კატეგორია: პოლიტიკა

ცოტნე გამსახურდიასთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ზურაბიშვილი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია წუხელ დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. “ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა […]

აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. ასევე 25-წლიანი […]

თალაკვაძე – “ოპოზიციას მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას ვთავაზობთ”

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს. კერძოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ ამ სისტემაში პროპორციული წილი. […]

„მდგომარეობა მძიმეა” – კოკო გამსახურდიას თქმით, მისი ძმა დანით დაჭრეს

„მთავარი სიტყვა ექიმებმა უნდა თქვან. მე ახლა მოვედი. როგორც ვიცი, მარტო იყო. თუ ვინმე ახლდა, იმედია სამართალდამცველები მოიძიებენ და მოწმის სახით მაინც გამოკითხავენ. დამატებით დეტალებს არ ვფლობ. ერთადერთი რაც ვიცი, მას ჭრილობები დანით გულ-მკერდისა და თავის არეში აქვს მიყენებული“,- ამბობს კოკო გამსახურდია. შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს და მას […]

გურამ ჩალაგაშვილი – “14 დეკემბერს აქციაზე ვნახე პედაგოგი, რომელსაც 3 ლარი მისცეს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. – ბატონო გურამ, ივანიშვილი ოპოზიციური ლიდერების დაჭერები დააანონსა. გიგა ბოკერიას გაუცოცხლეს ძველი საქმე. ის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ასევე თქვენი პროცესიც არ გამართულა. რამდენჯერ უნდა დაიჭირონ და გამოუშვან ეს ლიდერები? – ტოტალური რეპრესიები მიმდინარეობს. ყველა ოპოზიციონერი ლიდერის მოშორების სურვილი აქვს ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას და ამას […]

კახა კალაძის აღიარება – ლუკას სიკვდილში დამნაშავე სახელმწიფოა

„გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ?“ – თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ამბით გახსნა დედაქალაქის მთავრობის სხდომა. კალაძემ აღიარა, რომ დამნაშავე სახელმწიფო და საზოგადოებაა. „ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს […]

დეკემბერში “ოცნებას“ 1.3 მილიონი ლარი შესწირეს

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთ თვეში 1.3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის, ძირითადად, ბიზნესმენები არიან. ფიქსირდება თანხის ჩარიცხვა იურიდიული პირებისგანაც – 100-100 ათასი ლარი ჩაურიცხეს „ქართულ ოცნებას“ კომპანიებმა „ორთაჭალა კასტელომ“ და „ნატურალი 7“-მა.

ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში ჩასვლა სცადა, მაგრამ მავთულხლართებში გაიჭედა – ”ბიბილოვს უნდა დავლაპარაკებოდი”

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადება გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ საკორინთლოსთან იმყოფება. კუხიანიძის განცხადებით, იგი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან – ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას გეგმავდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, გუშინ გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, თუმცა, გზა აერია და […]

ერეკლე კუხიანიძე “ოცნებამ” უმრავლესობიდან გააძევა

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო. “ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების […]

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს შენობაში კიბით შესვლას ცდილობდა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში შეუშვეს. როგორც ხაბეიშვილმა შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულო არის ქაჯეთის ციხე და ის შენობაში კიბის დახმარებით შესვლას ეცდებოდა. „ეს არ არის საკრებულო, ეს არის ქაჯეთის ციხე. ციხეებში როგორც ვიცით, კიბით გადაადგილდებოდნენ. მით უმეტეს, აქ ცივილურად გადაადგილების საშუალებას დეპუტატებს გვიზღუდავენ. არ მიშვებენ, ნახეთ, […]