მხარს არ ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა მედიას განუცხადა, რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს გამოეხმაურა. ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობაში 30-40 მაჟორიტარი იქნება, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და პროექტი ჩავარდება. „გუშინწინ ესპანეთში ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ მორიგი რიგგარეშე არჩევნები […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნაციონალები “ოცნების” კანონპროექტს პროპორციული არჩევნების შესახებ მხარს დაუჭერენ
“უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირების საშუალებას და ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განუცხადა. გოცირიძის თქმით, ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ იგივე განმეორდეს, როდესაც “მაჟორიტარების ხელოვნური ბუნტი მოახდინეს”. “უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების საშუალებას. ჩვენ […]
ოთარ ფარცხალაძე – “გაქცევას არსად ვაპირებ, გასაქცევები სხვები არიან”
„არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან“,- ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა. ყოფილი მთავარი პროკურორი, „პრაიმტაიმმა“ წყნეთში საკუთარ სახლთან ჩაწერა. „სისულელე. გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს პირად საქმეებზე მოგზაურობა საზღვარგარეთ ხშირად მიწევს და ეს ვიღაცებს ილუზიას უქმნის. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ […]
გიგლა ბარამიძე – “მოვითხოვთ დავით ზალკალიანის გადაყენებას!”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა “ახალი თაობა” რამდენიმე საკითხზე ესაუბრა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიგლა ბარამიძეს. – მმართველ პარტიასთან დაახლოებული ექსპერტები აცხადებენ, რომ დაპირებული გასაოცარი დემოკრატია დამყარებულია. ამის ერთ-ერთ მაგალითად მათ მოჰყავთ ის, რომ შესაძლებელია საპატრიაქროს კრიტიკა. – სადაა დემოკრატია? დემოკრატია კი არა, მმართველი პარტიაც არ არსებობს. არის ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული უმაქნისთა გუნდი. ეს გაქსუებული […]
შოთა მალაშხია – “ინტრიგები საპატრიარქოში ივანიშვილისგან მოდის”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. შოთა მალაშხია: – საპატრიარქოში ხდება დაახლოებით იგივე, რაც მანამდე დატრიალდა სახელმწიფო სტრუქტურებში. ივანიშვილის ხელში, რუსეთის დავალებით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა განადგურდა. ისინი ფაქტობრივად მოშლილია. ივანიშვილი ამ ფონზე ანადგურებს ღირებულებით სტრუქტურებსაც. ის, რაც საპატრიარქოში ხდება, მისი გაკეთებულია. – “ქართული ოცნება” ამბობს, რომ […]
განათლების მინისტრი ირინა აბულაძე გახდება?
იქნება თუ არა ირინე აბულაძე განათლების მინისტრი?! “კურიერის” ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობას სწორედ ბატიაშვილის მოადგილე დაიკავებს. ირინე აბულაძე, რომელიც დღეს პარლამენტშიც იმყოფებოდა, ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ამჟამად კი ის, მხოლოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. მიხეილ ბატიაშვილის ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია.
ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს და უკრაინას ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მილიარდობით […]
ვახტანგ ძაბირაძე – “ოცნება” ნაციონალებს ერთი ერთზე ისევ მოუგებს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ივანიშვილმა კაჭრეთში უმრავლესობასთან შეხვედრაზე პარტიის რეიტინგის 60%-მდე გაზრდა მოითხოვა. ხელისუფლების მიზანი არჩევნებზე 60%-ის აღება და კვლავ ძალაუფლების ერთპიროვნულად შენარჩუნებაა? – დიახ, სწორედ ეს არის ამ 60%-ის გზავნილი. 60%-ზე ვიმუშავებთო და მართლა იმუშავებენ. რეალურად მობილიზებული იქნებიან, მოტივირებულებიც არიან. […]
“ბოკერია, როგორც თავის ძმაკაცთან, ისე დადის ივანიშვილთან შეხვედრებზე”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გასაქცევად? რატომ ყიდის ქონებას? იქნება თუ არა ივანიშვილის მემკვიდრე გიგა ბოკერია? ამ და სხვა საინტერესო თემებზე “ახალ თაობას” ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, რა ხდება, რა სიტუაციაა ქვეყანაში? კარგავს “ოცნება” გავლენებს თუ პირიქით, ცდილობს, რომ მეტი გავლენა მოიპოვოს? – რაც შეეხება ბოლო პერიოდის პროცესებს, ერთის […]
ლევან ვასაძე – ”ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან უნდა წავიდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს”
„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, მაგრამ ბიძინა, შენ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, – ამ სიტყვებით ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა. ვასაძის შეფასებით, ივანიშვილს აღარ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, რადგან […]










