თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატის ცნობით, სტიქია განსაკუთრებით ძლიერი შავი ზღვის სანაპიროსთან ქალაქ ბოზქურთშია, სადაც დანგრეულ შენობებში გადარჩენილების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. წყლის ნაკადმა დაანგრია სახლები, ხიდები, ჩაკეტა გზები, დაამტვრია მანქანები. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ […]
კატეგორია: მსოფლიო
ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 304 ადამიანი და დაშავდა 1800 -ზე მეტი პირი. 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მოხდა, მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზარალი დიდია და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე […]
ჰაიტიში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დასავლეთ ჰაიტიში 7.2 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია იტყობინება. ეპიცენტრი ქალაქ პეტიტ ტრუ დე ნიპესიდან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ჰაიტიზე ძლიერი მიწისძრა 2010 წელს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 200.000 -ზე მეტი ადამიანი და დიდი ზიანი […]
თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 8 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც რუსული მედია წერს, ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე. „ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა. მომხდარის გამოძიების მიზნით კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს […]
აშშ-ში კოვიდ 19-ის გავრცელება 35%-ით გაიზარდა
ათასობით ინფიცირებული და გადავსებული კლინიკები შტატებში – დელტა შტამი ამერიკას უტევს. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით შტატებში ვირუსის გავრცელება 35%-ითაა გაზრდილი. ინფიცირებულთა დღიური რიცხვი 100 ათას სცდება. – დელტა ვარიანტის დიდი ზრდით იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით ყველას დარწმუნებაში გაეკეთებინათ აცრა. ახლა ჩვენ საშინელ საფასურს ვიხდით, – ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. […]
დანიის ავტობუსებში, მეტროებსა და მატარებლებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
დანიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. „ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ჩვეულ ყოველდღიურ რიტმს ვუბრუნდებით. შაბათიდან შეგვიძლია დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“, – განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა. ამ დროისთვის დანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60%. 12 აგვისტოს მონაცემებით, კოვიდით 1085 ადამიანი დაავადდა, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი […]
ისრაელში დამზადებული წამლით ბერძენი კოვიდ პაციენტების 93% 5 დღეში განიკურნა
საბერძნეთის კლინიკებში მყოფ 90 კოვიდ პაციენტს, რომელთაც დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდათ, ისრაელში დამზადებული წამლით უმკურნალეს. მკურნალობის შედეგად დაავადებულთა 93% 5 დღეში განიკურნა. ეს კოვიდ 19-ის წამლის გამოცდის მეორე ეტაპი იყო. პირველი ეტაპი ზამთარში ისრაელში ჩატარდა. თელ ავივის სამედიცინო ცენტრში შექმნილი წამლით 30 პაციენტს უმკურნალეს, რის შედეგადაც 29 პაციენტი განიკურნა. _ ჩვენი მთავარი ამოცანაა დავამტკიცოთ, რომ […]
გერმანიაში 1 დღე-ღამეში 4.996 ადამიანი დაინფიცირდა, 17 გარდაიცვალა
ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი მარკუს სოდერი აცხადებს, რომ გერმანიაში პანდემიის მეოთხე ტალღა გარდაუვალია. „რაც ცხადია, არის ის, რომ მეოთხე ტალღა გვიახლოვდება და შემოდგომაზე აუცილებლად მოაღწევს. ინფექციის ამჟამინდელი მაჩვენებლები უყურადღებობის საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა სოდერმა. პრემიერმა საზოგადოებას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა იმ მოქალაქეებმა, რომლებიც აცრაზე უარს […]
ისრაელში გასულ დღე-ღამეში კოვიდით 5.923 ადამიანი დაინფიცირდა
ისრაელში კოვიდით ინფიცირების ტემპები ისევ იზრდება. 9 აგვისტოს მონაცემებით, 1 დღე-ღამეში 5.923 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 7 დღის მანძილზე დღიური ინფიცირების მაჩვენებელმა 3.822 შეადგინა. ისრაელში სრულად ვაქცინირებულია სრულწლოვანი მოსახლეობის 80%. შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში სერიოზულად განიხილავენ ფაიზერის ვაქცინის დამატებითი, ბუსტერის დოზის გაკეთებას. ბუსტერის გაკეთებას ძირითად 50 წელზე უფროსი ადამიანებისთვის აპირებენ. პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ახალი […]
საბერძნეთი – ხანძარს გამოქცეული მოხუცი ცოლ-ქმარი სამაშველო გემზე
ენით აღუწერელია კადრები, რომლებიც ევიიდან ვრცელდება. ვინც შორიდან ვუყურებთ, რთული წარმოსადგენია, რას გრძნობენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ბევრი დრო, რომლებიც გაექცნენ ცეცხლს და თან არაფერი წაიღეს, რადგან ამ კატასტროფულ მდგომარეობაში მნიშვნელობა მხოლოდ სიცოცხლეს აქვს. ვრცელდება ფოტო, რომელზეც გამოსახულია სამაშველო გემზე მყოფი მოხუცი ცოლ-ქმარი, მამაკაცი 89 წლის, ხოლო ქალბატონი 87 წლის. ისინიც ალმოდებულ სახლს გაეცალნენ, სრულიად […]










