საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მეუღლე რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. „გამარჯობა საქართველო! ძვირფასო დებო და ძმებო, მე აქ მადლობის სათქმელად მოვედი და რომ ქედი მოვიხარო თითოეულ თქვენის წინაშე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც უკრაინისთვის საბრძოლველად მოხალისედ ეწერება. ახლა ჩემი ქალიშვილი ბომბების ქვეშაა, არ შემწევს ძალა აღვწერო, თუ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ქართული ოცნება” საქართველოს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას შეეცდება
„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა რეზოლუცია, რომლის თანახმად, მთავრობას დაევალა აამოქმედოს ყველა ბერკეტი ევროკავშირში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. პროექტის ინიცირების პროცედურა დღეს დაიწყო. რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ 1. ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ […]
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას – “იმის დედას შევე-ი, ვინც ჩვენ შორის რუსული საქმე აკეთა”
ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ… მე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა ერთიან აზრზე იმყოფება და ოპოზიცია „ვერ ეღირსება განსხვავება შეიტანოთ“. „ბევრი საუბარი მინდოდა გავლილ წლებზე, ამ არსებებზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე, რეზოლუციაზე, რომელზეც დღემდე […]
უსუფაშვილი – “ღარიბაშვილის და”ოცნების” წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია მიმდინარეობს”
უფრაქციო პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, რომ ამ ვითარებაში პერსონალური ვიწრო პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო არ არის. „დიახ, მე ვადასტურებ იმ უბინძურეს კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს პრემიერმინისტრის და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ, მაგრამ ვადასტურებ იმასაც, რომ დღეს ჩვენ დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს იმედად ვართ და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა პრემიერის […]
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი. იპნ
კალაძე – “უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მას სოლიდარობას ვუცხადებ”
მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მერია უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარების საკითხშიც ჩაერთვება. კალაძის თქმით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაც უფასო იქნება. „მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების […]
„მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა“ – დავით ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა. როგორც მან “ფორმულას” განუცხადა ახლა ალტერნატიული გზებით წასვლას განიხილავენ “ამ წუთას გავიგე, რომ ჩვენმა მთავრობამ დაბლოკა უკრაინული ბორტის შემოსვლა, რომელმაც უნდა წაიყვანოს მოხალისეები უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი. ეს არის მთავრობის ლაჩრული, მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილება”, – ამბობს […]
ღარიბაშვილი – “სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყოს, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში”
პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკუთარი განცხადების გასამართლებლად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. “და ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?! ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ […]
სალომე სამადაშვილი – “ევროკავშირის ყველა ანტირუსულ სანქციას ვერ შევუერთდებით”
რუსეთისთვის საქართველოს ცის დაკეტვის თემა არ არის მარტივი საკითხი – შედეგები არის მნიშვნელოვანი ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. სანქცია შეიძლება იყოს სიმბოლური თავის შედეგით და ამავე დროს დამატებით პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ღარიბაშვილის განაცხადი, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, მიუღებელია, თუმცა, […]
ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთიდან ჩასული გენერალი დანიშნა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბიბილოვი უკვე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ჩასულ გენერალს, დე ფაქტო გენშტაბის უფროსს, ვიქტორ ფედოროვს და მას შესთავაზა ე.წ მინისტრის მოვალეობის შესრულება. ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვმა განაცხადა, რომ ასეთ რთულ პერიოდში თავდაცვის სამინისტრო ლიდერის გარეშე არ უნდა დარჩეს. „დღეს თავდაცვის მინისტრს არც […]










