კატეგორია: პოლიტიკა

„პანკისის და 20 ივნისის სპეცოპერაციების უკან შეიძლება ნაციონალების კვალი იდგეს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - „მეტი სიყვარული და მეტი სითბო...“

„ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე გახარიასა და ენმ-ს “თანამშრომლობის” კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს და ამბობს, რომ გახარიას მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების უკან შესაძლოა ნაციონალური მოძრაობა იდგეს. „არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით […]

„სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე  ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?“ – სააკაშვილი ზურაბიშვილს

„სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე  ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?“ - სააკაშვილი ზურაბიშვილს

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს: „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქ-ნო სალომე, პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო […]

გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გოგი წულაია საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა პოლიტიკოსმა “მთავართან” განაცხადა,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შეარყია ციხეში რამდენიმეკვირიანმა შიმშილობამ, რის გამოც მკურნალობა სჭირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში რეპრესიები გაგრძელდა, რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ნიუპოსტი

გიორგი ბარამიძე – “ივანიშვილის რეჟიმს ქუჩის გარეშე ვერ მოვიშორებთ”

გიორგი ბარამიძე - "თვითმკვლელობის გარდა, პროტესტის ყველა ფორმისთვის მზად ვარ"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ბარამიძე პარტიის მომავალ საქმიანობაზე საუბრობს. – ნაციონალური მოძრაობა ახლაც იმეორებს, რომ წნეხი უნდა იყოს ყველა ფლანგზე. უფრო მეტად გასააქტიურებელია ქუჩა. – როდესაც ქვეყანა არის ოლიგარქიული ავტორიტარიზმის პირობებში, მაშინ ქუჩის გარეშე შეუძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ არჩევნებს ვითხოვთ და ვადამდელი არჩევნები გვინდა, ეს არ ნიშნავს, რომ […]

კობახიძე – “გახარიაზე ახალ ამბებს მალე გაიგებთ”

ირაკლი კობახიძე - "გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის"

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ ახალი დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება არა სამართლებრივ საკითხს, არამედ პოლიტიკურ განცხადებას. “დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს […]

არჩილ თალაკვაძე – “ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი არ ექნება”

თალაკვაძე - "თბილისის მერობას ისევ კალაძეს შევთავაზებთ"

“ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები, პრაქტიკულად, არ ექნება, მისი კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. “არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს. რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული ანუ როცა ოპოზიციონერები […]

ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში ნაციონალები მხარს დაუჭერენ, გახარიას პარტია – არა

ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე იყრის კენჭს

“ყველა ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ” – ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ისინი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში  მხარს დაუჭერენ. “ლელოს” ლიდერს მხარს დაუჭერენ “დროა”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. ოპოზიციის ლიდერებს ‘ლელოს” ცენტრალურ ოფისში უკვე ელოდებიან. რაც შეეხება ბოლო ცნობებს, “პირველების” კორესპოდენტის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შიდა პარტიულ კონსულტაციებს მართავენ. – ჩვენ გვაქვს შეხვედრა […]

„შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ“ –  ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

„შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ“ –  ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

პარტიის „კანონი და სამართალი” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება. იგი „რადიო ჯორჯიან თაიმსის” ეთერში აცხადებს, რომ შეუძლებელია ბურჯანაძე პოლიტიკაში იყოს: “შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ” – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ისევ 6 თვით აირჩიეს

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი არ აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს ორ ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია. მმართველმა გუნდმა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს – მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი. მათი არჩევა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს […]

პარლამენტში ოპოზიციამ 5 მანდატი დაკარგა

NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს

მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა. ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია. ამის მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის გამო, ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სიების “ჩახსნაა“. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, პარლამენტის გამოკლებული ოპოზიციონერი წევრების ადგილმონაცვლეთა შესვლა ვეღარ მოხდება. გასულ წლის ბოლოს პირადი წერილობითი განცხადებების საფუძველზე პარლამენტიდან ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე წავიდნენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, სადეპუტატო მანდატი […]