სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, “მთავარი არხის” ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას, შეწყალების საკითხი განიხილოს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მზად არის, პირადად შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და პოზიციები გაცვალონ. ომბუდსმენის განმარტებით, ნიკა გვარამია არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს: ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, […]
კატეგორია: პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – „ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. მისივე თქმით, ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. „ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი „განაჩენი” სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა. ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. […]
„ქვეყანა ბიძინას „პოლის ტილოდ” აქციეს“ – სერგო ჩიხლაძე
გაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგ
გაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგ – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადების გამო აკრიტიკებს. ირკვევა, რომ ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმი ისე დააანონსა, რომ ეს არც ალან გაგლოევთან და არც რუსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებია. გაგლოევი აღნიშნავს, რომ გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანებას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში მხარს უჭერს, თუმცა აღნიშნული საკითხი გადაწყვეტა ამ ეტაპზე ნაადრევად […]
რომან გოცირიძე – “საქართველო ცივილიზებული თანამეგობრობიდან გაირიყა”
საქართველო უკვე ნელ-ნელა გაირიყა ცივილიზებული თანამეგობრობიდან, – ასე აფასებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე იმ ფაქტს, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეული არ იქნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ საქართველო ერთობლივ მსველობას მოწყდა, ეს ხელისუფლების მხრიდან დიდი დანაშაული იქნება. საქართველო უკვე ნელ-ნელა გაირიყა ცივილიზებული თანამეგობრობიდან. უკვე მესამე შემთხვეაა. იქ, სადაც მოლდოვას ეძახიან, საქართველო არ არის. რა თქმა […]
ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილი თვითდაზიანებასაც კი არ იყენებს, ის სიმულირებს”
სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საპატიმროებში ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ასეთ პირობებში სიმულაცია და თვითდაზიანება წარმატებული ვერ იქნება. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც […]
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას” – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის რეპუტაციისა და მისი ჯანმრთელობის დასაცავად. „ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. ახლა კი ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც საჭიროა, […]
გია გაჩეჩილაძე – „იმდენ ხალხს შევკრებთ ივანიშვილის დასაცავად, რომ არ შეკრებილან“
„გამოვა კი არა, თუკი სადმე როდესმე ადამიანების სიმრავლე ყოფილა და გამოსულა ასი იმდენი იქნება იმიტომ, რომ საქართველომ ისე იცის ერთმანეთის გვერდით დგომა, როცა ქვეყანას და საქმეს დასჭირდება, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ საავტორო გადაცემაში “უცნობის კიდობანი“ განაცხადა. გაჩეჩილაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ დროს გამოჩნდა, როდესაც იმ საშინელი კოშმარის დამთავრების ყველანაირი იმედი გადაწურული […]
ნათელაშვილი სააკაშვილზე – “მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში, მაგრამ ამდენი არ უტირია”
მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა […]
„კობახიძეს დაუჯერეთ, საკმაოდ ჭკვიანია და თუ მოუსმენთ, ბევრს ისწავლით“ – მაჭარაშვილი
„ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, სწორია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, შვეიცარიული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. “ირაკლი კობახიძეს აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ რასაც ამბობს აქვს არგუმენტები და საფუძვლიანი არგუმენტები. აქედან გამომდინარე, ნუ შეგაქვთ ეჭვი მის განცხადებებში. დაუჯერეთ, საკმაოდ […]










