იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო შეუფარდა 40.000 ლარის ოდენობით. გადავედით თუ არა პოლიტიკური დაჭერებიდან უკვე მედია დაჭერებზე და ხომ არ მივდივართ იმ გზით, რაც ხდება რუსეთში? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს: _ სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები? ყველას გაანეიტრალებენ, ვინც საზოგადოებრივად აქტიურია და […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი – “ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლია”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რუსთავი 2 გაყიდოს. თუ მართლაც ასე მოხდა, თქვენთვის ეს რისი მანიშნებელი იქნება? – ქიბარ ხალვაში რეალურად არაფრის გაყიდვას არ აპირებს. თუ გაყიდის, ალბათ ბიძინა ივანიშვილი იყიდის. თუ არა, ისეთ ფასს დაადებენ, […]
სააკაშვილი – ”კობი-გუდაურის მაგისტრალი რუსეთს თბილისის სწრაფად აღებაში დაეხმარება”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბს“ უწოდებს და, როგორც აცხადებს, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის. “ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა […]
საპატრულოს ახალმა უფროსმა ვაჟა სირაძემ 20 ივნისს ნიკა მელია პარლამენტიდან გააძევა
20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი შემოქმედი პირი გიორგი გახარიამ დააწინაურა. საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე ვაჟა სირაძე დაინიშნა. სირაძე პატრულის ის მაღალჩინოსანია, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. ვაჟა სირაძემ ძალის გამოყენებით და კანონის დარღვევით გამოაძევა პარლამენტიდან “კურიერის” გადამღები ჯგუფი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი. კადრებში კარგად ჩანს, პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც იმუნიტეტი იცავს, როგორ გამოაძევა სირაძემ შენობიდან. […]
ნინო ბურჯანაძე – „16 წლამდე ბავშვებისათვის რუსთავი 2-ის ყურება მავნებელი იყო“
“ძალიან სამწუხაროა რომ მართლა კვალიფიციური ტელევიზია გადაქცეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიად. რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა და ლამის 16 წლამდე ბავშვებისათვის ამ ტელევიზიის ყურება მავნებელი იყო. ლექსიკა, რომელიც ამ ტელევიზიაში გამოიყენებოდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფაქტი, რომელსაც „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ადგილი, ანტისახელმწიფოებრივი როლი შეასრულა და ძალიან სერიოზულად დააზარალა სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ფაქტი, რომელიც […]
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა წლებში იყო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 […]
ალხას კვიცინია ქართველებთან ურთიერთობის განვითარების მომხრეა
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა ოკუპირებულ აფხაზეთში ახლოვდება დეფაქტო საპრეზიდენტო არჩვევნები. არჩევნების წინა პერიოდი დაემთხვა 2.008 წლის მოვლენების 11 წლისთავს. ეს თარიღი საოკუპაციო რეჟიმმა თბილისის მიუღებელ პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოიყენა. ამ მხრივ აქტიური იყო მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც ბოლო დროს კრემლმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ ფონზე კონტრასტულად გამოიყურება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, „ამცახარას“ ლიდერის ალხას კვიცინიას კომენტარი. […]
ლევან ალაფიშვილი ხაზარაძის მოძრაობის წევრი იქნება
მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობა შესაძლოა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი გახდეს. უკვე ცნობილია პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ვინაობა. ის იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილია. ალაფიშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა არსებობს სხვა გზებიც, რომლის საშუალებითაც საჯარო ასპარეზზე გამოსვლას და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა შეძლებს. „არ მოგვისმენია განცხადება, რომ ხაზარაძე და […]
სოსო ცინცაძე – “ოცნება” ძველ რეიტინგს ვერასდროს დაიბრუნებს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ ქვეყანა გულივერის ნაბიჯებით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიექანება. შეიძლება ასე დაიძაბოს ვითარება? – რასაკვირველია, როდესაც ასეა გახლეჩილი საზოგადოება, როდესაც ასეთი დაპირისპირებაა პოლიტიკურ ძალებს შორის, სამოქალაქო დაპირისპირებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვართ. თითქოს ამას […]
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის გამოსყიდვისთვის საჭირო 20 მილიონი?
ეროსი კიწმარიშვილის გაუხმაურებელი ჩანაწერები “2020NEWS”-მა ექსკლუზიურად მოიპოვა “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის და გენერალური დირექტორის, ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერები. კიწმარიშვილი, რომელმაც 5 წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა, ჩანაწერებში აფიქსირებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დონორი და დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელსაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კიდევ ერთ ოლიგარქთან, ბადრი პატარკაციშვილთან. “ვარდების რევოლუცია” ახალი მომხდარი იყო. […]









