ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზაობა, რეაგირება იქონიონ ყველა ვითარებაზე,- ამის შესახებ ნატოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ალიანსის განმარტებით, რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, რასაც ექნება გეოსტრატეგიული შედეგები. ნატო გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ […]
კატეგორია: მსოფლიო
უკრაინა – “სჩასტიე და მარიუპოლი დავიბრუნეთ”
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე სჩასტიესა და მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ დანაკარგი განიცადა. „ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და სჩასტიე. განადგურებულია მტრის სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, […]
ზელენსკი – “უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა”
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ ის იარაღს ყველას მისცემს, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს დაეხმარონ სამხედრო ძალებს. მისი თქმით, არმიას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი გმირულად იბრძვიან. მან […]
ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო. „დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ქმედებებს “არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია” უწოდა. “ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ […]
ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია
თურქეთის პრეზიდენტმა რეფეჯ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია. საბჭოზე სავარაუდოდ, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების რუსეთისთვის დახურვა განიხილება. კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის. მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება აქვს, რომ სამხედრო გემები სრუტეში არ გაატაროს. მანამდე კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის. მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება […]
„ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად თუ უკანონოდ, მოემზადეთ წინააღმდეგობისთვის“ – გორდონი
უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს ყველას, ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი აიღონ ხელში და მოემზადონ წინააღმდეგობისთვის: “უკრაინელებო, პუტინის რეჟიმი თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს. ფანჯრების მიღმა აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინა რუსეთის მთელს პერიმეტრზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ამ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველას ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად […]
უკრაინამ ლუგანსკის ორ სოფელზე კონტროლი დაკარგა
უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ძალები ლუგანსკის ორ სოფელს მელოევოსა და გოროდიშეს აღარ აკონტროლებენ. ასევე, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ: – დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქებში კრასნოპოლიე და მარგანეცში სამხედრო საწყობები იწვის; – ვინიცკის რეგიონში ტულჩინისა და ბოხანას რაიონებში ხანძარია სამხედრო ნაწილებში; – ლუცკში ტელეანძა ააფეთქეს; – კიევის ოლქში კი ქალაქ ბროვარიში სამხედრო ნაწილში […]
შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, დღეს ევროპული საბჭოსა და დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საომარი მოქმედებები უკრაინაში დღეს დაიწყო. უკრაინის თითქმის ყველა მთავარი ქალაქი იბომბება. დაზიანებულია შენობები და აეროპორტები.
აგრესორმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი დაიკავა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აგრესორმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი – მელოვოე და გოროდისჩე დაიკავა. ასევე: დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქებში კრასნოპოლიესა და მარგანეცში სამხედრო საწყობები იწვის ვინიცის ოლქში ტულჩინასა ფა ბოხანაში ხანძარია სამხედრო ნაწილებში. ლუცკში აფეთქებულია ტელეანძა კიევის ოლქში, ქალაქ ბროვართან განლაგებულ სამხედრო ნაწილში ხანძარი დაფიქსირდა.
რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო
სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამთენიისას განაცხადა და თქვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დაიბომბა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურულია. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევში, სადაც განგაშის სიგნალიც ჩართეს.