ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის “უკრაინაში ბელარუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი, რომელიც 2 აგვისტოს გაუჩინარდა, კიევში გარდაცვლილი იპოვეს. ”ბელარუსის მოქალაქე ვიტალი შიშოვი, რომელიც გუშინ კიევში დაიკარგა, დღეს ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს,“- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება განიხილავს გარდაცვალების ყველა ვერსიას, მათ შორის “მკვლელობას შენიღბული თვითმკვლელობით”. “უკრაინაში ბელარუსული სახლი“ ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დევნისგან თავის […]
კატეგორია: მსოფლიო
თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ავტობუსი, რომელშიც 22 რუსი ტურისტი, მათ შორის – 9 ბავშვი იმყოფებოდა, ანტალიის აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი საწინააღმდეგო მიმართულებით გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევას სამი ტურისტი ემსხვერპლა. არიან მძიმედ დაშავებულები – ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რუსთავი 2
3 რუსი ჟურნალისტის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, კრემლის პროპაგანდა კი კვლავ დაუღალავად მუშაობს
3 წლის წინ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ( ცარ) რუსეთის სამი მოქალაქე- ჟურნალისტი ორხან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდ რასტორგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო მოკლეს. ამ ქვეყანაში ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ საქმიანობის შესასწავლად ჩავიდნენ, რომელიც აფრიკის კონტინენტზე უკვე წლებია ოპერირებს. თუმცა, ჟურნალისტებმა გადაღებების დაწყებაც კი ვერ მოასწრეს. „ვაგნერი“ კერძო სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის არსებობას რუსეთის ხელისუფლება არ […]
საფრანგეთში კოვიდპასპორტები გააპროტესტეს
საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების შემოღება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. უკვე მე-3 კვირაა, რაც საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლების მიერ კოვიდ-პასპორტების დაწესებას აპროტესტებენ. აქციები საფრანგეთის ათობით ქალაქში გაიმართა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური პარიზის დემონსტრაცია იყო. ქალაქში პოლიციასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რიმლის დროსაც 3 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცავებმა 19 აქტივისტი დააკავეს. შეგახსენებთ, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი […]
2 ბავშვი ფიჭვნარში წიგნებს წვავდა და ცეცხლი ტერიტორიას მოედო – როგორ გაჩნდა თურქეთში დიდი ხანძარი
თურქეთში ხანძარი ტურისტულ ზონებს უახლოვდება. ბოდრუმიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი. ათი წლის ბავშვებმა პოლიციასთან უკვე აღიარეს, რომ ქალაქ მარმარისის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში წიგნებს წვავდნენ, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ხანძრის სხვა კერების გაჩენასთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს. ძლიერ ხანძრებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი […]
იტალიაში კოვიდის ახალი შემთხვევების 94,8% დელტა ვარიანტზე მოდის
იტალიაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი დომინანტური გახდა და 20 ივლისის მონაცემებით, მასზე ახალი შეთხვევების 94.8% მოდის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტში განაცხადეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება 22 ივნისს გამოქვეყნებული კვლევისგან, რომლის თანახმადაც, „დელტა“ ვარიანტი შემთხვევების 22.7%-ს წარმოადგენდა. იტალიაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 4.34 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ვირუსს 128 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე […]
რომელია კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც კრემლის სამიზნე გახდა
28 ივლისის დილას, დამოუკიდებელი გამოცემა The Insider-ის მთავარი რედაქტორის რომან დობროხოტოვის და მისი მშობლების სახლებში რუსმა სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ფორმალური მიზეზი ცილისწამების შესახებ მიმდინარე გამოძიება გახდა. დობროხოტოვს ჰოლანდიელი ბლოგერი მაქს ვან დერ ვერფი უჩივის. 1 წლის წინ, The Insider-ის მთავარმა რედაქტორმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჰოლანდიელი, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს და „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების თემაზე დეზინფორმაციას […]
ალასკაზე 8,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ პერივილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 91 კილომეტრში მოხდა. ცუნამის საფრთხეს ალასკის ნახევარკუნძულთან ერთად სამხრეთ ალასკასაზეც გამოცხადდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერ მიწისძვრას 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა. პირველი არხი
ისრაელში კოვიდით ინფიცირებამ მკვეთრად მოიმატა – 27 ივლისს 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ხანებში ისრაელში მკვეთრად მოიმატა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ. 27 ივლისს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ისრაელში მარტის შუა რიცხვების მერე არ ყოფილა. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა მძიმე დაავადების აცილების საქმეში 80%-მდე შემცირდა. კვლევაში, რომელიც ისრაელის მთავრობას წარედგინა, ნათქვამია, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა 145-დან 400-მდე […]
ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ
30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ნიუ-იორკის მერია ავრცელებს. თანხის მისაღებად საჭიროა სპეციალიზირებულ საიტზე რეგისტრაციის გავლა. „გაიკეთეთ პირველი დოზა, გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ 100 დოლარი. მარტივია“, – ნათქვამია განცხადებაში. იმედინიუსი










