კატეგორია: პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერი – ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა! კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და გუდაუთაში არაოფიციალურად განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები უჭერდნენ მხარს. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას […]

ბესელია – “ჩუგოშვილი ესწრებოდა შეხვედრას, სადაც ივანიშვილმა ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა მთხოვა”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას ე.წ. ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა სთხოვა. დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. “მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს და დაადასტურებს ამას”, -თქვა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში. “იმ დღეს მასაც (თამარ ჩუგოშვილს) იგივე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც მე. […]

შოთა მალაშხია – “დღევანდელი ოქრუაშვილი არ გატყდა, უტეხი და ომახიანია”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. – პარლამენტის შენობასთან დასრულდა მრავალთვიანი საპროტესტო აქცია. იქ კარავი გაშალეს ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა, რომლებიც მოითხოვენ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულების გათავისუფლებას. ახალ აქციებს აანონსებს პარტიოოთა ალიანსი. ქუჩის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო? – პატრიოტთა ალიანსი “ქართული ოცნების” […]

“გამოდით ქუჩაში” – ბესელია “ოცნებას” აქციებით ემუქრება და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსახლეობას მიმართავს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბონ იმ დღეს, როცა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მხარი უნდა დაუჭირონ. ბესელია მზად არის აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დადგეს. დეპუტატი ამბობს, რომ დასაცავია ქვეყნის მომავალი. “მინდა ხალხს მივმართო. თუ “ქართული ოცნება” იმ მოსამართლეებს გაიყვანს, რომლებსაც ხელი აქვთ გასვრილი იმ უბედურებაში, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, […]

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

ნიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავალს წარმოადგენს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული […]

ირაკლი ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერა – ”დამიჭირეთ იმიტომ, რომ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე შეგიქმენით”

ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა მისი ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს: ”ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს! თქვენო უგანათლებულოსობავ და ყოვლად უჭკვიანესობავ! ალბათ გასაგებია მიზეზები, რატომაც მოგმართავთ უშუალოდ თქვენ. ერთი ისაა, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხართ, მეორე ის, რომ ყველა ბოროტება თქვენგან მოდის და მესამე, უშუალოდ თქვენი გადაწყვეტილებით გამომკეტეს ციხეში. მეტი სიცხადისთვის, ცოტა შორიდან მომიწევს […]

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა – ვიდეო

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო. დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. აღნიშნულზე ბესელია გაღიზიანდა. კომიტეტის […]

თეა წულუკიანი – “შეწყალებაზე მორატორიუმი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს”

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა მინისტრი, რომ პრეზიდენტმა შეწყალებებზე მორატორიუმის გამოცხადებით კონსტიტუცია დაარღვია, მან უპასუხა, რომ არა. “მორატორიუმის გამოცხადება მე არ მგონია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციას არღვევს, ერთადერთი, რაც მე მართლაც მაღელვებს, არის ის, რომ ეს ე.წ. მორატორიუმი არ გაგრძელდეს დიდხანს, იმიტომ რომ პატიმარს, რომელიც […]

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს“ ახალი წევრები არიან: 1. ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი; 2. ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი; 3. ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი; 4. თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; 5. ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი; 6. ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; 7.ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; 8.ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი; 9. ნინო […]

ლავროვი – “მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი”

საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Kommersant-თან ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას. „მე ამ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მას […]