შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატების გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“, „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა სამართალდამცველებმა გათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, ლიდერები პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. “ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და პოლიციას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა სერგო რატიანი და ოთარ კახიძე გააჩერეს და შეამოწმეს, რასაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავეს
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავეს. სავარაუდოდ, მათთან ერთად აქციის კიდევ სამი მონაწილეა დაკავებული. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და პოლიციას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა სერგო რატიანი და ოთარ კახიძე გააჩერეს და შეამოწმეს. რატიანი და კახიძე აცხადებდნენ, რომ მათ შეშა არ ჰქონდათ. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე და გიგი უგულავა მივიდნენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები პოლიციელებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე […]
სალომე ზურაბიშვილს სალობიეში აქციის მონაწილეებმა მწნილი მიუტანეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობე „ბიასთან“ მას შემდეგ მივიდა, რაც ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქ ვახშობს. აქციის მონაწილეებმა სალობიეში სიმბოლურად მწნილი მიიტანეს. ისინი აცხადებდენ, რომ პირადად სურდათ პრეზიდენტთან გასაუბრება და მოუწოდეს მას, რომ მათთან შესახვედრად გამოსულიყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. საბოლოოდ, გაკეთდა კორდონი, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა შენობა ავტომობილით დატოვა. […]
რუსთაველზე სამანქანო გზაზე კარვების გაშლა დაიწყეს
რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე, აქციის მონაწილებმა კარვების გაშლა დაიწყეს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს, რათა აქციის მონაწილეებმა ღამის გატარება შეძლონ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “გასათბობი საშუალებები წაართვეს”, ისინი შეეცდებიან, ტერიტორია მაქსმალურად მოამზადონ, რომ ღამის გათენება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახერხოს. დიღმელაშვილის თქმით, ტერიტორიაზე […]
გიორგი მარგველაშვილი – “როგორ არ რცხვენიათ, რომ “ნაციონალობას” მაბრალებენ”
“როგორ არ რცხვენიათ, რომ “ნაციონალობას” მაბრალებენ მაშინ, როდესაც “ნაციონალებს” ვებრძოდი მართლაც 9 წელი. ამ ახალგაზრდებმა გადატეხეს ის, რომ ნებისმიერი, ვინც არააა შენი მონა და ლაქია, “ნაციონალია, მე ვერ შევცვალე ეს აზრი, შეცვალეს ახალგაზრდებმა. გაუფასურდა ეს პოლიტიკური მესიჯი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი ვაშაძე – ”პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება”
“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიციას მიმართა და სთხოვა, რომ აქციის მონაწილეებს არ დაუპირისპირდნენ. ამჟამად აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის გარშემო გადადგილდებიან. „ ნუ დაგვიპირისპირდებით. გიყვართ სამშობლო, ჩვენც გვიყვარს სამშობლო. იმ კაცს არ უყვარს სამშობლო, რომ იცოდეთ, თორემ რაც გააკეთა, იმას არ გააკეთებდა. გთხოვთ, ნუ დაგვიპირისპირდებით“,-მიმართა პოლიციას ვაშაძემ. გიორგი ვაშაძის თქმით, „პიკეტირებას იქნება მალე“. „პიკეტირება დღეს […]
მირიან მირიანაშვილი – “უმრავლესობის დაშლა შეთანხმებულია ივანიშვილთან”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში? ამის შესახებ “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს მირიან მირიანაშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროვოცირებას საქართველოში რუსეთი ახდენს. მირიან მირიანაშვილი: – აქციებისა და პარლამენტში განვითარებული პროცესების მიუხედავად, 90%-ით შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავლილი ამბავია. ამას მოგვიანებით განვმარტავ. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არ […]
გიგა ბოკერია – ხალხი კლოუნ ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს
ხალხი კლოუნ ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “2020NEWS“-თან საუბარში. “2020NEWS”-ის კითხვაზე, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა ავანტურაზე და ხალხს უარი უთხრა დაპირებულ პროპორციულ არჩევნებზე, რამდენად საკმარისია დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეების პროტესტი, რომ ოლიგარქმა უკან დაიხიოს, ბოკერია პასუხობს, რომ ხალხი ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს. ”რაოდენობაში არარის საქმე. ვისაც ახსოვს ვარდების […]
აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან ამ წუთებში მივიდნენ. მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „საქართველო“ და “შეცვალე”. ასევე, აქციაზე მსვლელობით მივიდნენ თსუ-ს სტუდენტები. აქციის მონაწილეები […]
”გირჩი” ივანიშვილის სახლთან მისი გამოსახულებიანი ხატებით მივიდა
ბიძინა ივანიშვილის სახლთან ”გირჩის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ მათ თან აქვთ ხატები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან სკუტერებით მივიდნენ. ისინი შეკრების დაწყებას სწორედ ამ ლოკაციაზე აპირებენ. შემდეგ კი რუსთაველის აქციაზე გადაინაცვლებენ. “გირჩის” წევრების მოთხოვნა უცვლელია – პროპორციული არჩევნების სისტემა და ბიძინა ივანიშვილის გადადგომა. რუსთავი 2










