კატეგორია: პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია!

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. აღნიშნული მან “მთავარ არხთან” საუბრისას დაადასტურა. “დიახ, მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას”, – თქვა მან “მთავართან” საუბრისას. ბერძენიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მის ძმას, დავით ბერძენიშვილს. ცნობისთვის, ამავე მიზეზით დღეს პარტია თამარ კორძაიმაც დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გადადგა და გახარიას გუნდს შეუერთდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და ვუერთდები გუნდს, რომლის ხედვები, დეოკუპაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ თანხვედრაშია ჩემთან; გუნდი, რომელიც წარმოდგენილია ღირსეული, წესიერი, კომპეტენტური ადამიანებით; გუნდი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო ლიდერი-გიორგი გახარია, რომელიც მჯერა, რომ […]

„დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან“ – თამარ კორძაიამ პარტია დატოვა

„დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან“ - თამარ კორძაიამ პარტია დატოვა

თამარ კორძაია ფეისბუქზე წერს: “გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით […]

პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი”

პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი"

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა. 7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი საფუძველი არის სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, […]

ბადრი ჯაფარიძე – “გახარიამ მუქარის წერილი პირადად მე გადმომცა”

ბადრი ჯაფარიძე - "გახარიამ მუქარის წერილი პირადად მე გადმომცა"

მუქარის შემცველი წერილი პირადად გიორგი გახარიამ გამომცა, – „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დუმილს არღვევს. ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი აღიარება  ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან იცრუა, რომ არავითარი წერილი არ არსებობდა. – ყოველთვის ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი შუამავალი არ არსებობდა. ეს იყო ჩვენთვის გადმოცემული წერილი. ვიყავით ადრესატები მე და მამუკა. მან წერილი გადმომცა პირადად […]

უკრაინის პრემიერი შმიგალი თბილისში ჩამოვიდა

უკრაინის პრემიერი შმიგალი თბილისში ჩამოვიდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის […]

“სააკაშვილმა გახარიას რევოლუციაში დახმარებისთვის რამდენიმე მილიონი შესთავაზა” – მამუკა არეშიძე

"გახარია და მიშა რომ დაძმაკაცდნენ, გაგიკვირდებათ?" - დიტო სამხარაძე

ვერ ვიტყოდი, რომ გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობდა. როგორც ჩანს, ეს იყო გარიგების გარკვეული ფორმა, რომელიც რიგი მიზეზების გამო, ორივეს ინტერესებში იყო. ეს გარიგება რატომ შედგა და მიზეზი რა ჰქონდა, ეს მეორე საკითხია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მას ყოველთვის აინტერესებდა, რატომ მოინდომა გახარიამ, მთავრობას 2-3 დღე მოეცადა  მელიას დაკავება. […]

კალაძე – “ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5.000-5.000 ლარით დავეხმარებით

კალაძის "ოცნებიდან" წასვლა რამდენიმე დღეში გაფორმდება

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები ამ პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა მათაც აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება და […]

“გახარიას გუნდის 90%-ს ნაცების დროინდელი კადრები შეადგენენ” – ლადო სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი -  „არჩევნების გადადება ახლა ოპოზიციას აწყობს“

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას პარტიის გაკეთება და პოლიტიკაში დაბრუნება არ სურდა: – არ გამოვრიცხავ, რომ ისინი, ვინც აიძულებენ მას ასეთი ქმედებისკენ, იყვნენ ივანიშვილის გავლენის ქვეშ. – ანუ არიან შუამავლები მას და ივანიშვილს შორის? – კი, ასეა და რაც ჩვენ ვიხილეთ, გახარიას გადაწყვეტილება არ იყო. გადავავლოთ თვალი მისი გუნდის წევრებს – […]

“გახარია “ოცნებას” ვერ დაშორდება” – დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე -  "ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ"

“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასგან უფრო ომახიან გამოსვლას ელოდა, თვითკრიტიკასაც, წარსულის კრიტიკასაც და მომავლის იმედების გაჩენასაც: – მის გუნდში არიან ყოფილი გუბერნატორები, ადმინისტრაციის უფროსები, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები. ეს ის ხალხია, რომლებიც “ქართული ოცნების” ორბიტას ვერ შორდებიან, ვერ უპირისპირდებიან. – ვერც გახარია დაუპირისპირდება? – თვითონ გვითხრა, ვერაო, არავისთან […]