ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის“ შეფად შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაინიშნოს. “2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი ფიგურა საპარტნიორო ფონდის შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს – რკინიგზას ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფონდში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “2020NEWS” ინფორმაციითვე, „საქართველოს რკინიგზა“, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე – “ყველა ანგარიშზე ყადაღა დამადეს”
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტს იმას უკავშირებს, რომ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს. “მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2.000 და 3.000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც ორი წლის წინ დამაკისრეს. აქამდე სახელმწიფოს არ […]
დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერისთვის “ოცნებიდან” გარიცხეს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის […]
კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა
“ქართული ოცნების” მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბიზნესმენ ძმებ, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – “პროგრესი და თავისუფლება” შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად, – წერია პოსტში. კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომლებიც საკონსტიტუცი ცვლილებებს მხარს […]
ზურაბ ჯაფარიძე – „გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთში“
პარტია “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო, […]
ფილიპ რიკერი რუსეთს მოუწოდებს საქართველოდან ძალები გაიყვანოს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ფილიპ რიკერი რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც რიკერმა აღნიშნა, 12 წლის წინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და ასობით სამოქალაქო პირი დახოცა. მან ოფიციალური მოსკოვი, აგრესიასთან ერთად, ცინიზმსა და დეზინფორმაციის კამპანიაშიც დაადანაშაულა. “რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%. გასულ წელს, რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო […]
კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა
2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. მათ ვერ მოახერხეს, ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. „12 წელი გავიდა ჩვენი ქვეყნისთვის იმ საშინელი დღეებიდან, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა. ყველაფერი უნდა […]
ადამ კინზინგერი – საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი
საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს. როგორც კონგრესმენმა განაცხადა, ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო ნატოს […]
ლევან სამუშია „ლელოში“ გადავიდა
ირაკლი კობახიძე – „ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი პუტინი და მიხეილ სააკაშვილი“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა: „დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი, მე ვიტყოდი – ღალატის შედეგი. ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები […]










