეთში, მუღლას პროვინციაში, ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurryiet იუწყება. ავარიის დროს ავტობუსში 31 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვებია. მუღლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით, ავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გზის ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.










