კატეგორია: პოლიტიკა

„დაიცავი საქართველომ“ ფილარმონიის დასაქირავებლად 17.000 ლარი გადაიხადა

13 აპრილს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებას მართავს. შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი პოეტი დავით მაღრაძეა, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად დემოკრატიის იდეას დასცილდა. შეკრებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოცნების ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს. საუბარია ეკა ბესელიაზე, ლევან გოგიჩაიშვილზე, გედევან ფოფხაძეზე და ზვიად კვაჭანტირაძეზე. ვინ აფინანსებს მათ […]

“ჩაგიტარებიათ თუ არა გამოძიება მის გატაცებაზე” – ევროსაბჭოში პრემიერს მუხთარლის საქმეზე განმარტების გაკეთება მოუწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პასუხის გაცემა მოუწია. „გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, – ჰკითხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა პრემიერს, რაზეც მამუკა ბახტაძემ თქვა: “ეს არის სენსიტიური საკითხი. რა თქმა უნდა, გვაქვს კოორდინაცია […]

კახა კალაძემ თბილისის მეტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა – მერიამ 4 ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაგონების მოდერნიზებისა და სადგურების რეაბილიტაციის შემდეგ, მეტროში მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გახდება. „დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა […]

„ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი არ მახსოვს, ჩემი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი”- ბესელია ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, მმართევლი გუნდიდან წასული ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს უხერხულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან თავად აღიარა, თუ რატომ წავიდნენ სხვადასხვა დეპუტატები უმრავლესობის რიგებიდან: „ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს, არ მახსოვს. […]

ივანიშვილი – 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ

 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული განცხადება, გარე ძალების ზემოქმედებაზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავარი გაერთიანებაა. მისივე განცხადებით, საქართველომ ყველაზე მეტი შეცდომა გამოუცდელობით დაუშვა და აღნიშნავს, რომ გარედან მართული დაპირისპირების რისკი […]

რომან კაკულია – „ოცნებაში“ ჩემს თავს ვერ ვხედავ“

დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, სიმართლე გითხრათ, ამ გუნდში ჩემს თავს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა. კაკულიას თქმით, იმისითვის რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, მთავარია შეცდომის დანახვა და შემდეგ მისი აღიარება. „დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, სიმართლე გითხრათა, ამ გუნდში ჩემს თავს არ ვხედავ, მე ველოდები, რომ მოხდება […]

”ივანიშვილმა საკუთარ პარტიაში ეკა ბესელიასაც კი ვერ გაუძლო”

”ვერ გაუძლო დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა. ვერც პიროვნულად და ვერც პოლიტიკურად”, – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ ერთი ლიდერი დავთ ბერძენიშვილი. ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილი საკუთარ კოალიციასთან დამარცხდა და ვერ გაუძლო ვერავის, მათ შორის ვერც ეკა ბესელიას. “ის, რაც არ უვარგოდა წინამორბედებს, არ უნდა იყოს აკუმილირებული, რომ მაინც და მაინც შენს არსენალში გადმოიტანო. ვერ გაუძლო დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა. […]

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მიღება მოაწყო

ჩემთვის, როგორც თქვენთვის, ალბათ, ამ ორი დროშის წინ დგომა არის რაღაც სხვა, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოსთან. ორივე დროშის გულისთვის ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე დასდო, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა ყოფილიყო სამარადისოდ, -ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებს პრეზიდენტის ავლაბრის […]

ირაკლი კობახიძე – ”ავლაბრის რეზიდენცია ხალხისთვის წართმეული ფულითაა აშენებული”

„ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით, შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, სასახლე ხალხს დაუბრუნდეს და მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება. „ჩვენი მთავარი ამოცანა არის, […]

“მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა” – პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, მან დაღუპულებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ 9 აპრილი არის სამშობლოსთვის თავდადების მაგალითი: „9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბი ღუდუშაური, მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი, მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, მე […]