საქართველოს პრეზიდენტი ანგარიშით კანონმდებლების წინაშე პირველად წარდგება. იგი პარლამენტში უკვე მივიდა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელთა ირგვლივაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. “იქნება საუბარი შეწყალების კომისიასთან დაკავშირებითაც. იქნება ახალი ინიციატივები და ძალიან საინტერესო აქცენტები სხვადასხვა საკითხებზე”-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. სხდომა სალომე ზურაბიშვილის მოხსენებით დაიწყება, ამის შემდეგ კი განცხადებებს ფრაქციის ხელმძღვანელები გააკეთებენ. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი შოთა რიჟამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. ოლქის პროკურორის თანამდებობაზე რიჟამაძის შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შოთა რიჟამაძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას 2018 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.მანამდე, 2016 წლიდან, ის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორი იყო. 2014-2016 წლებში რიჟამაძეს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის […]
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს. რა გახდა საკადრო ცვლილების კონკრეტული მიზეზი ამის შესახებ მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა “პრაიმტაიმის” წყაროს ცნობით, ქობულიას შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის უახლოეს ხანში ოფიციალურად გახმოვანდება. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.
ღარიბაშვილი – ”ბესელია ვიღაცის იარაღია”
“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში ეკა ბესელიას მიერ პარტიის დატოვებაზე კომენატარი გააკეთა. ღარიბაშვილის აზრით, ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. “ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის კონსოლიდაცია გაძლიერება, გუნდის დალაგება და სიტუაციის დაწყნარება. ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებთ ჩემს განცდებს. […]
აგროვებდა თუ არა გახარია ეპისკოპოსებზე კომპრომატებს
ქვეყანას წინ სერიოზული პოლიტიკურ-რელიგიური სკანდალი ელოდება – სასულიერო პირები უკვე ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რაც აქამდე ჭორად დადიოდა. საუაბარია შს მინისტრის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე კომპრომატები უნდა მოეგროვებინათ. “ახალი თაობა” ამის შესახებ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ წერდა. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც კომპრომატები უნდა შეეგროვებინათ, მეუფე იაკობი […]
„წერილი მაქვს ” – „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მხოლოდ ის თქვა, მას წერილი თან აქვს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის გამოკითხვას, პროკურატურა ითხოვს. გამოკითხვა 14:00 საათზე ჩაინიშნა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა. სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ გუშინ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ […]
დავით ბერძენიშვილი – „ივანიშვილი შევარდნაძესავით დაასრულებს… ეს არის ოცნების დაღმასვლა სათადარიგო შემადგენლობით“
“დაღმასვლა და შევარდნაძის შეცდომების გამეორება” – ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი “ქართულ ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხს.როგორც “ნიუპოსტს” ბერძენიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, “ოცნების” თავმჯდომარეს შევარდნაძის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს: “ღარიბაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო კარგა ხნის განმავლობაში. ის თადარიგის […]
გიგა ბოკერია: “ანეკდოტია, ღარიბაშვილს დასახმარებლად რომ დაუძახებ”
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებას ეხმაურება: „ღარიბაშვილის დაბრუნება აგონია შეიძლება დავარქვათ, ანეკდოტია – ღარიბაშვილს დასახმარებლად რომ დაუძახებ. წარმოიდგინეთ, ივანიშვილი და მისი გუნდი როგორ დღეშია. ღარიბაშვილი სიმბოლოა ყველაფერი იმის, რაც არასწორი იყო ოცნებაში. ეს არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას არ აუხსნა, თანამდებობიდან რატომ წავიდა. უთხრეს, პოლიტიკიდან გააქრო და გაქრა, ახლა ივანიშვილმა დაუძახა და […]
ეკა ბესელია – თუ უმრავლესობა ირაკლი კობახიძეს არ შეცვლის დროულად, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ
თუ უმრავლესობა ირაკლი კობახიძეს არ შეცვლის დროულად, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ ისე, რომ შედეგი დადგეს, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, კობახიძეს არ აქვს ის ნდობა და ავტორიტეტი, რომელიც ამ პოზიციაზეა საჭირო. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია. “ე.წ. კობახიძის ჯგუფი არის უკვე წარსული. ეს არის დროის საკითხი. მე გარწმუნებთ იმასაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, […]
ირაკლი ღარიბაშვილს მთაწმინდის მაჟორიტარად და უმრავლესობის ლიდერად ამზადებენ – საკადრო ცვლილებები “ოცნებაში”
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებაში“ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება, მან პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მეორედ მოსული“ ღარიბაშვილი შესაძლოა ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარის არჩევნებში კანდიდატად წამოაყენოს. პარლამენტში ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული. ვარაუდობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უმრავლესობს ლიდერად ამზადებენ. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.










