კატეგორია: პოლიტიკა

მირიან მირიანაშვილი – “პატრიარქზე შეტევა დიდი მარცხით დასრულდა – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის მარწუხებიდან გამოვიდა”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – შეიძლება თუ არა საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების შეჯამება? – დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე დიდი მარცხით დასრულდა. თავდასხმის ორგანიზატორი მოსკოვი იყო. რუსეთმა ამ კამპანიაში ჩააბა აქაური მსახურები. საბედნიეროდ, დირიჟორებს ამ ეტაპისთვის სარეზერვო გეგმა არ აღმოაჩნდათ. ამის გამო […]

ხაზარაძის მიმართვა ივანიშვილს – “თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერც გაგვაჩერებს…”

 სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილს და „ოცნებას“ მათი ეშინია. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმართა, სადაც საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო. “პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“ ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია […]

არჩილ თალაკვაძე – “ოცნება” ზოგიერთ მოსამართლეს მხარს არ დაუჭერს”

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. თალაკვაძის თქმით, შესაძლოა პარლამენტმა ზოგიერთ მათგანს მხარი არ დაუჭიროს. „არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის არსებობს. […]

დავით ჭიჭინაძე – “ოცნება” 2020-ში კოალიციურ მთავრობაშიც კი ვერ მოხვდება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ 2020 წელი არ იქნება საქველმოქმედო წელი. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? – დიახ, ნამდვილად არ იქნება 2020 წელი საქველმოქმედო წელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ […]

დავით ბრაგვაძე: “რუსეთი “დაჭრილი მხეცის” მდგომარეობაში ვარდება”

ბალკანური სკანდალი და ბულგარეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების რუს ჯაშუშებთან ერთად მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით განხილვადი საკითხი გახდა. რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის საფარველქვეშ მოქმედი ჯაშუშის გამოაშკარავებამ ბევრი საკითხი წინ წამოსწია, ბევრს კი კიდევ ერთხელ ახადა ფარდა. რუსი ჯაშუშის გამოაშკარავებას წინ უძღოდა ბულგარეთში მოქმედი მოძრაობა “რუსოფილის” ხელმძღვანელის, ბულგარეთის მოქალაქის ნიკოლაი მალინოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომელიც სექტემბერში ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან […]

რომან გოცირიძე პარლამენტში ხინკლით მივიდა

რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა წარწერით: “თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან”. რომან გოცირიძე ამ ჟესტით მთავარი პროკურატურის სადაო დიმლომზე აგრძელებს აქცენტირებას. დეპუტატმა თადუმაძის ჯგუფელებს მიმართა, რომ გამოჩნდნენ, შემდეგ ლექტორები დაპატიჟა რესტორანში, თუმცა ენმ-ს წევრს არავინ შეხმიანებია.

მაჩალიკაშვილი: „თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული ცხვირიდან ძმარს ვადენ!“

მმანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა. „თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ… ხელყუმბარა არის შემოტანილი. […]

ზაალ უდუმაშვილი – „კალაძე დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ გახდება”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა თბილისის მერიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედზე“ მოდის კვლევაში მოხვდა მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ბიუჯეტიდან დახარჯული თანხებიც, რაც 2018 წელს, ჯამში, დაახლოებით 2.7 მლნ ლარია. 2017 წელს ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით […]

ანზორ აბრალავა – “ქრისტიანად მოქცეულ” სააკაშვილს არჩევნებისთვის უნდა გამოეყენებინა მრევლი”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა აქტუალურ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. – “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ყოველდღე იმეორებენ, რომ ივნისში ნაცმოძრაობას დაგეგმილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემოდგომაზე კი – საეკლესო გადატრიალება. მათი თქმით, საქართველო ორივე რევოლუციას გადაურჩა. ამ განცხადებებს საფუძველიც რომ ჰქონდეს, ხალხს ასეთი პროპაგანდის აღარ სჯერა. – პირადად ადრე ბევრჯერ მისაუბრია სააკაშვილისა და […]

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრობიდან გადადგა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა. განათლებას მეტ ყურადღებას დავუთმობთ, რადგან განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს, – განაცხადა პრემიერმა. გიორგი გახარიამ მიხეილ ბატიაშვილს განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. […]