კატეგორია: პოლიტიკა

თენგიზ კიტოვანს მოსკოვში თავს დაესხნენ – ვიდეო

თავდაცვის ყოფილ მინისტრს თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენებს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ჯგუფებში გააზიარეს. ინციდენტი მოსკოვში, სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფ 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებში მონაწილეობის გამო, მიაყენეს. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ კიტოვანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, მაგრამ ეს ვიდეოზე არ გადაიღო.

სანდრო ბრეგაძე – “20 ივნისის ღამეს “ოცნება” წასასვლელად იყო გამზადებული”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სანდრო ბრეგაძე პასუხობს. – ბატონო სანდრო, ბოლო პერიოდი აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა. რა ხდება გუნდიოს შიგნით? – ეს არც გამკვირვებია, რადგან “ქართული ოცნება” არ არის ერთ იდეოლოგიაზე დამყარებული პოლიტიკური გუნდი. ეს არის კრებული, რომელიც ამოკრებილია რამოდენიმე პოლიტიკური ლიდერის სამეგობროდან, საახლობლოდან. საკმაოდ მძლავრობს […]

რუსეთის დუმამ საქართველოში ოსების გენოციდის საკითხის შესწავლა დაიწყო

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკვლევს ოსების შესაძლო გენოციდის საკითხს. ამ მოწოდებით მოსკოვს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის დეპუტატებმა მიმართეს. საუბარია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ისტორიაზე. კომისიის წინადადებების საფუძველზე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა გადაწყვეტილებას მიიღებს. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დუმას ობიექტური დასკვნის გამოტანის სურვილი აქვს. ამისთვის […]

ქუცნაშვილი – არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

აქცია “სირცხვილიას” აქტივისტი ირაკლი არეშიძე “მთავარ არხთან” საუბრობს, რომ მას ყოფილი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სახეში დაარტყა. “გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის ცოლთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ა.შ. რომ ჩავედით, “ჩექ აუთი” იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა […]

Bloomberg: აუცილებელია, აშშ-მ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილს

გავლენიან ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით “რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან”, სადაც საუბარია იმაზე, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერებით საქართველოს დასავლური არჩევანი საფრთხის წინაშე დგას. წერილის ავტორის, ამერიკელი ჟურნალისტის, ილაი ლეიკის თქმით, პროდასავლური განცხადებების მიუხედავად, გიორგი გახარიამ რუსული მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო და თავს ესხმის ყველაზე ანტირუსულ პარტიებს, რითაც “ბევრი აქვს საერთო […]

700 მილიონი და ვანო ჩხარტიშვილის გავლენები სასამართლოში

შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლო, ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კლანის წევრია. ის, უხეში დათვლებით, 2012 წლიდან დღემდე 700 მილიონი დოლარით გამდიდრდა. როგორ მოახერხა ჩხარტიშვილმა სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში დიდი ოდენობით ქონების დაგროვება? მინი-გარქის აქტივები 1. მას ეკუთვნის ფოთის პორტში ორი ნავმისადგომი ე.წ “პრიჩალი”, საიდანაც მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს ყოველწლიურად. 2. ჩხარტიშვილი ასევე […]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გადადგა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მინისტრის მოადგილის რანგში, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე მემუშავა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ერთი მხრივ, მათი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის და […]

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს – ის იოსებ ჭელიძემ შეცვალა

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა. იოსებ ჭელიძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა ნათია მეზვრიშვილმა. ამ დროისთვის შს მინისტრს 5 მოადგილე ჰყავს. ესენი არიან: კახაბერ საბანაძე(პირველი მოადგილე), […]

“ქართული ოცნება” მალე თავისიანების დაჭერას დაიწყებს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ”ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. გურამ ჩალაგაშვილი: – ამ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებს, არც აინტერესებდა არასოდეს. მისთვის მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი ჯიბეები კარგად გაისქელოს. პირდაპირ და ღიად ასრულებენ მოსკოვის დავალებებს. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა უპატაკა პუტინს, რომ საქართველოში ფრიალებს რუსული წითელი დროშა. – ეს რაში გამოიხატება? – […]

„მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ვანო ჩხარტიშვილი

„მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ამბობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა. სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, […]