პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი „ყველა შემთხვევაში“ უნდა განიხილოს. როგორც უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში განმარტებულია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ის დეპუტატი ვეღარ იქნება. “კონსტიტუციაში წერია, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ, მაშინ შეუთავსებელია მისი პარლამენტის წევრობა. სასჯელს არ აქვს […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზაზა თავაძემ უზენაეს მოსამართლეობაზე უარი თქვა – “ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი”
უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ განაცხადა. ზაზა თავაძემ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილობით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19), რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი […]
პროკურორი გოზალიშვილი – “მელიასთვის მანდატის შეჩერება პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს”
შეუჩერდება თუ არა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ დეპუტატის მანდატი, ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა. ამასთან, ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, არაუგვიანეს 15 დღისა, საპროცედურო კომიტეტმა განაჩენი უნდა გაითხოვოს და დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადასცეს. როგორც კონდახიშვილი აცხადებს, ამის შემდეგ მანდატის […]
სტივ რასელი: “მოვუწოდებ უდრეკ ქართველებს, ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ დრაკონი”
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი სტივ რასელი ორი დღის წინათ საქართველოს შესახებ კონგრესში ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში მის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მკითხველთა დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო guardian.ge გთავაზობთ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ოკლაჰომას შტატიდან, სტივ რასელის კონგრესში გამოსვლის ინგლისური ტექსტის სრულ ქართულ თარგმანს. „მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკა არჩევნებს ატარებს. ეს არჩევნები […]
ნიკა გვარამია – “ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ”
მთავარი პროკურატურისა და ხელისუფლების ვერტიკალის აზრის საპირისპიროდ, “მთავარი არხის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს, – მან ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა და თქვა, რომ თვითონაც და მისი ოჯახის წევრებიც რჩებიან ქვეყანაში, სადაც თავისუფლება მოიპოვეს და სადაც თავიანთი გამბედაობით ბიძინა დაამარცხეს. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე განხორციელებული ვიდეოთვალთვალის კადრები გვარამიას საქმეს თან […]
დავით დარჩიაშვილი – “ოცნებისგან” ყველანაირი სისულელე არის მოსალოდნელი”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა. არის ოპოზიცია მზად დიალოგისთვის? – ეს მოწოდება ხელისუფლებას ეხება. ოპოზიცია მოლაპარაკებების წინააღმდეგ არასდროს ყოფილა. ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს, იმ დანაპირების შესრულებას, რაც იყო. კანონპროექტის […]
გია ბარამიძე – ”ქართულ ოცნებას” შერეული სისტემითაც დავამარცხებთ”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა პარლამენტთან ოპოზიციის აქცია გრძელდება. 29 ნოემბერს მმართველმა გუნდმა მორიგი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. მაშინ როდესაც პარლამენტის პიკეტირება 10 საათზე იგეგმებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დილის 7-8 საათზე მივიდნენ. შემდეგ კი მცირე დაპირისპირება მოხდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც თეა წულუკიანი მივიდა და აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს პროტესტით დახვდნენ. რა პროცესები მიდის ქართულ პოლიტიკაში, ხომ არ […]
მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა თბილისის სასამართლოს ეზოსთან ლობიო დათესეს
მოძრაობა “გაბედეს” წევრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს, თუმცა წინააღმდეგობის მოუხედავად, მათ მაინც შეძლეს გარკვეულ ტერიტორიაზე მარცვლების მიმობნევა. ამის შემდეგ მოძრაობის წევრებმა ლობიო თბილისის სასამართლოს ეზოს გარეთ დათესეს. “ფილიშვილებისთვის, ჩინჩალაძისთვის და ყველასთვისაა დათესილი ეს ლობიო იმის ნიშნად, რომ სასამართლო სისტემაში სამართალი აღარ მოიძებნება და იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ”, – […]
ბიძინა ივანიშვილი – „მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“
გამოცემა ბლუმბერგთან ინტერვიუში, სადაც ბიძინა ივანიშვილი თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, აცხადებს, რომ პოლიტიკოსობას ერჩივნა მებაღე ყოფილიყო.ჰუგო მილერისა და ჰელენა ბედველის სტატიაში საუბარია მილიარდერის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა, ხოლო მიმდინარე მოვლენები ივანიშვილსა და მის პარტიას კოშმარებით ემუქრება. „რომ გვქონოდა არჩევანი ქართულ ოცნებასა და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც […]
გია ხუხაშვილი – „ოცნების“ სპიკერები ისე შეიჭრენ როლში, რომ ზოგიერთმა საკუთარი თავიც ნაცებად გამოაცხადა“
გია ხუხაშვილი „ოცნების“ ლიდერებისა და ოპოზიციის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „მაჟორიტარების “გამპრავებელი” ქართული ოცნების სპიკერები ისე შეიჭრენ როლში, რომ მხოლოდ პროპორციული სისტემის მომხრე პოლიტიკური პარტიები (მათ შორის პატრიოტთა ალიანსი) და სამოქალაქო სექტორი კი არა, ქართული ოცნების უმრავლესობაც და ზოგიერთმა საკუთარი თავიც ნაცებად გამოაცხადა“… – წერს გია ხუხაშვილი.









