კატეგორია: მსოფლიო

აფეთქებაზე მანჩესტერში პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

რადიკალურმა ისლამისტურმა სახელმწიფო ისლამურმა სახელმწიფომ მანჩესტერ არენაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. შეგახსენებთ, მანჩესტერ არენაზე პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება გუშინ ღამე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 59-ს შეადგენს. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც თავი აიფეთქა, იდენტიფიცირებულია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მისი ვინაობა არ სახელდება. აფეთქება მაშინ მოხდა, […]

მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები

მანჩესტერ არენაზე კონცერტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი 59-ს შეადგენს. მომხდარს მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა მოაწყო და თავადაც დაიღუპა. ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს “ბარბაროსული აქტი” უწოდა. იმ შემთხვევაში […]

აფეთქება მანჩესტერ არენაზე – 19 ადამიანია დაღუპული, 60 დაშავდა – ვიდეო

გუშინ გვიან ღამით მანჩესტერ არენაზე რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. თვითმხილველების განცხადებით, მათ ორი ძლიერი აფეთქების ხმა იმ დროს გაიგეს, როდესაც პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა და ხალხი გასასვლელისკენ დაიძრა. აფეთქება მანჩესტერ არენას ფოიეში მოხდა. მას შემდეგ, რაც აფეთქების ხმა გაისმა, მაყურებელი პანიკამ მოიცვა. აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. პოლიციამ მომხდარი […]

ყირგიზეთში მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მაგნიტუდით 6 მიწისძვრა მოხდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მანამდე, 3 მაისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგნიტუდით 6,6 მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად 520 სახლი დაინგრა, მათ შორის საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტები. დაახლოებით, 500 სახლი კი დაზიანდა.

ისრაელში დონალდ ტრამპის ჩასვლამდე ერთი სააათით ადრე ტერაქტის მცდელობა იყო

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ავტომობილი ქვეით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა 5 ადამიანი დაშავდა. პოლიცია ამ შემთხვევას სავარაუდოდ ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭებს, თუმცა უფრო მეტი დეტალი საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისრაელში ჩასვლამდე ერთი საათით ადრე მოხდა, ამიტომ შესაძლოა ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან […]

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ერაყის დედაქალაქში ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Al Sumaria იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვთმკვლელმა ტერორისტმა კი, თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა. როგორც ბაღდადის პროვინციის ოპერაციების შტაბში აღნიშნეს, ერაყის დაზვერვამ იცოდა, რომ მზადდებოდა თავდასხმა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე […]

ნიუ იორკის პოლიცია თაიმ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ტერაქტად არ აფასებს

ნიუ იორკის პოლიცია თაიმ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ტერაქტად არ აფასებს. როგორც CBS-ი პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, პირი, რომელიც მოქალაქეებს დაეჯახა, დაკავებულია. პოლიციის ცნობით, ამჟამად ახლა მას ალკოჰოლის ტესტს უტარებენ. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თაიმ სქვერზე სედანის ტიპის წითელი ავტომობილი ხალხში შევარდა, 45-ე ქუჩისა და ბროდვეის კვეთაზე. Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულია 13 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის […]

სომხეთის მთავრობა გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დააკამაყოფილა სომხეთის მთავრობის განაცხადი გადადგომის შესახებ. მთავრობის გადადგომა კონსტიტუციის თანახმად მოხდა, რადგან დღეს სომხეთის ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სარგსიანის განკარგულებით, მთავრობის წევრებს საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირრებამდე გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს გამართიულ სომხეთის პარლამენტის არჩევნებში უმრავლესობას სომხეთის პრეზიდენტის პარტია ფლობს.

ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობს

ნიდერლანდების მეფე, ვილემ-ალექსანდერი გამოტყდა, რომ ტახტზე ასვლის შემდეგაც კი ინკოგნიტოდ რეგულარულად მართავდა სამგზავრო ავიახაზის თვითმფრინავს. მონარქი მეორე პილოტად დაფრინავდა რეისებზე, მგზავრები კი ზოგჯერ ცნობდნენ მის ხმას. მისი ამ გატაცების თაობაზე ცნობილი იყო 2013 წლამდეც, ანუ მის მეფედ კურთხევამდეც. ის ამას პილოტის ლიცენზიის შესანარჩუნებლად აკეთებდა. თუმცა აქამდე ცნობილი არ ყოფილა, რომ ის ამ საქმიანობას ამ დრომდე […]

ავღანეთში სახელმწიფო ტელევიზიაზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში 4 ტერორისტი სახელმწიფო ტელევიზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელეს რის შემდეგაც სამი ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა, ხოლო მეოთხე კი დააკავეს. ტელევიზიაში გარკვეული პერიოდი პოლიციელები იმყოფებოდნენ და მათ დახმარებით ტელე არხმა მაუწყებლობა განაახლა. გავრცელებული […]