ჰაკერული პროგრამა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სერვერებზე განახორციელა შეტევა თოთოული კომპიუტერის გამოხსნისთვის თანხას ითხოვს. ყველაზე გავლენიანი კიბერუსაფრთხოების ჯგუფის MalwareHunterTeam მონაცემებით, განსაკუთრებული ზიანი მიადგა რუსეთის ძალისმიერ სამსახურებს. მათ შორის კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა ბრიტანეთის ერთ-ერთი კლინიკა, აშშ-ს, ჩინეთის და ევროპის ქვეყნების სერვერები.
კატეგორია: მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჯეიმს კომის დაემუქრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი მკაცრად გააფრთხილა, რომ მათ შორის ჩაწერილი საუბრები არ გამოამზეუროს. ”იმედი მაქვს კომი ხვდება, რომ ჩვენს შორის საუბრები პრესამდე არ უნდა მივიდეს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ კომის პრობლემები შეექმნება”–განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჯეიმს კომი ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან რამდენიმე დღის წინ გაანთავისუფლა და როგორც […]
ტრამპის თვითმფრინავი აფეთქებას გადაურჩა
CNN-ის ცნობით, თვითმფრინავი VC-25, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ემსახურება, მექანიკოსების გულგრილობის გამო, შეიძლებოდა აფეთქებულიყო. ამის შესახებ ტელეკომპანია ქვეყნის მთავრობის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. ამ ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის აპრილში, Boeing-ის საწარმოში რამდენიმე მექანიკოსმა, რომლებიც ქვეყნის პირველი პირის თვითმფრინავს ემსახურებოდნენ, ჟანგბადის მოწყობილობების შემოწმების დროს დაბინძურებული იარაღი გამოიყენეს. შედეგად, პრეზიდენტის ლაინერში დაბინძურებული ნაწილაკები აღმოჩნდა, რომელიც ჟანგბადთან რეაქციაში შედის. […]
ჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინზიანის პროვინციაში მომხდარი 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა 180-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დაშავებულთა გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქაშრაგის ოლქში, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქისრდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სტიქიას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა. imedinews.ge
ნაურუმ აშშ-ს დაფინანსება დაკარგა – მიზეზი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გახდა
წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა რესპუბლიკა ნაურუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს. მიზეზი ნაურუსგან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალზელანდიური მედია radionz.co.nz ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, საკანონმდებლო აქტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა იმ […]
დონალდ ტრამპმა დემოკრატები გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. ტრამპის თქმით, დემოკრატები მუდმივად აკრიტიკებდნენ ჯეიმს კომის, როდესაც ის ფედერალური ბიუროს დირექტორი იყო, ხოლო მისი განთავისუფლების შემდეგ კი მათ კომიზე აზრი შეიცვალეს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯეიმს კომიმ ყველას ნდობა დაკარგა ბოლო პერიოდში, ამიტომ მისი განთავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს […]
დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, დაუყოვნებლივ შეუდგებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე კანდიდატურის შერჩევას. გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ჯეიმს კომის კურიერმა გადასცა. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ხოლო მიზეზად ის იყო დასახელებული, […]
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობდა და გამარჯვება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მუნ ჩჟე ინმა მოიპოვა, რომელმაც ამორჩეველთა ხმების 41% მიიღო. ვადამდელი არჩევნები დეკემბერში მომხდარი კორუფციული სკანდალის გამო დაინიშნა, როდესაც პარლამენტმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. მიმდინარე წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ ეს იმპიჩმენტი დაამტკიცა, ამიტომ აუცილებელი გახდა ვადამდელი საპრეზიდენტო […]
ჩაიშლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკებები?
მცოცავი ოკუპაციისა და სხვა აგრესიული მოქმედებების პარალელურად, რუსეთი ჟენევის მრავალმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე ალაპარაკდა. ამის საბაბი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს არ მოეწონა. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს მიეძღვნა. ევროპის საბჭოს ამ სტრუქტურის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს კი საქართველო-რუსეთის კონფლიქტები უწოდეს. დოკუმენტის […]
იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, იაპონიის კუნძულ ოკინავას სამხრეთით, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები შეიგრძნეს კუნძულ ოკინავაზეც. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. სპეციალისტები ცუნამის წარმოშობის საფრთხეზე არ საუბრობენ.










