„თუ პრეცედენტებით ვიმსჯელებთ, ოქრუაშვილს იგივე ბედი ელოდება, რაც მელიას. ანუ, ე.წ. შინაპატიმრობა და ელექტრონული სამაჯური, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მაინცდამაინც ლოგიკური არ იქნება და უფრო მეტ კითხვას გააჩენს,”- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ბროუნის მოძრაობას ატარებს, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, არ იციან რა ქნან და მიედ-მოედებიან და ხან ერთ კედელს ეცემიან, ხან – […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ევროპული საქართველო” ბოკერიას და ბაქრაძე-უგულავას პოლიტიკურ ბანაკებად დაიყო
“ევროპულ საქართველოში” დაპირისპირებაა. გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას შორის პოლიტიკურ მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით აზრთა სავადასხვაობაა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში ორ კვირაზე მეტია ვრცელდება. “ის, რომ ევროპულ საქართველოში განხეთქილებაა, ოპონენტების პროპაგანდაა. მე მგონი ღრმად ცდება ის, ვისაც ეს შთაბეჭდილება დარჩა. ჩვენ ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა ვართ და თუ ასეთი ბზარი გაჩნდა, ყველა გაიგებს. უბრალოდ, ეს […]
ბაჩუკი ქარდავა – “მხოლოდ მხდალი ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას”
“ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ივანიშვილის უძლეველობაზე მითი დასრულებულია, მხოლოდ მხდალი და შეშინებული ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას. “მითი ბიძინას უძლეველობაზე დასრულებულია! ძლიერები არ იქცევიან ასე, მხოლოდ შეშინებული, მხდალი ხელისუფლება ხურავს მედიას და იჭერს ოპოზიციას. ივანიშვილი რეალურად ფართხალებს და იფართხალებს იმდენ ხანს, რამდენ დროსაც […]
გიორგი მარგველაშვილი – რატომ აიყვანეს ოქრუაშვილი ქუჩაში? სპეცოპერაცია იყო თუ რა? ეს გზა დიდი ნაღმების მატარებელია“
„პოლიტიკური ლიდერის დაკავება მაღალსტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს. რატომ აიყვანეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქუჩაში? სპეცოპერაცია იყო თუ რა? ჩვენ უკვე გავიარეთ ტელედაკავებები და ა.შ. ოპოზიციას, საზოგადოებას, მედიას ელაპარაკებიან პროკურორები.. ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს პროკურატურის ბრიფინგებით… ამ ადამიანის აყვანა ძალიან მაღალის სტანარტით უნდა ხდებოდეს და არა ასე… ტელედაპატიმრებები 2003 წელს იყო და ეს ძალიან ცუდი გზა არის, დიდი […]
უგულავა – “გახარიაა მთავარი ეჭვმიტანილი გავრილოვის ღამეში”
“თუ ვინმემ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ეს მოაწყო ივანიშვილმა, როდესაც მისი უტვინობით, უტიფრობით, ქარაფშუტობით მთელმა სახელმწიფო სისტემამ დაუშვა გავრილოვის ჩამოსვლა. გარშოკივით დაგვადეს. ამან გამოიწვია ხალხის აღშფოთება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში მთავარი ის არის, თუ ვინ აპატიმრებს. “შს მინისტრი არის […]
გიორგი მარგველაშვილი: ”საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან პროკურატურით საუბარი საშიში გზაა”
9 აპრილის შემდეგაც კი ბოროტების იმპერიაში საბჭოთა კავშირში ოპოზიციონერები გაათავისუფლეს, იმიტომ კი არა, რომ კეთილები იყვნენ, არამედ მათ ესმოდათ პოლიტიკა, – ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა “რეაქციაში”. “ცოტა ხსნის წინ მე მგონი თქვენ ეთერში თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომ მას შეუთვალეს, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ ის უცხოეთიდან მაინც დაბრუნდა. ასეთ ადამიანს, […]
შოთა მალაშხია – „ქართული ოცნება“ საბჭოთა სექტაა”
ქართველი ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის წინაშე წარმოჭობილი კრიზისი წარმატებულად დაძლია. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს შოთა მალაშხიას. შოთა მალაშხია: – ჩვენთან ხშირად ექსპერტებს ეძახიან პირებს, რომლებსაც ფულს უხდიან. ეს დაფინანსებული ადამიანები ახმოვანებენ დაკვეთილ გზავნილებს. უბედურება ისაა, რომ ამ ხალხს არ ესმის, რომ ფულის გულისათვის ყველაფერი […]
გუბაზ სანიკიძე – დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი
დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, გუბა სანიკიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ხელისუფლების კრახს დააჩქარებს. “ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებითაა დაკავებული. დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. […]
ირაკლი ოქრუაშვილი – “ხელისუფლება არის “აჭრილი”, ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება”
თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა მისი დაცვის წევრის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოქრუაშვილის ვარაუდით, კოშაძის დაკავება დასჯის ღონისძიებაა და ხელისუფლებამ იცის მისი მტკივნეული წერტილი. „ჩემი ვარაუდით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ დასჯის […]
აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა
ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც საელჩო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ […]









