„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან“. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს. “მთავარი შეკითხვა, მთავარი მოწოდება და მთავარი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების არის ცვლილებები. ივანიშვილი უნდა წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა […]
კატეგორია: პოლიტიკა
გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი დაასახელა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა გახარიამ. მთავრობა გიორგის გახარიას ხელმძღვანელობით ამ წუთებში პირველ […]
დავით სუჯაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დავით სუჯაშვილი 2013-2019 წლებში, თავდაცვის მინიტრის მოადგილედ დანიშვნამდე, დაზვერვის სამსახურის უფროსთან ერთად, დაზვერვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველიც გახლდათ. 2014-2015 წლებში კი მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა. გარდა ამისა, 2012-2013 წლებში მას ასევე შინაგან […]
მამუკა ხაზარაძე – ”ივანიშვილმა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გამომატანინა”
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა. ამის შესახებ ხაზარაძემ განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“. „ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო და 30 მილიონ დოლარს ითხოვდა. ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული თემა და ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა. ავიყვანეთ იურისტები და აღმოვაჩინეთ, […]
ირმა ინაშვილი ბრაიზას და კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს და მეთიუ ბრაიზას და დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. „მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან, ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით. დაიკითხოს ყველა დამსწრე, ვინც იყო იმ წუთებში დარბაზში. დაიკითხოს კრამერიც და ქალბატონი ნინო ევგენიძე. და ყველამ აგოს პასუხი ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ვითხოვ, დაიწყოს გამოძიება […]
ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2012 -2015 წლებში რატი ბრეგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის […]
სკანდალი: ხელისუფლება გურამ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
ხელისუფლება გურამ დსონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა – განცხადება ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა საგანგებო პრესკომფერენციაზე გააკეთეს.გურამ ჩალაგაშვილის თქმით, პროკურატურის გარიგებას შს სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი არ დათანხმდა. ამის შემდეგ კი ხეწლისუფლებამ 20 ივნის დაკავებულების შანტაჟი დაიწყო. “ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, 2 თვეა ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმერებულია სახელმწიფოს გადატრიალების უსუსური, შეთითხნილი ბრალდებით. საქმეზე არსებობს […]
მამუკა ხაზარაძე – “ჩვენ 2020-ის არჩევნები უნდა მოვიგოთ” – ანაკლიაში მოძრაობა ლელოს პრეზენტაცია გაიმართა
“ჩვენ ვქმნით პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებაზე”. ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე. “ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ […]
პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თავად ჭოლაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, დღეს მას პრემიერის აპარატის უფროსის რანგში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა. „ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – წერს გიორგი ჭოლაძე სოციალურ ქსელში. აპარატის უფროსის უფლებამოსილება გიორგი ჭოლაძეს მას შემდეგ შეუწყდა, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი […]
მამუკა ხაზარაძეს თემურ ჭყონია უერთდება?
გავრცელებული ინფორმაციით, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია შეუერთდება. მხარეები ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა მამუკა ხაზარაძემ დღეს მიანიშნა, რომ მის გვერდით ბიზნესმენებს ვიხილავთ. თავის მხრივ, ჭყონიამ ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე შესთავაზებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის საჭირო იქნება, რაღაც მიმართულებით გვერდით დაუდგება. ხაზარაძე პოლიტიკურ მოძრაობას […]










