კატეგორია: პოლიტიკა

“ოცნების“ დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს?!

“2020NEWS“ -ის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას ალექსანდრე ერქვანია დატოვებს. აღნიშნულის მიზეზია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. ალექსანდრე ერქვანია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ განმწესებას მხარს არ უჭერს. ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატი მმართველ პარტიას მას შემდეგ დატოვებს, რაც “ქართული ოცნება“ თანამდებობებზე მოსამართლეების 20 კაციან სიას მთლიანად ან სიის შემადგენლობის ნაწილს […]

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე იქნება, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ვატიკანში – ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი

უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. მათი ინფორმაციით, საქართველოს ახალი ელჩებს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ. „უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში […]

ირინა მილორავა სემეკიდან მიდის – მას დავით ნარმანია შეცვლის?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ეწურება. როგორც სემეკი-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქმიანობის გაგრძელებას კომისიაში აღარ გეგმავს. რაც შეეხება სემეკი-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ირინა მილორავას თქმით, ვის წარადგენს თანამდებობაზე მთავრობა, მისთვის უცნობია. მან ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა […]

ინაშვილი – “მაქვს უფლება მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, მინდა ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები”

მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, მინდა ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. „მოვედი კონფერენციაზე, რადგან „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრობენ. მინდა, უბრალოდ გავაკეთო განმარტებები, ვისაუბრო ჩემი პარტიის ხედვაზე. მე ვარ საქართველოს პარლამენტის […]

კრამერი ინაშვილს – “ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, კონფერენციაზე შეჭრა უხეშობაა”

„ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, კონფერენციაზე შეჭრა, გულწრფელად რომ ვთქვა, უხეშობაა“, – ამის შესახებ განცხადება, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილთან შელაპარაკებისას გააკეთა. „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი […]

გიგა ბოკერია – “ინაშვილი წარმოადგენს ივანიშვილს, მისი სახეა და სწორედ ეს არის ღრმა კრიზისი”

ინაშვილი წარმოადგენს ივანიშვილს, მისი სახეა და სწორედ ეს არის ღრმა კრიზისი – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, მისი თქმით, “ინაშვილის ნაირი პოლიტიკური ველურები დალაგებულ ქვეყნებშიც არსებობენ”. “იგივე ხალხი, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს რუსეთთან ომით, (ბუნებრივია, ომი არავის არ უნდა და უნდა ავიცილოთ თავიდან), ამავე დროს, იძახიან, მეხუთე მუხლი უნდა გავრცელდეს აფხაზებზეო, მაშინ […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20% -ის ოკუპაცია ხელისუფლების 100% -იანი ოკუპაციით დაასრულეს“

 ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში მატროსოვის ციხიდან პოსტს აქვეყნებს: „გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიში” -ს მთავრობა ყავს გახარიას და სხვების სახით. რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება კი გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების […]

შალელაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა – ვინ ჩაანაცვლებს ბიზნესმენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. შალელაშვილმა განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში აცხადებენ, რომ შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს. შალელაშვილს პარლამენტში სავარაუდოდ, ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკურ […]

ალხაზ კვიწინია ხაჯიმბას გამარჯვებას არ ცნობს

სოხუმის ცენტრში, ე.წ. საარჩევნო კომისიის შენობის წინ, „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აფხაზეთის მილიციამ გაძლიერებული დაცვა ისევ დააყენა. შენობის წინ მოძრაობა გადაკეტეს. ადგილზე მილიციისა და სპეცრაზმის რამდენიმე ათეულ თანამშრომელია მობილიზებული. ე.წ. საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მოქმედმა „პრეზიდენტმა“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა – 46,19%. „ყველას წინააღმდეგ“ 3154 ხმა (თითქმის 4%) იქნა […]