კატეგორია: პოლიტიკა

ბაჩუკი ქარდავა – “ოცნებას” ახლა 5%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. ინტერვიუ ჩაწერილია მანამდე, სანამ კახა კალაძე გამოაცხადებდა, რომ ”ქართული ოცნება” არჩევნებს ძველი სისტემით ჩაატარებს. – ბატონო ბაჩუკი, როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური პროცესები დასრულდეს? ხელისუფლება არ აპირებს არანაირ დათმობაზე წასვლას. – ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე ბუნებრივია ახლავე […]

უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ დაიშალა. აღნიშნული ფრაქციის წევრი, დეპუტატი რუსლან გაჯიევი „ქართული ოცნება – მწვანეებს“ უერთდება, ხოლო დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადადის. შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ კიდევ სამმა წევრმა დატოვა. კერძოდ, 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ, აღნიშნული ფრაქციიდან წავიდნენ დეპუტატები: ნინო გოგუაძე, ზვიად ძიძიგური და გიგა ბუკია.

მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა ვიცე-სპიკერები, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი, გენადი მარგველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი ბერაია კი კომიტეტების თავმჯდომარეები ხდებიან

პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი ხდება მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა (საგარეო მიმართულებით), გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი იქნება. როგორც ცნობილია, გარდა აღნიშნული პირებისა, სპიკერატში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები […]

“საპატრულომ ჩვენი მანქანა გაიტაცა, სადაც აქციისთვის საჭირო ნივთები გვქონდა” – “ევროპული საქართველო”

“ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ მანქანა გაიტაცა, სადაც დღევანდელი აქციისთვის საჭირო ნივთები იყო. “საპატრულო პოლიციამ პარტიის მანქანა გაიტაცა, რომელზეც მიტინგისთვის საჭირო ნივთები გვქონდა. მანქანაში იმყოფებოდნენ ჩვენი პარტიის წევრები. მათი ტელეფონები გათიშულია” – წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში. “ნიუპოსტი” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

“უახლოეს დღეებში გამოჩნდება” – აკაკი ზოიძე უმრავლესობის დატოვებისგან თავს იკავებს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში არ გადავიდა ის უმრავლესობას დატოვებს. “ჩემი გადაწყვეტილება რაც იყო, რჩება ძალაში. დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. დღეს უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა ის შეთავაზება, რაც მე მქონდა, სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ […]

გიგა ბოკერია – “ოცნებამ”უტიფრობის საკუთარი რეკორდი მოხსნა”

“ოცნება” უტიფრობის საკუთარ რეკორდებს ხსნის –  “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, კახი კალაძის მიერ გახმოვანებულ უმრავლესობის გადაწყვეტილებას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აფასებს. “მთელ საზოგადოებას ეუბნებიან, გადაგაგდეთ და ფეხებზე გვკიდიხართო, ამასთან თქვეს, ჩვენი სატელიტები ვინც იქნებიან, იმას არ დავუყენებთ კონკურენტ კანდიდატსო. ეს არაფერს არ ცვლის, კიდევ უფრო მწვავე გახდება პროტესტი. ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია იმ მოდელთან […]

კალაძე ოპოზიციას – თუ ნაციონალებს და მათ განაყოფებს ჩამოშორდებით, 2020-ში პარლამენტში შეგიშვებთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისივე თქმით, შედეგად, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ […]

კალაძე – “ოცნება” გერმანულ მოდელს არ მიიღებს, არჩევნები 2020-ში არსებული სისტემით ჩატარდება”

ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ, კახი კალაძემ ბრიფინგი გამართა. კალაძემ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ, რადგან მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის შეცვლას არ აპირებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, თემა დახურულია. “თემა დახურულია, “ქართული ოცნება” გერმანულ მოდელს არ იღებს და 2020-ში შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება” – განაცხადა კახი კალაძემ.

პარლამენტში პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც. ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. იპნ

არჩილ თალაკვაძე – “კომოს ტბაზე კი არა, მილანში ვიყავი ცოლ-შვილთან ერთად”

„გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი შეხედეთ არ აინტერესებს სხვა არაფერი – ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „კვირის თემაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი […]