“ახალი თაობა” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სერგო რატიანს ესაუბრა. _ პანდემიასთან დაკავშირებით საარჩევნო წესებისა და რეგულაციების შემუშავებაზე ცესკო მუშაობას. აკრიტიკებთ ხოლმე მას, რომ რაღაც სიურპრიზებს გთავაზობთ ოპოზიციას და ახლაც ხომ არ ელოდებით ამას? _ ზოგადად ივანიშვილის ტვინში რა მოიხარშება, ამის პროგნოზი მართლაც რთულია. ეს იმიტომ არის რთული, რომ ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, არ არის პროგნოზირებადი. […]
კატეგორია: პოლიტიკა
“მოღალატეები”, “ბოროტი მასხარა”, “არარაობა”, “უგვანი” – ღარიბაშვილმა პოლიტოპონენტები 3 წუთში ექვსჯერ გალანძღა
ტვ “იმედის“ ეთერში საუბრისას, 3 წუთის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექვსჯერ გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვები პოლიტიკური ოპონენტებისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ყოფილმა პრემიერმა ნაციონალებს “მოღალატეები” და “რუსეთის ინტერესების გამტარებლები” უწოდა, ხოლო რუსეთისთვის მიწერილი წერილის საფუძველზე მოსკოვიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ დავითგარეჯის 1936-38 წწ რუკის ჩამოტანას “სპეცოპერაცია” უწოდა. ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ […]
გლდანში “ქართულმა მარშმა” ნიკა მელიას პლაკატი დაწვა
დაახლოებით ნახევარი საათია, გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან, “ქართული მარში” ჩვეულ სტილში აქციას მართავს. ფოიერვერკებით შეკრებილი ნეონაცისტური და პრორუსული მიმართულების ორგანიზაციის წევრები “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას უპირისპირდებიან. “მარშელებსა” და ნიკა მელიას შტაბს შორის პოლიციის კორდონი დგას. აქციაზე მარშელებმა ნიკა მელიას პლაკატი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს. შეგახსენებთ, მარშელებმა […]
ანრი ოხანაშვილი – “სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხობელაა”
მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ “კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოიკვეთოს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა, დეპუტატი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება. „ ეს არის საკითხი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შესაბამისად, […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მზად იყავით, 1 ნოემბერს შეიძლება გამოვიდეს და გვითხრას: რა იპოდრომი, კონტრაქტი მე არ დამიდიაო“
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა საბურთალოელები შეიძლება მოატყუოს და დაპირება, იპოდრომს მერიას დაუბრუნებს, არჩევნების შემდეგ ტყუილი აღმოჩნდეს. „ისე მაინც მზად იყავით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, 1 ნოემბერს რომ გამოვიდეს და გვითხრას: რა იპოდრომი, რის იპოდრომი, დაგპირდით, მაგრამ არანაირი კონტრაქტი მე არ დამიდიაო“. – აცხადებს ოქრუაშვილი.
გია ხუხაშვილი – „ათენში სააკაშვილზე თავდასხმით „ოცნებამ“ მას რეიტინგი აუწია“
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საარჩევნო პროცესში გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს. _ საარჩევნო კამპანიაში მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა. მანკიერი ტრადიცია გრძელდება? _ რა თქმა უნდა. რა შეიცვალა? შევცვალეთ ჩვენ რამე? ისევ ისეთივე დაპირისპირებებია და ნეგატიური დღის წესრიგი… ნეგატიური დღის წესრიგი თავისთავად ბადებს ძალადობას. მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ყველა არჩევნების წინ მორიგი გადატრიალების თუ სახელმწიფო ღალატის თემას შემოაგდებს […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ხიდაშელისა და ნოღაიდელის ინტერვიუებმა გაცილებით მეტი კითხვები გააჩინა“
„პირველი ღმერთია და მერე სამშობლო. თუ ღვთისმსახური ხარ და ღმერთი ნიშნავს სიყვარულს, სიკეთეს, მიტევებას, შეცოდებას , ბრალდების მოწმე როგორ ხდები და ადებ ხელს ადამიანს ციხეში გასაშვებად?“ – განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმაირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. „ეს საკითხი არის ერთმნიშვნელოვნად შერჩევითი სამართლის ნიმუში, რომ ხელი გაიშვირონ აი ისინი ცუდები იყვნენ 9 […]
ირაკლი ბერაია – “ნაცმოძრაობის მოკავშირე კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას აოცებს”
ნაცმოძრაობის მოკავშირე კუბილიუსი, აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. ბერაიას თქმით, კუბილიუსის კომენტარი სასაცილოა. „შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო […]
“საყდრისის ამფეთქებელი ძალა დავით გარეჯის პატრიოტი ძალაა?!” – გიორგი მარგველაშვილი
საყდრისის ამფეთქებელი პოლიტიკური ძალა დავით გარეჯის პატრიოტი პოლიტიკური ძალაა?! ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იგონებს ხოლმე, რომ რაღაც ღირებულებები გააჩნია , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დავით გარეჯის საქმის კონტექსტში განაცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების თემა ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი გამოძიებას უკავშირდება, მეორე კი პოლიტიკას. „ამ საქმის […]
გიორგი ვაშაძის პარტიამ ტვ პირველთან 1 მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო
გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა TV პირველთან 1 მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო. ინფორმაცია გაერთიანების დეკლარაციაშია ასახული. TV პირველში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნახევარი უკვე აითვისა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, ჯამში რამდენი წუთის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე მისი რეკლამა, რადგან ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაცემაში გადიოდა […]









