პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“, ნაგავი“ მას შემდეგ უწოდა, რაც ბოკერიამ მას ასე მიმართა: “ნუ უზრდელობ. თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც”. “აყვა ბიჭი და დამიწყო აქ ძველბიჭობა. ადრე გეძველბიჭა,”- მიმართა მამუკა მდინარაძემ ბოკერიას. დეპუტატებს შორის სიტყვიერი […]
კატეგორია: პოლიტიკა
გია ხუხაშვილი – “მამუკა ხაზარაძე “ოცნებისთვისაც” პრობლემაა და ნაციონალებისთვისაც”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს – ბატონო გია, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა. საზოგადოების მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება იგრძნობა მის მიმართ. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? – ხარვეზები და მოწონება-არმოწონება არის გემოვნების საკითხი და ძალიან ზედაპირული გაგება და ანალიზია ამ ყველაფრის. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რაც მან […]
ხათუნა ლაგაზიძე – “ოქრუაშვილს ოპოზიცია უსინდისოდ ექცევა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა იმის გამო, რომ ის ტელეკომპანია „კავკასიაში“ მივიდა. საგამოძიებო უწყება პოლიტიკოსს აფრთხილებს, რომ განმეორებითი შემთხვევისას რეაგირება უფრო მკაცრი იქნება. მელია, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს მისჯილი ამბობს, რომ რომელ ტელერადიო კომპანიაში მისვლასაც ჩათვლის საჭიროდ, იქ მივა. პოლიტიკურ მოტივაციასთან გვაქვს საქმე თუ სამართლის ნორმებთან? ხომ არ ჩანს ის, რომ ოქრუაშვილის […]
დავით ჭიჭინაძე – “ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ”
ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ – ასე ეხმაურება, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას. “შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის გადანკარგვით დაკავდა. თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ. […]
მოხდება თუ არა სოხუმში მორიგი რევოლუცია? – „ამცახარამ“ სახალხო შეკრება დააანონსა
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა 17 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს პარტია „ამცახარას“ ლიდერის, დეფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს. იგი დეფაქტო არჩევნების შედეგს არ ეთანხმება და მის გაბათილებას მოითხოვს. ამ დღეს მოსახლეობას „ამცახარამ“ სახალხო შეკრებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, გამარჯვებულად გამოცხადებული რაულ ხაჯიმბა მოლოცვებს იღებს. მას გამარჯვება რამდენიმე დღის წინ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა. უზენაესმა სასამართლომ […]
გახარია – “ბატონი მამუკა ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს”
საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს. გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და გვანახოს“. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის […]
მამუკა ხაზარაძე – “გახარია ანაკლიის წინააღმდეგი იყო, ცქიტიშვილმა ინვესტორები ოთახიდან გამოყარა”
გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს. ამასთან ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო. „როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ […]
შალვა ხაჭაპურიძე – “თადუმაძის უზენაესის თავმჯდომარედ დანიშვნა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს უფლებდამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს – ბატონო შალვა, 20 მოსამართლის სია შესულია უკვე პარლამენტში. ახლა ჯერი პარლამენტზეა, კენჭს უყრის თუ არა მათ და გაუშვებს უზენაეს სასამართლოში. კეთდება შეფასებები, რომ სია კატასტროფულია. რას იტყვით თქვენ? – ზოგადად მოსამართლეებზე რომ ვისაუბროთ, მთელ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ ცუდია. ამ სიაში არიან მოსამართლეები, […]
უგულავა და ხოშტარია ”ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ?
დღეს „ევროპულ საქართველოს“ ორი ლიდერი – ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს. „დღეს, ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა პარტიის რიგებს ტოვებენ. ამ წუთებში ორივე მათგანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბოკერია-ბაქრაძე ცდილობენ, მიღებული გადაწყევტილება გადააფიქრებინონ და მოლაპარაკების შემთხვევაში, ბრიფინგი ინაშვილის დღევანდელ აქციას მიუძღვნან, – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.
”შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში” – პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა
დღეს, 15 სექტემბერს, ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია,”დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები.” “დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება აშშ-ს საელჩოსთან სწორედ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ […]










