კატეგორია: პოლიტიკა

სოხუმის პარლამენტმა ხაჯიმბას გადადგომა მოსთხოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიმართავენ ვადაზე ადრე გადადგეს „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან. დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა „დეპუტატმა“, ოთხის წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა. მანამდე „პარლამენტარებმა“ რაულ ხაჯიმბას ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა გადასცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „დეპუტატმა“ ლეონიდ ჩამაგუამ განუცხადა, რომელიც ოთხ „დეპუტატთან“ ერთად იმყოფებოდა ხაჯიმბასთან. […]

ლევან ხაბეიშვილი – “კალაძის საძმაკაცოს 21 მილიონი მისცეს გუდაურში ასაფეთქებლების დასამონტაჟებლად”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. – ლევან, საკმაოდ მძიმედ დაიწყო 2020 წელი. რთული ახალი წლის დღეები გვქონდა. – მძიმე აღმოჩნდა ახალი წლის დღეები. დავიწყოთ იმით, რომ ფატალური შეცდომა იყო, რაც გაუკეთეს მაჩალიკაშვილს. 19 წლის შვილს რომ მოუკლავ და მერე მისი კარავის ადგილას ლურჯ ვეშაპს წამოჭიმავ, არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მუდმივად […]

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩიას გულის შეტევა მოუვიდა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია ჰოსპიტალიზებულია, რომელსაც დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გულის შეტევა დაემართა. ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სპიკერი“ შენობიდან ექიმების თანხლებით გამოვიდა, რა დროსაც „პარლამენტის” შენობასთან შეკრებილებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებდა. ვალერი კვარჩია 73 წლისაა, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად 2012, მეორე ვადით კი 2017 წელს აირჩიეს. იპნ

რატომ მიატოვა გუბაზ სანიკიძემ ირაკლი ოქრუაშვილი?

“მე ვთანამშრომლობ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან” იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ტოვებს თუ არა პარტია “გამარჯვებულ საქართველოს”? ხომ არ შეუერთდება “ნაციონალურ მოძრაობას”? რა სტატუსით შეხვდა მიხეილ სააკაშვილს? ეთანხმება თუ არა ოპოზიციის ე. წ. შავ სიას? როგორ აფასებს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს? მიიჩნევს თუ არა, რომ ამერიკა-ირანის კონფლიქტით სამყაროს მსოფლიო ომის რისკის წინაშე აყენებს? – ამ და სხვა […]

სოხუმში მომიტინგეები ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

მომიტინგეები, რომლებიც სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილადგამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის […]

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის შენობაში შეიჭრნენ

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა. სოხუმში, ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყო. ისინი ე.წ. […]

ხელისუფლება გიგა ბოკერიას დაკავებას გეგმავს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოიკითხა, რომელიც უშიშროების საბჭოს საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა. აკა სულავა აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურია. მისი თქმით, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და მას, ისევე, როგორც მის ადვოკატს, გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი დეტალებზე ვერ ისაუბრებს. “საქმე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. დამაკავებენ, თუ არა, ვერ გეტყვით. რახან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი […]

თეონა აქუბარდია – „ოცნების“ პოლიტიკამ კრახი განიცადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რა მთავარი გამოწვევების წინაშე იყო საქართველო 2019 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით? რას გაუმკლავდა ხელისუფლება და რას _ ვერა? რა გამოწვევებია მოსალოდნელი 2020 წელს? და მოსალოდნელია თუ არა კიდევ უფრო მწვავე ვითარება, ვიდრე ეს იყოს 2019 წელს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა […]

თინა ბოკუჩავა – “ოპოზიციამ შავი სიის ხუთეული შეათანხმა”

„პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელმა მრავალპარტიულმა კომისიამ“ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, კომისიის წევრებმა „შავ სიაში“ შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი). ბოკუჩავას ინფორმაციით, ოპოზიცია სიის მომდევნო წევრთა […]

სანდრო ბრეგაძე – “მაჟორიტარების ადგილი არის ციხეში!”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ”ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს. – ბატონო სანდრო, ვრცელდება ინფორმაციები, რომ “ქართული ოცნება” სერიოზული საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება. ასე მარტივად მოიშორებს ივანიშვილი გახარიას და მას თალაკვაძით ჩაანაცვლებს? რა გველოდება 2020 წელში? – 2019 წელი კი იყო მძიმე წელი, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ 2020 წელი […]